საახალწლო დაპირებები — თუ მომავალი უკვე არსებობს, შეგვიძლია, შევიცვალოთ?
ბევრი ჩვენგანი ახალ წელს საკუთარ თავს ჰპირდება, რომ კარგ ჩვევებს შეიძენს. ზოგს გვინდა, მეტად ეკომეგობრულები გავხდეთ; ზოგსაც გვსურს, უფრო ჯანსაღად ვიკვებოთ, მოწევა შევწყვიტოთ ან უფრო ხშირად ვირბინოთ.
ამ პირობების დადება ემყარება რწმენას, რომ ჩვენ საკუთარი ჩვევების შეცვლა შეგვიძლია. ეს გულისხმობს, რომ რაც 2022 წელს მოხდება, წინასწარ განსაზღვრული არაა: ჩვენზეა დამოკიდებული, სიგარეტს ვიყიდით თუ სარბენ ფეხსაცმელებს, ასე არაა?
ჩვენ, როგორც წესი, გვჯერა, რომ მომავალს თავად ვქმნით. მაგრამ შესაძლებელია, რომ ყველაფერი უკვე დაწერილი იყოს? ეს იდეა მრავალმხრივაა გამოკვლეული როგორც შუა საუკუნეების თეოლოგების, ისე თანამედროვე ფიზიკოსების მიერ.
არ არსებობს ერთი "საყოველთაო ახლა"
ჩვენთვის დრო დაყოფილია წარსულად, აწმყოდ და მომავლად. თუმცა, დროის ასეთი გაგება ადრეულ 1900-იან წლებში ალბერტ აინშტაინმა თავისი ფარდობითობის თეორიით შეარყია.
აინშტაინამდე "აწმყოს" სამყაროში ყველა თანაბრად ინაწილებდა: "საყოველთაო ახლა" არსებობდა. აინშტაინამდე თუ საათს შევხედავდი და დავინახავდი, რომ შუადღის 12 საათია, შემეძლო, მეთქვა, რომ "ახლა" უამრავი სხვადასხვა რამ ხდება — მათ შორის, იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც ჩემგან ძალიან შორს არიან. მაგალითად, მაშინ, როცა ჩემს ოფისში საათს შევყურებ, ბელფასტის ცენტრში საათის ზარები შუადღის დადგომას აუწყებენ ხალხს, ლონდონში ვიღაც ცაში აფრენილ ჩიტს აკვირდება, სინათლის წლების დაშორებულ გალაქტიკაში კი პლანეტები ერთმანეთს ეჯახებიან. ჩვენ ყველას ერთი აწმყო, ერთი "საყოველთაო ახლა" გვაქვს, რომელშიც ეს ყველაფერი ხდება.
აინშტაინის აღმოჩენის შემდეგ ეს სიმართლეს აღარ შეესაბამებოდა. ახლა უკვე "აწმყოზე" საუბარი სამყაროზე არსებული ჩემი პერსპექტივიდან, ჩემი "მიმართების ჩარჩოდან" შემეძლო. აღარ არსებობდა "საყოველთაო ახლა", რომელიც მთელ სამყაროს მოიცავდა. რაც ჩემი აღქმის არედან "ახლა" ხდება, სხვისთვის განსხვავებული შეიძლება იყოს. მაგალითად, თუ მარსელი დედამიწას წარმოუდგენელი სიჩქარით მოძრავი ხომალდით ჩაუფრენს, მან თავის აწმყოში შეიძლება დაინახოს, რომ საათი შუადღის 12 საათს უჩვენებს, თუმცა ბელფასტში ზარებს რეკვა ჯერ კიდევ არ ჰქონდეთ დაწყებული. ჩემი "ახლა" მარსელის "ახლასგან" განსხვავდება. "აწმყო" ჩვენს ინდივიდუალურ პერსპექტივებზეა დამოკიდებული.
ანალოგია რომ მოვიხმოთ, "აწმყო" და "ახლა" იგივეა, რაც "აქ". "აქ" არ არის ერთი კონკრეტული ადგილი, რომლის რუკაზე პოვნა შეიძლება — ის, უბრალოდ, აღწერს შენი ადგილმდებარეობის მიმართებას შენს შემოგარენთან. ჩემი "აქ" ამჟამად ბელფასტს მოიცავს, მაგრამ შენი "აქ", სავარაუდოდ, სხვა რამისაგან შედგება — ისევე, როგორც ჩემი "ახლა" განსხვავებულია მარსელის "ახლასგან".
აინშტაინის აღმოჩენას მოულოდნელი შედეგი აქვს. ჩემი "აწმყო" არაფრითაა მარსელისაზე განსაკუთრებული. თუ "აწმყო" მხოლოდ პერსპექტივის საკითხია, მაშინ "ყველა დრო" თანასწორი უნდა იყოს. და თუ ყველა დრო თანასწორია, მაშინ ყველა მათგანი უნდა არსებობდეს კიდეც — ზუსტად ისე, როგორც დიდ ბრიტანეთში ყველა ქალაქი არსებობს, თუმცა რა ითვლება "აქ-ად" ადამიანზეა დამოკიდებული. სულელური იქნებოდა, მეთქვა, რომ მხოლოდ ბელფასტი არსებობს, რადგან მე აქ ვარ.
მაგრამ, ამასთან, ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენს რწმენას, რომ "განუსაზღვრელი მომავალი" გვაქვს. თუ დროის ყველა მომენტი არსებობს, განა ეს არ ნიშნავს, რომ ის რეალობაც არსებობს, სადაც მე 2022 წელს ყოველ დილას სირბილის ნაცვლად საწოლში ვრჩები? არის მომავლის მოვლენები უკვე მომხდარი ისე, რომ არაფრის შეცვლა არ შემიძლია?
მთის მწვერვალიდან მომზირალი ღმერთი
ამ საკითხის განხილვა იმ ქრისტიანული რწმენის გადმოსახედიდანაც შეიძლება, რომლის თანახმადაც, ღმერთმა ყველაფერი იცის — წარსულიც, აწმყოც და მომავალიც. მაგრამ როგორ ჭვრეტს ღმერთი მომავალს? რა არის ღმერთის ცოდნის საფუძველი იმის შესახებ, ვირბენ თუ არა 2022 წლის იანვარში?
ფილოსოფოსმა ბოეთიუსმა ამ კითხვაზე შემოგვთავაზა პასუხი, რომელსაც ათას წელზე მეტხანს ჭეშმარიტებად მიიჩნევდნენ. მან თქვა, რომ წარსული, აწმყო და მომავალი ღმერთისათვის არსებობს. ბოეთიუსმა ადამიანები იმ მოგზაურებს შეადარა, რომლებიც ხეობას კვეთენ, ღმერთი კი მთის წვერზე მყოფი დამკვირვებელია. ჩვენ მხოლოდ ჩვენ წინ ბილიკის მცირე მონაკვეთის დანახვა შეგვიძლია, ღმერთს მთიდან კი — მთლიანი გზის. მისთვის გზის ყველა ნაწილი არსებობს. ამის მსგავსად, ღმერთი ხედავს ჩემს დაბადებას, აწმყოს, როცა ამ სტატიას ვწერ, და იმას, რასაც 2022 წელსა და მას შემდეგ გავაკეთებ.
ეს გვიტოვებს პრობლემას, რომელიც აინშტაინის თეორიას შემოაქვს და რომელსაც შუა საუკუნეების ისეთი ფილოსოფოსებიც აღიარებდნენ, როგორებიც თომა აკვინელი და დუნს სკოტი არიან. რადგან ღმერთი უცდომელია, თუ მან იცის, რომ რაღაც მოხდება, მაშინ ეს აუცილებლად ასე იქნება. თუ ღმერთმა იცის, რომელ გზას აირჩევს მოგზაური, ნიშნავს ეს იმას, რომ მისი მარშრუტი უკვე გადაწყვეტილია? თუ 2022 წლის იანვარში სირბილის ნაცვლად ჩემი საწოლში დარჩენა უკვე არსებობს ღმერთისათვის, მაშინ რაღატომ უნდა შევწუხდე და ამ შუადღეს სარბენი ფეხსაცმელები შევიძინო?
მომავალი ჩვენი გადასაწყვეტია
თუ ღმერთი მომავალს ხედავს და ყოველი დრო უკვე არსებობს, რა აზრი აქვს მცდელობას, რომ შევიცვალოთ და პირობები დავუდოთ ჩვენს თავებს?
შუა საუკუნეებისა და თანამედროვე ფილოსოფიით დაინტერესებულები, რომლებსაც ფარდობითობის თეორიაც ესმით, ამ კითხვაზე გვიპასუხებდნენ, რომ აქ მთავარი დამნაშავე ენაა. მაგალითად, ჩვენ ვთქვით, რომ მომავალი "უკვე" არსებობს. მაგრამ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ "უკვე" ისევეა ფარდობითი, როგორც — "ახლა" ან "აქ".
ფიზიკის კანონთა თანახმად, ყოველი დრო კი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ რა მოხდება ჩვენს "აწმყოსთან" შეფარდებულ დროებში, ჩვენზეა დამოკიდებული. სამყაროში მოვლენების მთელი ჯაჭვი კი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ჩვენ მასში მაინც აქტიურად მოქმედი სუბიექტები ვართ: ყველაფერი "ერთდროულად" ან "უკვე" არ არსებობს. ის, უბრალოდ, არსებობს. და ის მაინც არის დამოკიდებული იმაზე, როგორ ვიქცევი ახლა, ამ აწმყოში, რომელიც მე მომემართება.
ასევეა შუა საუკუნეების თეოლოგებისთვისაც: ღმერთი შეიძლება ხედავს, როგორ ვდგები და სარბენად მივდივარ 1-ელ იანვარს, მაგრამ ის ასევე ხედავს, როგორ მოვმართავ მაღვიძარას 31 დეკემბერს, როგორ ვპირდები მეგობარს 20 დეკემბერს, რომ მასთან ერთად სირბილს დავიწყებ და როგორ მივემართები სარბენი ფეხსაცმლის საყიდლად ახლა. არ აქვს მნიშვნელობა, არსებობს თუ არა მომავალი ღმერთისთვის, რა მოხდება მასში, ჩემი გადასაწყვეტია.
პარადოქსულია, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ მომავალი თან არსებობს და თან "უკვე" არ არსებობს. რა ხდება მასში დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ვიზამ აქ და ახლა.
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
კომენტარები