Bloomberg-ის თანახმად, მალე, შესაძლოა, Google-ს თავისი ბრაუზერი Chrome-ის გაყიდვა მოსთხოვონ. ეს Google-ის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური დავის გაგრძელებაა.

მედიის ცნობით, მარეგულირებლები Google-ს ძიების სისტემების უკანონო მანიპულაციას ედავებიან.

განაჩენი მოსამართლე ამიტ მეჰტასმა უნდა გამოიტანოს. სწორედ მან შეიძლება აიძულოს Google გაყიდოს Chrome — ტექ გიგანტის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული აქტივი და მისი მრავალმილიარდ დოლარიანი სარეკლამო ბიზნესის განუყოფელი ნაწილი.

თუმცა, თუ Google განახორციელებს გარკვეულ ცვლილებებს და ამით უფრო კონკურენტუნარიან ბაზარს შექმნის, მთავრობას მოგვიანებით შეუძლია გადაწყვიტოს, კვლავ იქნება საჭირო თუ არა Chrome-ის გაყიდვა.

ცნობისთვის, Chrome-ზე ბრაუზერების ბაზრის 66.7% მოდის. ეს გაცილებით დიდია, ვიდრე Safari (18%), Edge (5%) და Firefox (3%).

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.