შემდეგი პოდკასტი: ჩიპების იმპალნტაცია და ბიოჰაკინგი — როგორი იქნება მომავალი
დღეს უკვე ათასობით ადამიანი ატარებს სხეულით მიკროჩიპს და ელექტრონულ გადამცემს. ეს შეიძლება იყოს როგორც სამედიცინო დანიშნულების მხრივ, ისე უბრალოდ ყოველდღიურობის გასამარტივებლად.
სამედიცინო დანიშნულების გარდა, მსგავს მოწყობილობებს საკრედიტო ბარათების, სახლისა და მანქანის გასაღებების ფუნქციას შეთავსება შეუძლიათ. ბევრი ამ ყველაფერს სკეპტიკურად უდგება, არის სპეკულაციებიც, მაგრამ როგორც ექსპერტები გვეუბნებიან, მსგავს ტექნოლოგიებში არაფერი განსხვავებული და განსაკუთრებული არ არის.
ეს ტექნოლოგიები უკვე აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით შვედეთში. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 2022 წლიდან საქართველოში შვედური BioHax International-ის კანქვეშა ჩიპები ხელმისაწვდომი გახდება.
როგორია მსგავსი ტექნოლოგიების პრაქტიკული დანიშნულება და რა იქნება მათი მომავალი, ამაზე პოდკასტში ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია ლაშა გეწაძე, ინჟინერი და Fablab-ის მენეჯერი.
კომენტარები