მაღალი ქოლესტერინის შემცველი ცხოველური პროდუქტი, რომელსაც მილიარდობით ადამიანი მიირთმევს, არ არის ისეთი საზიანო თქვენი ჯანმრთელობისთვის, როგორც ამას ხშირად ამბობენ. მეტიც, ეს შეიძლება კარგიც კი იყოს თქვენთვის.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა გააანალიზეს 890 ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემები და დაადგინეს, რომ კვირაში ორი-ოთხი კვერცხის მირთმევა დაკავშირებულია სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებასთან.

ანალიზი ეფუძნება ჯანსაღი დაბერების კვლევას, რომელმაც შეისწავლა კოგნიტიური ფუნქციის სამი ასპექტი.

მას ვინც კვერცხს ჭამდა, მოკლევადიანი და გრძელვადიანი მეხსიერების ნაკლები დაქვეითება აღენიშნებოდა.

სხვა კვლევებმა დაადგინა, რომ კაცები, რომლებიც მეტ კვერცხს ჭამდნენ, უკეთეს ქულებს იღებდნენ კოგნიტიურ ტესტებში.

"მიუხედავად ქოლესტერინის მაღალი დონისა, ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ კვერცხს არ აქვს მავნე ეფექტი და შესაძლოა, დროთა განმავლობაში კოგნიტიური ფუნქციის შენარჩუნებაშიც კი დაგვეხმაროს", — აღნიშნეს კვლევის ავტორებმა.

თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ადამიანებს ურჩევდნენ მორიდებოდნენ ქოლესტერინის მაღალი შემცველობის მქონე ცხოველურ პროდუქტებს, როგორიცაა კვერცხი, კარაქი და ნაღები, რადგან ითვლებოდა, რომ ეს საკვები ზრდის ქოლესტერინის დონეს სისხლში. მეორე მხრივ, ეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკებზე აისახება.

ეს რჩევა შეიძლება ჯერ კიდევ იყოს აქტუალური გარკვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ადამიანებისთვის, როგორიცაა დიაბეტი. ახალი მტკიცებულებები უფრო იმისკენ იხრება, რომ გაჯერებული ცხიმები, შაქარი და ნატრიუმი არის არტერიებში ფენების დაგროვების მთავარი ხელშემწყობი და არა დიეტური ქოლესტერინი.

პრობლემა ის არის, რომ ქოლესტერინით მდიდარი ბევრი საკვები ასევე შეიცავს გაჯერებული ცხიმების დიდ დოზას. კვერცხი და მოლუსკები ორი ძირითადი გამონაკლისია, იმისდა მიხედვით, თუ როგორ მზადდება ისინი.

მეტიც, კვერცხი არის უცხიმო, მაღალი ცილოვანი, საკვები ნივთიერებებით მდიდარი საკვები, რომელსაც შეუძლია რეალურად შეამციროს თქვენი სხეულის ქოლესტერინის დონე და როგორც ჩანს, დადებითად მოქმედებს ტვინზეც.

კრიც-სილვერშტეინი და ბეტანკური თავიანთ ნაშრომში აღნიშნავენ, რომ კვერცხი მდიდარია ცილებით, ამინომჟავებითა და ქოლესტერინით. მათი თქმით, ეს ფაქტორები იცავს ჩვენს ნეირონებს და მათ ჯანსაღ ფუნქციონირებაში ეხმარება.

კვერცხები ასევე შეიცავს კაროტინოიდებს, რომლებიც დაკავშირებულია გაუმჯობესებულ კოგნიტიურ ფუნქციებთან.

კვლევა ჟურნალ Nutrients-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.