ყველა დროის უძვირფასესი პროდუქტი — კარაქის ისტორია
კარაქი ბევრი ჩვენგანისთვის საუზმის განუყოფელი ნაწილია, მზარეულთა უმეტესობისთვის კი კერძების ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი. დღეს ის ყველაზე მოხმარებად პროდუქტებს შორისაცაა. თუმცა არავინ იცის, ზუსტად როდის და ვინ დაამზადა კარაქი პირველად. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მისი ისტორია 9 ათასი წლის წინ უნდა დაწყებულიყო.
გადმოცემით კარაქი ასე შეიქმნა: თურმე ერთ-ერთ მომთაბარეს ცხვრის ტყავის ჩანთაში ჩასხმული რძით მთელი დღე უსწორმასწორო გზაზე უვლია, მისი გახსნის შემდეგ კი რძის მაგივრად, მყარი მასა აღმოუჩენია. ასე გარდაიქმნა ნჯღრევის შედეგად რძე კარაქად. დროთა განმავლობაში, ის ფართოდ გავრცელდა მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში და მისი ფასი უძველესი დროიდან სხვადასხვა კულტურაში კარგად იცოდნენ.
კარაქი ძველ მსოფლიოში
მე-12 საუკუნიდან კარაქის წარმოება იმდენად გაფართოვდა, რომ სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკაში მას მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა. მე-19 საუკუნის საფრანგეთში კი მისი მოხმარება იმდენად გაიზარდა, რომ პროდუქტის დეფიციტი გაჩნდა — წარმოება ვერ ეწეოდა მოთხოვნას. ქვეყნის იმდროინდელი იმპერატორი, ნაპოლეონ III ჯილდოს დაჰპირდა მას, ვინც კარაქის უფრო იაფიან ალტერნატივას შექმნიდა. ასე დაამზადა ფრანგმა ქიმიკოსმა, მცენარეული ზეთის საფუძველზე, მარგარინი. მან ხელმისაწვდომობის გამო, მოხმარების სიხშირით კარაქს გადაუსწრო და მისი პოპულარობა რამდენიმე ათეული წელი გაგრძელდა. თუმცა საბოლოოდ, მარგარინმა პოზიციები დათმო, რადგან ის კარაქის კვებით ღირებულებას და სარგებელს ბევრად ჩამოუვარდებოდა.
მარგარინი და უხარისხო კარაქი საქართველოშიც ფართოდ გამოიყენებოდა, განსაკუთრებით, 1990-იანი წლებში. გამონაკლისი არც დღევანდელი დღეა და როგორც ქართული, ისე მსოფლიო ბაზარი კვლავაც გაჯერებულია მისი არაჯანსაღი ვარიანტებით, რომელსაც საქართველოში სპრედს ეძახიან — ის არაჯანსაღ ტრანსცხიმებს შეიცავს და ხშირად წასასმელ პროდუქტშიც ერევათ. ევროპაში კი სიტყვა სპრედის მნიშვნელობა არც კი იციან, რადგან ისინი spreadable-ს, ანუ წასასმელს ეძახიან ყველაფერს, რასაც პურზე უსვამენ — იქნება ეს ჯემი, კარაქი, მიწისთხილის კარაქი თუ სხვა. თუმცა, დღეს უხარისხოსთან ერთად ხარისხიანი კარაქების არჩევანიც არის.
ლურპაკი — ხარისხის საზომი სხვა კარაქებისთვის
ლურპაკი მაღალი ხარისხისა და გემოვნური თვისებების გამო, რამდენიმე ათეული წელია ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად კარაქად იქცა.
ლურპაკის წარმოება მე-20 საუკუნის დასაწყისში რამდენიმე დანიელმა ფერმერმა დაიწყო და მალევე შექმნეს სტანდარტი, რომელიც სხვა კარაქების ხარისხის საზომად იქცა. დაახლოებით, ერთი საუკუნეა კომპანია არ ღალატობს მის მთავარ ღირებულებას — შექმნას ორგანული და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. ლურპაკი ყოველ ჯერზე წარმატებით გადის ყველაზე სანდო, ევროპული ხარისხის შეფასების ჯაჭვს და ამტკიცებს მის უპირატესობას. რაც მთავარია, ის ყველა იმ სასარგებლო თვისებას შეიცავს, რამაც კარაქს საუკუნეების მანძილზე უძვირფასესი პროდუქტის სახელი შეუნარჩუნა.
საქართველოში ლურპაკის რამდენიმე სახეობაა ხელმისაწვდომი. გემოვნებისა და საჭიროებების მიხედვით, მათი შეძენა ევროპროდუქტის მაღაზიათა ქსელშია შესაძლებელი.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები