პენტაგონმა UFO-ების შესახებ 1 652 ცნობა მიიღო — ყოველწლიური მოხსენება
პენტაგონმა ათასზე მეტი ახალი ცნობა მიიღო, რომლებიც ამოუცნობი მფრინავი ობიექტების, UFO-ების, ხილვას უკავშირდება. უწყებების გამომძიებელი სამსახურის დირექტორი აცხადებს, რომ რამდენიმე შემთხვევა განსაკუთრებით საინტერესოა. მეორე მხრივ, იგი ხაზს უსვამს იმას, რომ უცხოპლანეტური აქტივობის მტკიცებულებები არ აღმოუჩენიათ.
პენტაგონს, რომელიც სამთავრობო სააგენტოებთან თანამშრომლობს, ამ დროისთვის სულ 1 652 უწყება აქვს მიღებული; აქედან 757 ცნობა 2023 წლის მაისიდან 2024 წლის ივნისამდე პერიოდს ეკუთვნის. ამის შესახებ ახლახან გამოქვეყნებული ყოველწლიური მოხსენებიდან შევიტყვეთ.
მსგავსი სანახაობების რიცხვი იზრდება. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ აშშ-ის მთავრობა უფრო აქტიურად მუშაობს უცნობი ანომალიური ფენომენების (UAP-ები) აღრიცხვასა და გამოძიებაზე. მსგავსი მოვლენები თავს ხშირად იჩენს სამხედრო ბაზებთან ან ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებულ დაწესებულებებთან ახლოს.
ასევე იხილეთ: პენტაგონი ქმნის სენსორებს, რომლებითაც UFO-სთან დაკავშირებულ ანომალიებს შეისწავლიან
"უწყებებს ამოუცნობ ანომალიურ ფენომენებზე, განსაკუთრებით ეროვნული უშიშროების არეალებთან ახლოს, აშშ-ის მთავრობა სერიოზულად უნდა მიუდგეს და დიდი მეცნიერული სიზუსტით უნდა გამოიძიოს", — განაცხადა ჯონ კოსლოსკიმ, AARO-ს (აღნიშნული უწყებების გამომძიებელი ორგანო) დირექტორმა.
ამოუცნობ ანომალიურ ფენომენთა (UAP-ები) საკითხმა საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო. ეს ნაწილობრივ UFO-ების შემჩნევას უკავშირდება, ნაწილობრივ კი — შეთქმულების თეორიებს, რომელთა მიხედვითაც, აშშ-ის მთავრობა უცხოპლანეტელებზე ინფორმაციას მალავს.
"ასევე მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ ამ დროისთვის AARO-ს არ აღმოუჩენია არცერთი შემოწმებადი მტკიცებულება, რომელიც უცხოპლანეტური არსების, აქტივობის ან ტექნოლოგიის არსებობას დაადასტურებს", — თქვა კოსლოსკიმ — "AARO-ს მიერ განხილული არცერთი შემთხვევა არ მიუთითებს აღმატებულ უნარებზე ან რევოლუციურ ტექნოლოგიებზე".
AARO-ს მიერ მიღებული ახალი უწყებებიდან დაახლოებით 50 უკვე გამოძიებულია და საქმე ყოველდღიურ საგნებთან გვქონდა, იქნება ეს ბუშტები, ჩიტები თუ დრონები; 243 შემთხვევა საბოლოო დასკვნის გამოტანამდე კიდევ უნდა მიმოიხილონ, თუმცა, სავარაუდოა, რომ ესენიც ჩვეულებრივ საგნებს უკავშირდება. 444 ახალი უწყება აქტიურ არქივში მოხვდა, რადგან მათი წარმოშობის გამოსაძიებლად მონაცემები საკმარისი არაა.
როგორც AARO-ს მოხსენებაში ვკითხულობთ, დახურული საქმეებიდან არცერთი არ უკავშირდება უცხოპლანეტელებს ან რევოლუციურ, დახვეწილ, ტექნოლოგიებს.
დარჩენილია 21 შემთხვევა, რომელთაც დამაჯერებელი ახსნა ჯერჯერობით ვერ მოუძებნეს; ამისათვის დამატებითი მონაცემებია საჭირო. კოსლოსკის განცხადებით, ზოგიერთი შემთხვევა საინტერესო იყო და მათი ახსნა არ შეუძლია იმის მიუხედავად, რომ ფიზიკასა და ინჟინერიაში დიდი ცოდნა აქვს; არ იცნობს არც ვინმე ისეთს, ვინც მათ ახსნას შეძლებდა.
AARO-ს დირექტორმა დაამატა, რომ შემთხვევათა უმრავლესობა ბოლო 18 თვის განმავლობაში მოხდა; შეინიშნებოდა სხვადასხვა ფორმა, მათ შორის "სფეროები, ცილინდრები და სამკუთხედები". ერთ-ერთი შემთხვევა დიდი ხნით გაგრძელდა და, შესაძლოა, ერთდროულად რამდენიმე მოვლენას ჰქონოდა ადგილი; მაგალითისთვის, შესაძლოა, ამოუცნობი ანომალიური ფენომენი რეალურად დრონები ყოფილიყო.
თუკი UFO-ებზე ცოდნის შემოწმება ან მეტი ინფორმაციის მიღება ან გსურთ, შეგიძლიათ ჩვენს მასალებს გაეცნოთ.
კომენტარები