ჯოან როულინგს ამჯერად ანტისემიტიზმში ადანაშაულებენ
Daily Show-ს ყოფილმა წამყვანმა, ჯონ სტიუარტმა, ჯოან როულინგი გააკრიტიკა, რადგან მისი აზრით, მწერლის მიერ შექმნილი პერსონაჟები — გობლინები, ებრაულ კარიკატურებს ჰგვანან. "გინახავთ ჰარი პოტერი? თუ დაჰკვირვებიხართ სცენებს, რომლებშიც მოქმედება გრინგოტსის ბანკში ვითარდება? იცით ამ ბანკს ვინ მართავს? — ებრაელები", — განაცხადა წამყვანმა.
სტიუარტმა აღნიშნა, რომ ჯოან როულინგის შექმნილი გობლინები 1903 წლის ანტისემიტური წიგნიდან, The Protocols of the Elders of Zion, ებრაელების ილუსტრაციას ჰგავს.
"როცა გობლინი ჰარი პოტერში პირველად დავინახე, ველოდი, რომ ჯოან როულინგს ყველა გააკრიტიკებდა და იტყოდნენ, რომ სირცხვილია, ებრაელები ჯადოსნურ სამყაროშიც კი მიწისქვეშა ბანკის მმართველებად წარმოადგინო. თუმცა გობლინებში ხალხმა მხოლოდ "ჯადოქრები" დაინახა და ეს ძალიან უცნაური იყო", — დასძინა წამყვანმა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჰარი პოტერის გობლინებსა და ებრაულ კარიკატურას შორის მსგავსება დაინახეს. საბავშვო ლიტერატურის ავტორმა, მერიენ ლევიმ, ჯოან როულინგის გობლინები ნაცისტურ გერმანიაში შექმნილი ანტისემიტური მულტფილმებს პერსონაჟებს შეადარა.
ავტორის დასაცავად კი აღნიშნეს, რომ ჯოან როულინგმა ჰარი პოტერის წერისას ზოგიერთი პერსონაჟის იდეა ფოლკლორიდან და უკვე გავრცელებული წარმოდგენებიდან ისესხა. აქედან გამომდინარე, ბანკირების გარშემო არსებული წარმოდგენები თავად იყო ანტისემიტიზმით შთაგონებული და როულინგს ამის განზრახვა არ ჰქონია.
შეგახსენებთ, რომ ჯოან როულინგი სოციალურ ქსელებში გაკეთებული განცხადებების გამო ტრანსფობიაშიც რამდენჯერმე დაადანაშაულეს, რის შემდეგაც კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა. იმის მიუხედავად, რომ ჯოან როულინგი ჰარი პოტერის საიუბილეო გადაცემაში, სახელად Return to Hogwarts, არ გამოჩენილა, ჯერ კიდევ დეკემბერში Warner Bros. კომპანიასა და ავტორს შორის განხეთქილებას უარყოფდა.
"20 წლის განმავლობაში ჯოან როულინგმა და Warner Bros-მა ერთად იმუშავებს, რათა ფანებისთვის სანახაობრივი ფილმები და ჯადოსნური სამყარო შეექმნათ. ჩვენ დღემდე ვთანამშრომლობთ და იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ამის საპირისპირო ცნობები ვრცელდება, რაც ჰარი პოტერის ფანებს გულს სტკენს. ვიმედოვნებთ, რომ ამ ამბით გულშემატკივრებს ისევ გავახარებთ", — ვკითხულობთ Warner Bros-ის განცხადებაში.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები