ვიდეო: ნახეთ, რა ხდება რეაქტორში ბირთვული სინთეზის დროს
სულ ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ პრაქტიკული ბირთვული სინთეზის კუთხით ახალ გარღვევას დაუდეს საფუძველი.
დიდ ბრიტანეთში არსებულმა JET ლაბორატორიამ თავისივე მსოფლიო რეკორდს გადააჭარბა და ექსპერიმენტების ფარგლებში ხუთი წამის მანძილზე 59 მეგაჯოული ენერგია წარმოქმნა. ახლა კი, რეაქტორის შიგნით დამონტაჟებული კამერის წყალობით, შეგვიძლია ვუყუროთ მბზინავი პლაზმის წარმოუდგენელ სანახაობას, რომელიც ტრიალებს დონატის ფორმის სივრცის შიგნით.
ცხელა
რეაქტორის შიგნით არსებული პირობები რბილად რომ ვთქვათ ექსტრემალურია, ტემპერატურა 100 მილიონ გრადუს ცელსიუსს აღემატება, რაც მზის ბირთვზე ათჯერ ცხელია. პლაზმის სიკაშკაშე ჩნდება დეიტერიუმისა და ტრიტიუმის იზოტოპების შერწყმის შედეგად ჰელიუმის წარმოქმნით. ეს არსებითად იგივე პროცესია, რაც ვარსკვლავების შიგნით ხდება.
თუ დედამიწაზე ამ პროცესების გამეორებას წარმატებით და სტაბილურად შევძლებთ, პრაქტიკულად უსაზღვრო რაოდენობის სუფთა ენერგიას მივიღებთ. ასეთი ენერგიის მიღებამდე შეიძლება ჯერ კიდევ ბევრი წელი გვაშორებს, მაგრამ მსგავსი გარღვევები უმნიშვნელოვანესია.
"ეს მართლაც შთამბეჭდავია და დიდი საქმეა", — განუცხადა Nature-ს ნიდერლანდების ეინდჰოვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ფიზიკოსმა ჟოზეფინ პროლმა.
კომენტარები