დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

6 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 567 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 105, ხოლო გარდაიცვალა 41ადამიანი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 41 236 კვლევა ტესტით, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით — 24 593, PCR ტესტით — 16 643.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8,65%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 6,18%, ხოლო 7 დღის მანძილზე — 7,43%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 949 176-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 908 813-მდე, ხოლო დღემდე ვირუსს 14 082 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევები რეგიონებში ასე გადანაწილდა:

  • თბილისი — 1 821;
  • აჭარა — 460;
  • იმერეთი — 325;
  • ქვემო ქართლი — 175;
  • შიდა ქართლი — 220;
  • გურია — 141;
  • სამეგრელო-ზემოსვანეთი — 161;
  • კახეთი — 162;
  • მცხეთა-მთიანეთი — 61;
  • სამცხე-ჯავახეთი — 35;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 255 საიდანაც, 4 372 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 120, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 264.

936 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 20 947 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 55 ადამიანი, თვითიზოლაციაში — 27 503.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: