სანდრო მამუკელაშვილი | გზა, რომელსაც გამარჯვებულები გადიან
ფოტო: საქართველოს ბანკი
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს. საქართველოს ბანკი, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.
სანდრო მამუკელაშვილი ის ადამიანია, რომელსაც ფორმულა — არ გაჩერდე, ზუსტად შეესაბამება.
და რას ნიშნავს ეს ფორმულა?
ეს არის შინაგანი სიმტკიცე — გონებისა და სხეულის მუხტი, რომელიც გამოუცდელი გამოწვევებით სავსე სამყაროში დანებების უფლებას არ გაძლევს. მაშინაც კი, როდესაც სიტუაცია გამოუვალი ან გადაულახავი გეჩვენება; მაშინაც კი, როდესაც ძლიერია ფიქრი, რომ ჩვენი ჟინი, შესაძლოა, ამაო იყოს.
რიგითი გულშემატკივრისთვის წარმოუდგენელია, თუ როგორი წნეხის, რაოდენ მძაფრი კონკურენციის პირობებში უწევთ NBA-ის კალათბურთელებს ასპარეზობა და თუ რამდენად ძვირად ფასობს თითოეული ფეხის დაცდენა.
და რამდენადაც უნდა გვახსოვდეს, რომ შეცდომა ადამიანურია, NBA-ში პატიებას არ უნდა ელოდო — აქ მორიგი შესაძლებლობა ხელახლა უნდა მოიპოვო.
NBA-ში თამაში, საკუთარი ადგილის დამკვიდრება და თვითდამტკიცების სურვილი ტიტანურ შინაგან ძალას, სიმშვიდეს, მოთმინებას, დისციპლინასა და თანმიმდევრულობას მოითხოვს. კობი ბრაიანტის ფილოსოფიით თუ ვიმსჯელებთ, თითოეული დაკარგული წამი იმას ნიშნავს, რომ შენმა კონკურენტმა ვარჯიში არ ჩააგდო და უკვე შენზე წინ არის.
და სწორედ ამ გამალებული კონკურენციის ფერხულში, სანდრო მამუკელაშვილი წლიდან წლამდე ამტკიცებს, რომ მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება. იგი არ უფრთხის სიახლეებს და როგორც პარკეტზე, ისე მის მიღმა, მუდმივად ეძებს იმ სივრცეს, სადაც საკუთარი პოტენციალის სრულ რეალიზებასა და ძალების მაქსიმალურ დემონსტრირებას შეძლებს.
შეუძლებელია, სანდროს კარიერას თვალყური მიადევნო და მისი მუდმივი პროგრესი თვალში არ მოგხვდეს. ქრონოლოგიურად გადავხედოთ: 2021 წლის დრაფტზე იგი ინდიანა პეისერსმა აირჩია, თუმცა რეალურად კარიერა NBA-ის იმჟამინდელ მოქმედ ჩემპიონში, მილუოკი ბაქსში დაიწყო, სადაც ვარსკვლავური შემადგენლობა და უდიდესი კონკურენცია დახვდა. ნდობის მოსაპოვებლად მას G-ლიგაში თამაშიც მოუწია, სადაც ბრწყინვალე ასპარეზობით ყველას დაუმტკიცა, რომ მისი ადგილი მსოფლიოს უძლიერეს საკალათბურთო ასოციაციაში იყო. ამას მოჰყვა გარდამტეხი ეტაპი — ტრანსფერი სან ანტონიოში და ლეგენდარული გრეგ პოპოვიჩის ხელმძღვანელობით ასპარეზობა — მის ხელში მამუმ უდიდესი გამოცდილება მიიღო. სან ანტონიოს პუბლიკამ სანდრო შეიყვარა, თუმცა მამუს მეტი სათამაშო დრო სჭირდებოდა, ამიტომაც მორიგ გაჩერებად ტორონტო რაპტორსი აირჩია — საჯაროდაც დაადასტურა, რომ სხვა კლუბებისგან უკეთესი ფინანსური შეთავაზების მიუხედავად, გასული სეზონის სტარტზე არჩევანი ტორონტოზე შეაჩერა.
მორიგმა ნაბიჯმა დაგვანახა, რომ მამუ პარკეტს მიღმა სწორ ნაბიჯებს დგამს: გასული სეზონი მის კარიერაში გამორჩეული გამოდგა. კანადურ კლუბში სანდრო პარკეტზე 80 შეხვედრაში ვიხილეთ, რაც მის კარიერაში სარეკორდო მაჩვენებელია. მამუმ სეზონი ბრწყინვალე სტატისტიკით დაასრულა: საშუალოდ 21.9 წუთი, 11.2 ქულა, 4.9 მოხსნა და 1.9 შედეგიანი გადაცემა. მან გუნდთან ერთად უმძიმესი პლეი-ოფიც გამოიარა, სადაც ტორონტოს მაისურით ბოლომდე იბრძოლა, თუმცა მისი კლუბი დრამატულ Game 7-ში, კლივლენდ კავალიერსთან უშეღავათო ბრძოლაში დამარცხდა.
რა იქნება მომავალ სეზონზე? მამუს კონტრაქტი კანადურ კლუბთან აკავშირებს, თუმცა ტორონტოსთან შეთანხმების მიხედვით, მას აქვს უფლება, ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდეს და კარიერა სხვა კლუბში გააგრძელოს. როგორც მინიმუმ, სანდროს უკვე მოპოვებული აქვს ტორონტოს მთავარი მწვრთნელის, დარკო რაიაკოვიჩის სრული ნდობა და კლუბის ხელმძღვანელობის სიმპათია, თუმცა უდიდესი ალბათობით, მამუკელაშვილი სხვა კლუბებისგან გაცილებით უფრო სარფიან შემოთავაზებებს მიიღებს (ამის შესახებ ამერიკულ მედიაში ხშირად იწერება) და ახალ სეზონში იგი სხვა კლუბის მაისურს მოირგებს.
ოკეანის მიღმა მიღებულმა უდიდესმა გამოცდილებამ და თავდაჯერებამ მამუკელაშვილი ეროვნული ნაკრებისთვის სულ უფრო და უფრო ფუნდამენტურ ფიგურად აქცია — ლიდერული თვისებები მან გასულ ევრობასკეტზე ნათლად დაგვანახა.
ზაფხულში, საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორი მატჩი აქვს გასამართი. უდიდესი ალბათობით, მამუს ეროვნულ ნაკრებში ვიხილავთ. 2 ივლისს, გასვლით შეხვედრაში უკრაინას ვეთამაშებით, 5 ივლისს კი საშინაო არენაზე ესპანეთს ვუმასპინძლებთ. დანიასთან მოპოვებული ორი გამარჯვებით, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გასვლის დიდი შესაძლებლობა გვაქვს, ასე რომ, მამუ და მთელი ეროვნული ნაკრები მორიგ გამარჯვებებაზე არიან მოტივირებულები.
ჯიკიჩის მიერ დასახელებული 19-კაციანი შემადგენლობა:
- მარკის რიდი (ტრაბზონსპორი, თურქეთი);
- რატი ანდრონიკაშვილ (ალფტანესი, ისლანდია);
- გიორგი ოჩხიკიძე (ბათუმი);
- ლუკა ალავიძე (ქუთაისი);
- დუდა სანაძე (პალმერ ბასკეტი, ესპანეთი);
- სანდრო სანაძე (მარგვეთი);
- გიორგი კობახიძე (მარგვეთი);
- კახაბერ ჯინჭარაძე (ქუთაისი);
- ალექსანდრე ფევაძე (თსუ);
- სანდრო მამუკელაშვილი (ტორონტო, NBA);
- თორნიკე შენგელია (ბარსელონა, ესპანეთი);
- ბექა ბურჯანაძე (გრანადა, ესპანეთი);
- გიორგი კორსანტია (გიპუზკოა ბასკეტი, ესპანეთი);
- ალექსანდრე მერკვილაძე (ოსტენდე, ბელგია);
- ცოტნე ცარციძე (რეიკიავიკი, ისლანდია);
- გიორგი ტურძილაძე (თსუ);
- რომან ჭინჭარაული (მარგვეთი);
- ვილი ისიანი (რუსთავი);
- გოგა ბითაძე (ორლანდო, NBA).
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებზე. საქართველოს ბანკი, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.
-
ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს? ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს?
გადახედვა
-
შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა
გადახედვა
-
"ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე "ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე
გადახედვა
-
საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 177 ლარით გაიზარდა — რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება? საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 177 ლარით გაიზარდა — რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება?
გადახედვა
-
კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა
გადახედვა
-
ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია
გადახედვა
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
-
"ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს "ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს
გადახედვა
-
გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
კომენტარები