მეცნიერები აცხადებენ, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი სახეები უკვე იმდენად კომპლექსური და რეალურის მსგავსი გახდა, რომ ადამიანებს მათ მიმართ მეტი ნდობა უჩნდებათ, ვიდრე ნამდვილის დანახვისას.

ასევე, იხილეთ: OpenAI-ის წამყვანი მეცნიერი: შესაძლოა, ხელოვნურ ინტელექტს ცნობიერი უკვე გააჩნია

ლანკასტერის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, სპეციალისტებმა ამის დასადგენად ხელოვნური ნეირონული ქსელით, სახელად StyleGAN2 გენერირებული სახეები გამოიყენეს. ისინი მათ ცდისპირებს ჩვეულებრივი ადამიანების სახეებთან ერთად აჩვენეს და სთხოვეს, სანდოობის მიხედვით, 1-დან 7-მდე შეეფასებინათ.

რეალური სახეები R-ით არის აღნიშნული, ხელოვნურად გენერირებული კი S-ით.

ფოტო: NVIDIA Corporation

აღმოჩნდა, რომ, საბოლოო ჯამში, ხელოვნური ინტელექტის "ნამუშევარი" მათ 7 პროცენტით მეტად სანდოდ აღიქვეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ტექნოლოგია ამ მხრივ უკვე მაღალ დონეზეა განვითარებული და ისეთი ვიზუალური მასალის შექმნა შეუძლია, რომელსაც რეალურისგან ვერ გაარჩევ.

ეს სერიოზულ საფრთხეს ქმნის, რადგან ბევრად ფართო გასაქანს აძლევს ე.წ. დიფ ფეიქ ფოტოებსა თუ ვიდეოებს.

"ალბათ, ყველაზე საზიანო ისაა, რომ ციფრულ სამყაროში, სადაც ნებისმიერი სურათისა და ვიდეოს გაყალბებაა შესაძლებელი, უხერხული და მიუღებელი ჩანაწერების ავთენტურობა საეჭვო ხდება", — ამბობენ ავტორები, რომელთა კვლევაც მალე გამოცემაში PNAS გამოქვეყნდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.