ქართული მოცვის ინდუსტრიის საერთაშორისო აღიარება — IBO-ს პრეზიდენტმა საქართველოში სექტორის განვითარების პოტენციალი შეაფასა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს მოცვის ინდუსტრია საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია — საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის (International Blueberry Organization — IBO) პრეზიდენტმა, მარიო სტეტამ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ადგილობრივი წარმოება, სექტორის განვითარების ტემპი და გლობალურ ბაზრებზე ინტეგრაციის შესაძლებლობები შეაფასა.
ვიზიტი საქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციას შორის გაფორმებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა და მისი მიზანი საქართველოს, როგორც მოცვის ინდუსტრიის სწრაფად განვითარებადი ქვეყნის, საერთაშორისო პოზიციონირების გაძლიერება და გლობალურ ქსელებში ინტეგრაციის ხელშეწყობა იყო.
მარიო სტეტამ შეხვედრები გამართა ასოციაციის წევრ კომპანიებთან, სექტორისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან, მოინახულა მოცვის ფერმები, სანერგეები და საწარმოო ინფრასტრუქტურა.
მისი შეფასებით, საქართველო თანამედროვე აგროინდუსტრიის მიმართულებით მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის და ქვეყანას შეუძლია, საერთაშორისო მოცვის ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს.
"ჩვენი მიზანი იყო დაგვენახა და მხარი დაგვეჭირა იმ სამუშაოსთვის, რომელსაც ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაცია 2023 წლიდან ახორციელებს, განსაკუთრებით იმ მოდელისთვის, რომელიც დაფუძნებულია წარმოების გაუმჯობესებაზე, ცოდნის გაზიარებასა და ბაზარზე პოზიციონირებაზე. საქართველო უკვე იმკვიდრებს ადგილს საერთაშორისო მოცვის ინდუსტრიაში და აქვს პოტენციალი, გახდეს მნიშვნელოვანი გლობალურ ბაზარზე”, — განაცხადა მარიო სტეტამ.
ქართული მოცვის უპირატესობა — ტექნოლოგიები, ცოდნა და ახალი მიდგომები
IBO-ს პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ სისწრაფესა და მოქნილობაზე, რომლითაც ქართული მწარმოებლები თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საერთაშორისო გამოცდილებას ნერგავენ.
მისი თქმით, ადგილობრივი ინდუსტრია აქტიურად იყენებს ახალი თაობის ჯიშებს, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით, გამძლეობით, უკეთესი შენახვის შესაძლებლობითა და პროდუქტიულობით. ამ პროცესს თან ახლავს თანამედროვე სარწყავი სისტემების, კლიმატის მართვის ტექნოლოგიებისა და წარმოების გაუმჯობესებული პრაქტიკების დანერგვა.
“საქართველოს მწარმოებლებს ძალიან სურთ, მიიღონ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება. ისინი აქტიურად ეძებენ სიახლეებს, იღებენ ცოდნას და თანამშრომლობენ მსოფლიოს წამყვან აგრო ექსპერტებთან“, — აღნიშნა მარიო სტეტამ.
მისივე შეფასებით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, კლიმატური მრავალფეროვნება და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ქვეყანას მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს, გააფართოოს საექსპორტო მიმართულებები და კონკურენტუნარიანი პოზიცია დაიკავოს საერთაშორისო ბაზრებზე.
თანამშრომლობის კულტურა — ქართული მოდელის მთავარი უპირატესობა
ვიზიტის ფარგლებში IBO-ს პრეზიდენტისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა არა მხოლოდ ტექნოლოგიური განვითარება, არამედ მწარმოებლებს შორის თანამშრომლობის კულტურა აღმოჩნდა.
მარიო სტეტამ განსაკუთრებულად შეაფასა ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის მიდგომა, რომელიც ეფუძნება ცოდნის გაზიარებას, გამოცდილების გაცვლასა და საერთო განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომლობას.
“მათ მიერ შექმნილი თანამშრომლობის მოდელი ნამდვილად გამორჩეულია. აქ მიზანი მხოლოდ ინდივიდუალური წარმატება არ არის — საუკეთესო მწარმოებლები საკუთარ ცოდნას სხვებსაც უზიარებენ, იმისთვის, რომ მთელი ინდუსტრია განვითარდეს. ეს მიდგომა ბევრ საერთაშორისო ბაზარზე იშვიათია“, — განაცხადა IBO-ს პრეზიდენტმა.
მისი შეფასებით, სწორედ ასეთი თანამშრომლობა არის საქართველოს მოცვის სექტორის მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი.
ზრდის პოტენციალი და სამომავლო შესაძლებლობები
დღეს საქართველოში მოცვის წარმოება სწრაფად ვითარდება. სექტორის მიზანია, მომდევნო წლებში გაიზარდოს წარმოების მოცულობა და გაძლიერდეს ქვეყნის პოზიცია საერთაშორისო ბაზრებზე.
IBO-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა საქართველოს შესაძლებლობა, გააფართოოს წარმოების სეზონურობა განსხვავებული კლიმატური პირობებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
მისი შეფასებით, საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი პოზიცია დაიკავოს ისეთ ბაზრებზე, სადაც მნიშვნელოვანია პროდუქტის სიახლე, ხარისხი და სწრაფი მიწოდება.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერა აგრო სექტორის განვითარებაში
საქართველოს ბანკისთვის აგრო სექტორის მხარდაჭერა ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. ბანკი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ მწარმოებლებთან, ხელს უწყობს თანამედროვე აგრო პრაქტიკების დანერგვას და ქმნის შესაძლებლობებს სექტორის საერთაშორისო ინტეგრაციისთვის.
“სასიხარულა, რომ ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის პრეზიდენტს ვუმასპინძლეთ. მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, ქართული მოცვის ცნობადობის ზრდასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას ჩვენი პარტნიორი აგრო ბიზნესებისთვის“, — განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.
მარიო სტეტას ვიზიტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქართული მოცვის ინდუსტრიას აქვს პოტენციალი საერთაშორისო ბაზარზე პოზიციები კიდევ უფრო გააძლიეროს.
-
შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს
გადახედვა
-
ადვოკატი: "ირაკლი ღარიბაშვილი წერილებს არ მოაკლებს საზოგადოებას" ადვოკატი: "ირაკლი ღარიბაშვილი წერილებს არ მოაკლებს საზოგადოებას"
გადახედვა
-
სოფელ ნასაკირალში 63 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს სოფელ ნასაკირალში 63 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
გადახედვა
-
Samsung Galaxy S26 FE — აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია Samsung Galaxy S26 FE — აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია
-
სააპელაციო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმა
გადახედვა
-
შსს: 1-ელი სექტემბრიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის შემოწმება ISO სტანდარტის პორტატიული მოწყობილობით განხორციელდება შსს: 1-ელი სექტემბრიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის შემოწმება ISO სტანდარტის პორტატიული მოწყობილობით განხორციელდება
გადახედვა
-
დენის კულანინის მესამე ქვეყანაში გაშვების მოთხოვნით, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტთან რუსი აქტივისტის მხარდამჭერები მივიდნენ დენის კულანინის მესამე ქვეყანაში გაშვების მოთხოვნით, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტთან რუსი აქტივისტის მხარდამჭერები მივიდნენ
გადახედვა
-
მედლები და ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები — ქართველი ძიუდოისტების შედეგები ლოზანის გრანდ სლემზე მედლები და ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები — ქართველი ძიუდოისტების შედეგები ლოზანის გრანდ სლემზე
-
როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს? როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?
გადახედვა
-
1-ელი სექტემბრიდან საია უფასო იურიდიული კონსულტაციების გაცემას ნაწილობრივ აღადგენს 1-ელი სექტემბრიდან საია უფასო იურიდიული კონსულტაციების გაცემას ნაწილობრივ აღადგენს
გადახედვა
-
ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა SCO-ს სამიტზე — რა საკითხები განიხილეს? ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა SCO-ს სამიტზე — რა საკითხები განიხილეს?
გადახედვა
-
კვიპროსის სანაპიროსთან სამგზავრო გემი ჩაიძირა — დაღუპულია 8 მგზავრი, 18-ს ეძებენ კვიპროსის სანაპიროსთან სამგზავრო გემი ჩაიძირა — დაღუპულია 8 მგზავრი, 18-ს ეძებენ
გადახედვა
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდშია — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს! საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდშია — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს!
-
www.ekalata.gov.ge-ს მე-14 სუპერმარკეტების ქსელი და ახალი ფუნქციონალები დაემატა www.ekalata.gov.ge-ს მე-14 სუპერმარკეტების ქსელი და ახალი ფუნქციონალები დაემატა
გადახედვა
-
აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალი კლინიკა "ვივამედშია" მოთავსებული აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალი კლინიკა "ვივამედშია" მოთავსებული
გადახედვა
-
ნენსი გრეის რომანის ტელესკოპი უკვე კოსმოსშია! — NASA-ს ახალი "ფლაგმანი" ნენსი გრეის რომანის ტელესკოპი უკვე კოსმოსშია! — NASA-ს ახალი "ფლაგმანი"
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი კუნძული ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი კუნძული ერთი მინიშნებით
-
ტვინის პერსონალიზებული სტიმულაცია ქრონიკულ ტკივილს ამსუბუქებს — კვლევა ტვინის პერსონალიზებული სტიმულაცია ქრონიკულ ტკივილს ამსუბუქებს — კვლევა
გადახედვა
-
რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი სურვილია, რომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან შალვა პაპუაშვილი: ჩვენი სურვილია, რომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან
გადახედვა
-
რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძისთვის იქმნებოდა აღარ შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძისთვის იქმნებოდა აღარ შეიქმნება
გადახედვა
კომენტარები