სიტყვა ატომი ბერძნულიდან მომდინარეობს და ნიშნავს იმას, რაც არ იყოფა. თუმცა, სახელმა არ მოგატყუოთ!

ამერიკელი თეორიული ფიზიკოსების შექმნილმა სიმულაციამ მოგვაწოდა პირველი სრულად მიკროსკოპული დახასიათება იმ მომენტისა, როდესაც ატომი ორად იყოფა. ამან გამოავლინა ახალი შეხედულებები იმ მოვლენის შესახებ, რომელმაც განსაზღვრა ახალი ეპოქა მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში.

1938 წელს ფიზიკოსებმა ოტო ჰანმა, ლიზ მეიტნერმა და ფრიც სტრასმანმა აჩვენეს, თუ როგორ იყოფა ურანის ბირთვები ორად ნეიტრონების გამოყენებით.

ათწლეულების შემდეგაც, მიუხედავად მისი გამოყენებისა ომში, მედიცინასა და სამეცნიერო გამოკვლევებში, ბირთვული დაშლა მაინც ნელი ტემპებით გვიმხელს თავის საიდუმლოებებს.

იმის გაგება, თუ როგორ იქცევა და ურთიერთქმედებს ცალკეული ნუკლეინები ერთმანეთთან, საკმარისად რთულია.

ამის უკეთ გასაგებად, თეორიული ფიზიკოსებმა ლოს ალამოსის ეროვნული ლაბორატორიიდან და ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან (UW) დაყოფის პროცესი ოთხ ეტაპად დაანაწილეს.

პირველ 10-14 წამში, ნელა მოძრავი ნეიტრონის ფაქტორი აიძულებს ბირთვს ამოიბურცოს და გადაეწყოს იმად, რაც აღწერილია, როგორც "უნაგირის წერტილი". ეს ატომს მიწის თხილს ამსგავსებს.

ამას მოჰყვება ბევრად უფრო სწრაფი ცვლა, რომელსაც მოიხსენიებენ როგორც უნაგირიდან კვეთამდე, სადაც ყალიბდება დაშლის პროცესის ფრაგმენტები. ეს გრძელდება დაახლოებით 5×10-21 წამი.

მესამე ეტაპი კიდევ უფრო სწრაფია, გარდაქმნა ამჯერად 10-22 წამის პერიოდში ხდება. ამ დროს ბირთვი რეალურად იშლება.

ბოლო ეტაპზე, რასაც 10-18 წამი სჭირდება, დაშლის პროცესი ჩქარდება და წარმოქმნის ახალ დაშლით პროცესს.

"ეს არის ყველაზე ზუსტი აღწერა იმისა, თუ რა ხდება ატომის გაყოფისას", — აღნიშნეს მკველვრებმა.

გაყოფის პროცესი

გაყოფის პროცესი

ფოტო: hysical Review Letters.

კვლევა ჟურნალ Physical Review Letters-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.