ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იქ გადაიყვანეს, სადაც მისი ადგილია.

"სადაც არის მის ადგილი, იქ გადაიყვანეს. ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია და გადაიყვანეს, სადაც მათ ეკუთვნის", — თქვა ყაველაშვილმა ფორმულასთან.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაახლოებით 9 საათის შემდეგ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაშია.

გუშინ, 29 დეკემბერს სააკაშვილის ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს.