აშშ-ში, ჰოკეის მატჩზე, სამედიცინოს სტუდენტმა უცნობს სახიფათო ხალი შეატყო და დროულად გააფრთხილა
სიეტლში გამართულ ყინულის ჰოკეის თამაშზე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტის, ნადია პოპოვიჩის, ყურადღება ერთ-ერთი გუნდის აღჭურვილობის მენეჯერის კისერზე დანახულმა ხალმა მიიპყრო.
22 წლის სტუდენტმა გადაწყვიტა, უცნობი გაეფრთხილებინა, რადგან ჩათვალა, რომ ხალი კიბოს ნიშანი შეიძლება ყოფილიყო. უცნობის ყურადღების მიპყრობის შემდეგ პოპოვიჩმა ტელეფონზე ტექსტი აკრიფა და მენეჯერს მინის მეორე მხრიდან აჩვენა, რომელიც ხალხსა და გუნდის წევრებს ყოფს.
"ხალი, რომელიც კისრის უკანა მხარეს გაქვთ, შეიძლება სიმსივნის ნიშანი იყოს. გთხოვთ, ექიმთან წადით", — ეს ტექსტი აკრიფა ნადიამ.
მენეჯერმა ბრაიან ჰამილტონმა ეს შეტყობინება დაინახა და სახლში მისვლისას დააკვირდა, რომ ხალი მართლაც უჩვეულოდ გამოიყურებოდა. ის ექიმთან წავიდა და დადასტურდა, რომ სტუდენტი მართალი იყო, რადგან მას კიბო ჰქონდა.
კიბოს ადრეული გამოვლენის გამო ხალის მოშორება და განკურნება შესაძლებელი იყო. ასე შეუნარჩუნა უცნობმა ადამიანმა სიცოცხლე ჰამილტონს. მოგვიანებით მან სტუდენტის პოვნა გადაწყვიტა, რათა მადლობა გადაეხადა
პირველ იანვარს ჰამილტონმა ტვიტერზე პოსტი დადო, რომელშიც თამაშზე მომხდარი ისტორია აღწერა და იმედოვნებდა, რომ უცნობი გოგოს პოვნას შეძლებდა. პოსტი პოპოვიჩის დედამ მალევე ნახა და ამის შესახებ შვილს შეატყობინა.
პოპოვიჩს ჰამილტონის გუნდის თამაშზე წასვლა მანამდეც გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა ის შეხვედრაზე ოფიციალურადაც მიიწვიეს. პოპოვიჩმა გაიცნო კაცი, რომლის სიცოცხლეც გადაარჩინა, ხოლო თამაშში მონაწილე გუნდებმა, Canucks-მა და Kraken-მა, სტუდენტს 10000 დოლარის ოდენობით ერთობლივი სტიპენდია გადასცეს, რითაც სამედიცინო სკოლის სწავლის საფასურის გადახდას შეძლებს.
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
კომენტარები