დუმას ჩეჩენი დეპუტატის ძმას, რომელიც კადროვის გარემოცვიდანაა, ევროპაში უძრავი ქონება და აქტივები აქვს
ჩეჩნეთიდან რუსეთის დუმის წევრის, ბეხან აგაევის ძმა, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის უკრაინაში შეჭრას, ფლობს აქტივებს ევროპაში. მათ ოჯახს ასევე აქვს წილები რუსეთში არსებულ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში. ჟურნალისტური გამოძიების შესახებ OC Media წერს.
ჟურნალისტების თქმით, აგაევები, რომლებიც დაკავშირებული არიან ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის უახლოეს წრესთან, ფლობდნენ წილებს სამხრეთ რუსეთის ორ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში — ტუაფსეს და კრასნოდარის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში.
გამოძიება ჩაატარა რუსულმა დამოუკიდებელმა გამოცემა "ვაჟნიე ისტორიიმ" (iStories, "მნიშვნელოვანი ისტორიები") და ოთხშაბათს გამოქვეყნდა ფრანგულ გაზეთ Le Monde-თან და ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის შესახებ ინფორმაციის გაშუქების პროექტთან (OCCRP) ერთად.
ბეხან აგაევი რუსეთის დუმაში "ერთიანი რუსეთიდან" აირჩიეს და ადრე ბიზნესმენი იყო. ის დაკავშირებული იყო ჩეჩნეთთან და რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან დაახლოებულ სტრუქტურებთან.
როგორც "ვაჟნიე ისტორიიმ" გაარკვია, ბეხან აგაევის მიერ დაარსებული შერეული საბრძოლო ხელოვნების კლუბი "გაერთიანებული რუსი მებრძოლები" (URF) მხარს უჭერს "არბატის" ბატალიონს, რომელიც უკრაინაში რუსეთის მხარეს მონაწილეობს საომარ მოქმედებებში და ე.წ. "დონბასის ველური დივიზიის" ნაწილია. კლუბი რეგულარულად უგზავნის ბატალიონს ჰუმანიტარულ და სამხედრო მარაგს.
ამავდროულად, დეპუტატის უმცროსმა ძმამ, ბატირ აგაევმა, მიიღო ბელგიის მოქალაქეობა, ამჟამად ბერლინში ცხოვრობს და, გამოძიების თანახმად, დაახლოებით 100 მილიონი ევრო (110 მილიონი აშშ დოლარი) ჩადო ევროპულ უძრავ ქონებაში. "ვაჟნიე ისტორიიმ" ეს აღმოაჩინა OpenLux პროექტში მონაწილეობის წყალობით, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტებმა ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანიებისა და ფონდების მფლობელების მონაცემებზე წვდომა მოიპოვეს.
გამოძიების თანახმად, ბატირ აგაევი EverestOne ფონდის 56.16%-იან წილს ფლობს. ორგანიზაცია გერმანიაში კომერციულ და საოფისე უძრავ ქონებაში ინვესტიციებს ახორციელებს. 2022 წელს ფონდის აქტივები 65 მილიონ ევროდ (75 მილიონი აშშ დოლარი) შეფასდა.
აგაევი Mimco Real Estate Holding-ის 43.5%-იან წილს ფლობს. ჰოლდინგმა დაახლოებით 35 მილიონი ევრო (40 მილიონი აშშ დოლარი) გერმანულ კომპანიაში ჩადო ინვესტიცია, რომელიც ასევე უძრავ ქონებასთან არის დაკავშირებული.
მათ მამას, ვახა აგაევს, კადიროვმა "ძვირფას ძმად" შეაფასა. ის ასევე "ჩეჩნეთის საპატიო მოქალაქეა".
-
3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით 3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით
გადახედვა
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
-
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები