მეცნიერებმა შექმნეს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც საუბრისას გეფლირტავებათ
ტექნოლოგიურმა კომპანიამ Sonantic შექმნა ხელოვნური ინტელექტი, რომელიც სინთეტიკურად გენერირებული ხმით საუბრისას გეფლირტავებათ, რასაც ე.წ. დიფ ფეიქ აუდიო მასალა განვითარების ახალ საფეხურზე აჰყავს. სტარტაპის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მიღწევა არასამეტყველო ხმოვანი დეტალების დამატებაში მდგომარეობს, როგორიცაა, ჩაცინება, ამოსუნთქვა და სხვა.
"ჩვენ სიყვარული მთავარ თემად ავარჩიეთ, თუმცა კვლევის მიზანი იმის გაგება იყო, თუ რამდენად შევძლებდით შედარებით ფაქიზი ემოციებს მოდელირებას", — აცხადებს Sonantic-ის თანადამფუძნებელი, ჯონ ფლინი.
ასევე, იხილეთ: ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ სახეებს ადამიანები უფრო სანდოდ აღიქვამენ, ვიდრე რეალურს
სტარტაპის მიერ გავრცელებულ ვიდეოში წარმოდგენილია ხელოვნური ინტელექტი, რომელიც გეარშიყებათ. ხმა საკმაოდ რეალისტურია, რადგან ადამიანის მეტყველებისთვის დამახასიათებელ ნიუანსებს შეიცავს. ბუნებრიობას მსახიობი ქალის კადრები ამძაფრებს, რომელიც კამერის წინ პოზირებს და ამ ყველაფერს მეტ ინტიმურობას სძენს.
კომპანიაში ინოვაციურ პროგრამას "ხმის ფოტოშოპს" უწოდებენ. ახალი ინტერფეისი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, რომ აკრიფონ ტექსტი, რომლის სინთეზირებაც სურთ, მიუთითონ განწყობა და სასურველი ხმა აარჩიონ. მას სხვადასხვა ემოცია შეგვიძლია მოვარგოთ, მათ შორის ბრაზი, შიში, ბედნიერება, სიხარული და სევდა. ასევე, მორცხვი, დამცინავი, ამაყი და, რა თქმა უნდა, ფლირტის შესაფერისი ტონი, რომელსაც ჩვენვე დავარეგულირებთ. ხელმისაწვდომია სხვა ფუნქციებიც, მაგალითად, სიცილის დამატება.
ეს იმას ნიშნავს, რომ საუკეთესო შედეგს სწორედ ადამიანის ჩარევით ვიღებთ, ანუ სრულად ავტომატური ხელოვნური ინტელექტისგან ჯერ კიდევ შორს ვართ. არ უნდა დაგვავიწყეს ეთიკური პრობლემებიც, კერძოდ, რამდენად მისაღებია პროგრამა, რომელიც გრძნობებზე მანიპულირებს და რატომაა ეს მაინცდამაინც ქალის ხმა? უკანასკნელ კითხვაზე სტარტაპში პასუხობენ რომ შთაგონება 2013 წლის ფილმიდან Her მიიღეს, რომელშიც პროტაგონისტს ქალი AI ასისტენტი უყვარდება, სახელად სამანტა. რაც შეეხება პირველ საკითხს, ისინი აცხადებენ, რომ პასუხისმგებლობას აანალიზებენ და მაქსიმალურ სიფრთხილეს იჩენენ.
კომენტარები