4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 12 ბრალდებულს გაუფორმდა საპროცესო — ისინი საპატიმროს რამდენიმე თვეში დატოვებენ
4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 12 ბრალდებულს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება. 12 ბრალდებულიდან 11 საპატიმროში კიდევ 4 თვეს გაატარებს, ერთი ციხეს 10 თვის შემდეგ დატოვებს.
განსხვავებით წინა საპროცესო შეთანხმებებისგან, აღნიშნულ ბრალდებულებს სპეცრაზმელებზე თავდასხმაც ედებათ ბრალად, შესაბამისად, პროკურატურამ მათ 1 წლით პატირმობა და 3-წლიანი პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა.
სიმონ მახარაძეს — 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლით პირობითი მსჯავრი;
კახაბერ კვაჭანტირაძეს — 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლით პირობითი მსჯავრი;
გია თოლორაიას — 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლით პირობითი მსჯავრი;
მიხეილ თოლორაიას — 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლით პირობითი მსჯავრი;
ავთანდილ თოფჩიშვილს — 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლით პირობითი მსჯავრი;
იური ლომიძეს — 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლით პირობითი მსჯავრი;
დავით გიუნაშვილს — 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლით პირობითი მსჯავრი;
გიორგი ტალახაძეს — 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლით პირობითი მსჯავრი;
ბექა მაჭავარიანს — 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლით პირობითი მსჯავრი;
გიორგი კირვალიძეს — 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლით პირობითი მსჯავრი;
კობა ეპიტაშვილს — 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლით პირობითი მსჯავრი;
საბა კორძაიას — 1 წლით და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წელი პირობითი მსჯავრი.
4 ოქტომბრის საქმის ამ ეპიზოდს 13 ბრალდებული ჰყავდა. მანუჩარ მიქელაძემ საპროცესოს გაფორმებაზე უარი თქვა და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, სასამართლო პროცესზე გიორგი კირვალიძემ განაცხადა:
"თავს დამნაშავედ არ ვცნობ, გააუქმეთ [საპროცესო შეთანხმება]. ბიძინას დედასაც შ*****ი" [წყარო "პუბლიკა"]
კირვალიძეს ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებოდა ბრალად.
სასამართლო პროცესის შემდეგ საქმის პროკურორმა, როინ ხინთიბიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ კირვალიძის ამ განცახდების შემდეგ, მისი საპროცესო შეთანხმება შესაძლოა 15 დღის ვადაში გადაიხედოს.
"კირვალიძემ პროცესის მიმდინარეობისას აღიარა დანაშაული, განაცხადა, რომ თავს ცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. განცხადებით მოგვმართა. მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება და გამოეტანა განაჩენი მის მიმართ. განაჩენსი გამოტანის შემდეგ ის გახდა აგრესიული და თქვა, რომ უკან მიჰქონდა აღიარება, თუმცა ასეთი რაღაც არ არსებობს საპროცესო კოდექსში. განაჩენის გამოტანის შემდეგ უარს ვერ იტყვი. ვიმსჯელებთ ამ ყველაფერზე, ასეთი რამ არასდროს არ მომხდარა, არასდროს არავის უთქვამს უარი საპროცესოზე მას შემდეგ რაც დამტკიცდა.
15 დღის განმავლობაში შესაძლებელია მხარემ გაასაჩივროს საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილება, თუ ბრალდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა," — განაცხადა პროკურორმა.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები