გიგანტური წყალქვეშა ვულკანი წყნარ ოკეანეში ჩვენ თვალწინ ახალ კუნძულს ქმნის
წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულოვანი სახელმწიფოს, ტონგას მახლობლად ამოხეთქილმა ვულკანმა ადგილობრივ მაცხოვრებლებს უდიდესი პრობლემები შეუქმნა. ჯერ კიდევ უცნობია დაზარალებულთა რაოდენობა. თუმცა, ამ ყველაფრის ფონზე ერთი საინტერესო გეოლოგიური პროცესი მიმდინარეობს. ვულკანი კუნძულს აქტიურად უმატებს ხმელეთის ახალ მასას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ პირდაპირ ვუყურებთ თუ როგორ ფორმირდება ახალი კუნძული წყალქვეშა ვულკანის მეშვეობით.
2015 წელს, ზუსტად ამავე წყალქვეშა ვულკანმა ამოფრქვევისას პატარა კუნძული წარმოშვა. მაშინ სატელიტური გადაღების Planet Labs-ის მეცნიერები თვლიდნენ, რომ ის რამდენიმე თვის განმავლობაში წყალში ჩაიშლებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ისინი შეცდნენ, 7 წლის შემდეგ ვულკანი ისევ ამოიფრქვა და კუნძული არათუ გაქრა, არამედ ის გაფართოებას განაგრძობს. 2015 წლიდან ბოლო ამოფრქვევამდე კუნზული ზომაში 45%-ით გაზრდილი უკვე იყო. ახალი ამოფრქვევით კი მისი ზრდის ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდა.
"კუნძულის ფოტოები 2022 წლის 2 იანვარს შევისწავლეთ და დეკმებრის შუა პერიოდს შევადარეთ. აღმოჩნდა, რომ სანამ ახალი ამოფრქვევა დაიწყებოდა ფერფლმა კუნძული 45%-ით გაადიდა" — თქვა NASA-ს Goddard Space Flight Center-ის მკლევარმა მეცნიერმა Planets Labs-თან საუბრისას.
2015 წელს, ჟურნალი Sydney Morning Herald წერდა, რომ მათდა გასაოცრად ახლადფორმირებული ვულკანური კუნძულის გარშემო უკვე გამოჩნდა სიცოცხლე. მას მალევე მიაგნეს თოლიებმა და სხვა ზღვის ბინადრებმა. კუნძულს მალევე სახელიც მიანიჭეს და მას Hunga-Tonga Hunga-Ha’apai დაერქვა.
კომენტარები