ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების გამო, თბილისში 27 ბაღია დახურული. ამასთან, On.ge-ს სააგენტოში განუცხადეს, რომ 67 ბაღში წერტილოვნად 112 ჯგუფი დაიკეტა.

მათივე ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებული ბაღის 125 თანამშრომელი და 54 აღსაზრდელია.

24 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 7 947 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 5 550, ხოლო გარდაიცვალა 31 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 082 კვლევა ტესტით, მათ შორის, 20 608 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 474 PCR ტესტით.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 22,65%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 13,08% ხოლო 7 დღის მანძილზე — 16,61%.