ბიონიკურმა თვალმა ცხვარს მხედველობა აღუდგინა — შემდეგი ადამიანი იქნება
BBC-ის ინფორმაციით, ავსტრალიელი მეცნიერების ჯგუფმა უსინათლო ცხვრებს მხედველობა აღუდგინეს. ეს მათი ბადურის უკან ქირურგიულად ჩადგმული ბიონიკური თვალების საშუალებით მოხდა.
ცხვრებზე ჩატარებული ამ ექსპერიმენტით მკვლევრები დარწმუნდნენ რომ ხელოვნური თვალი გვერდით ეფექტებს არ იწვევს. ახლა, სიდნეისა და ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტების მკვლევრები ამბობენ, რომ შემდეგი ადამიანი იქნება. ისინი მზად არიან კვლევა ადამიანებზეც დაიწყონ და ამისთვის ყველა საბუთი აქვთ.
"ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მოულოდნელი და გვერდითი რეაქციები არ გვქონდა. მიგვაჩნია, რომ მოწყობილობა პაციენტის ორგანიზმში მრავალი წლის განმავლობაში დარჩება და ეს მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნის", — განუცხადა BBC-ის სიდნეის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერმა სამუელ ეგგენბერგერმა.
მოწყობილობა — Phoenix 99, მუშაობს უკაბელო კამერის საშუალებით, რომელიც დაკავშირებულია სათვალეზე. თავად მოწყობილობა ბადურის უკან არის მოთავსებული და ტვინს სპეციალურ სიგნალებს უგზავნის. ამ პროცესით ტვინი გამოსახულებას აღიქვამს.
ექსპერტები თვლიან, რომ ისეთი ბიონიკური თვალები, როგორიცაა Phoenix 99, რამდენიმე წელიწადში ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება. პროგნოზებით 2024 წლისთვის ეს ინდუსტრია 400 მილიონ დოლარად იქნება შეფასებული.
"ეჭვი არ მეპარება, რომ მსგავსი ტექნოლოგიები ადამიანებს მხედველობას აღუდგენს. ასეთი იმპლანტები გარკვეულ ადამიანებს უკვე ეხმარება. თუმცა, ამჟამად ტექნოლოგია ჯერ კიდევ შეზღუდულია, მხოლოდ სინათლის, ჩრდილებისა და ფორმების აღქმის საშუალებას იძლევა. მომავალში მეტი სიმკვეთრე გვექნება", — ამის შესახებ BBC-ის ნიუ ჯერსიში მცხოვრებმა ოფთალმოლოგმა დაიან ჰილალ-კამპომ განუცხადა.
სიმკვეთრე კი შეიძლება მართლა მალე გაუმჯობესდეს, რადგან მსგავს ტექნოლოგიებზე ბევრი მეცნიერი მუშაობს. თუმცა, ამ დროისთვის, სისტემები ჯერ კიდევ ძალიან ძვირია, ზოგი $100,000-ზე მეტი ღირს.
ასევე: შემდეგი პოდკასტი: ჩიპების იმპალნტაცია და ბიოჰაკინგი — როგორი იქნება მომავალი
კომენტარები