რას ითხოვს რუსეთი ნატოსგან და აშშ-სგან და რას პასუხობს საქართველო
ფოტო: Tatum Vayavananda
მას შემდეგ, რაც რუსეთმა მოითხოვა გაუქმდეს ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა ალიანსში უნდა გაწევრიანდნენ, ოკუპანტი ქვეყანა ამერიკის შეერთებულ შტატებისა და ნატოსგან "უსაფრთხოების გარანტიებს" ითხოვს. ლავროვის უწყებამ გამოაქვეყნა "შეთანხმების პროექტი" და აცხადებს, რომ ის აშშ-ს უკვე გადასცეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამერიკულ მხარეს მისცეს რუსეთის მიდგომის ლოგიკის აუცილებელი განმარტებები და წარუდგინეს შესაბამისი არგუმენტები.
"ვიმედოვნებთ, ჩვენი ხელშეკრულებისა და შეთანხმების პროექტების საფუძველზე აშშ უახლოეს მომავალში შევა სერიოზულ მოლაპარაკებებში რუსეთთან მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხზე", — აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ლავროვის უწყება ავრცელებს ორივე ხელშეკრულების პროექტს.
მოთხოვნები ნატოსთან
რუსეთი ნატოსგან ითხოვს, უარი თქვას გაფართოებაზე, მათ შორის, დაკონკრეტებულია უკრაინის გაწევრიანება და აღნიშნულია სხვა სახელმწიფოების შესახებ. ამავდროულად, მოთხოვნებს შორისაა ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა უარი თქვან ნებისმიერ სამხედრო ქმედებებზე ამ ქვეყანაში, ასევე, აღმოსავლეთ ევროპის, ამიერკავკასიასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
ხელშეკრულება, რომლის ხელმოწერასაც რუსეთი ნატოს წევრი სახელმწიფოებისგან ითხოვს, 9-მუხლიანია და ამ დოკუმენტით მხარეების ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ურთიერთგაგების გაღრმავებისკენ სწრაფვას დაადასტურებენ.
პირველი მუხლის მიხედვით, მხარეები არ აძლიერებენ საკუთარ უსაფრთხოებას ინდივიდუალურად, საერთაშორისო ორგანიზაციის, სამხედრო კავშირისა თუ კოალიციის ფარგლებში სხვების უსაფრთხოების ხარჯზე. ასევე, ამავე მუხლში წერია, რომ მხარეები ვალდებულნი არიან მშვიდობიანად გადაწყვიტონ ყველა საერთაშორისო დავა, ასევე, თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისა და ძალის გამოყენების მუქარისგან, რომელიც არ შეესაბამება გაეროს მიზნებს. დოკუმენტის მიხედვით, მხარეები ვალდებულნი არიან არ შექმნან პირობები ან სიტუაციები, რომლებიც შეიძლება იყოს ან შეფასდეს, როგორც მუქარა სხვა მხარეების ნაციონალური უსაფრთხოებისთვის. ამასთან, ამავე მუხლში წერია, რომ შესაძლო საშიში სიტუაციების რისკის შემცირებისთვის მხარეები გამოიჩენენ თავშეკავებას სამხედრო დაგეგმარების ან სწავლებების დროს, დაიცავენ საერთაშორისო სამართლის ვალდებულებებს.
რაც შეეხება მეორე მუხლს, აქ მითითებულია, რომ საკითხების გადაწყვეტისა და პრობლემური სიტუაციების დარეგულირებისთვის მხარეები გამოიყენებენ ორ ან მრავალმხრივ სასწრაფო კონსულტაციების მექანიზმს, რუსეთი-ნატოს საბჭოს ჩათვლით. ამასთან, ამავე მუხლის მიხედვით, მხარეებმა რეგულარულად, ნებაყოფლობით უნდა გაცვალონ შეფასებები თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებზე, უზრუნველყონ ერთმანეთის ინფორმირება სამხედრო წვრთნების შესახებ და სასწრაფო კონტაქტის მიზნით შეიქმნება ცხელი ხაზი.
მესამე მუხლის მიხედვით, მხარეები ადასტურებენ, რომ არ განიხილავენ ერთმანეთს მოწინააღმდეგეებად. ასევე, აქ აღნიშნულია, რომ მხარეები მხარს უნდა უჭერდნენ დიალოგს და იმოქმედონ ინციდენტების თავიდან აცილების მექანიზმების სრულყოფისთვის ღია ზღვაში და საჰაერო სივრცეში. ფრჩხილებში კი მითითებულია, რომ პირველ რიგში ეს ეხება ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონს.
მეოთხე მუხლში რუსეთი ითხოვს ნატოს წევრმა ქვეყნებმა აიღონ ვალდებულება, რომ არ განათავსებენ სამხედრო ძალებსა და შეიარაღებას ევროპის სახელმწიფოებში 1997 წლის 27 მაისის მდგომარეობით განთავსებული ძალების მიღმა. დოკუმენტში მითითებულია, რომ გამონაკლის შემთხვევებში, ერთი ან რამდენიმე წევრის უსაფრთხოების რისკის განეიტრალების აუცილებლობის დროს, ასეთი განთავსება ხდება ყველა მონაწილის შეთანხმებით.
კიდევ ერთ, უკვე მეხუთე მუხლში რუსეთმა ჩაწერა, რომ მხარეები გამორიცხავენ რაკეტების განთავსებას იმ რაიონებში, საიდანაც ისინი შეძლებენ განახორციელონ შეტევა ხელშეკრულებს მეორე მხარეზე.
უფრო მეტი კონკრეტიკა კი მე-6 და მე-7 მუხლებშია. დოკუმენტში წერია, რომ "ნატოს წევრი სახელმწიფოები გამორიცხავენ ნატოს მომავალ გაფართოებას, მათ შორის, უკრაინისა და სხვა სახელმწიფოების შეერთებას". უკვე მე-7 მუხლში კი ვკითხულობთ:
"ნატოს წევრი ქვეყნები უარს ამბობენ ნებისმიერი სამხედრო ქმედებებისგან უკრაინის, ასევე, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების, ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის ტერიტორიაზე".
დოკუმენტში წერია ისიც, რომ შეთანხმება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მას ხელს მაწერს ნატოს წევრი სახელმწიფოების არანაკლებ ნახევარი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცეს ხელშეკრულების პროექტი რუსეთსა და აშშ-ს შორის, რომელიც ეხება უსაფრთხოების გარანტიებსა და უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის შეთანხმებას რუსეთის ფედერაციისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოებისთვის.
მოთხოვნები აშშ-სთან
უშუალოდ აშშ-ს რუსეთმა 8-მუხლიანი ხელშეკრულება გაუგზავნა და აქაც ჩაწერა, რომ ამერიკა ვალდებულია გამორიცხოს ნატოს არმოსავლეთით გაფართოება და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს გაწევრიანებაზე უარი უთხრას.
კერძოდ, პირველი მუხლის მიხედვით, მხარეები არ იღებენ ზომებს და ახორციელებენ ისეთ ღონისძიებებს, რომელიც ეხება სხვა ქვეყნის უსაფრთხოებას, არ მონაწილეობენ ასეთ ღონისძიებაში და არ უჭერენ მხარს მათ. ასევე, არ ახორციელებენ ზომებს უსაფრთხოების სფეროში ინდივიდუალურად, საერთაშორისო ორგანიზაციის, სამხედრო კავშირისა თუ კოალიციის ფარგლებში, რომლებიც საფრთხეს უქმნის მეორე მხარის უსაფრთხოების ინტერესებს.
მხარეები აღწევენ იმას, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაცია, სამხედრო კავშირები თუ კოალიციები, რომლებშიც მონაწილეობს ხელმომწერია თუნდაც ერთი მხარე, იცავდნენ გაეროს წესდების პრინციპებს.
ამასთან, რუსეთს სურს, რომ ხელმომწერმა მხარეებმა არ გამოიყენონ სხვა სახელმწიფოების ტერიტორიები მეორე მხარის წინააღმდეგ თავდასხმისთვის ან ამის მოსამზადებლად, ასევე, ან სხვა ქმედებებისთვის, რომელიც ეხება მეორე მხარის უსაფრთხოების ძირეულ ინტერესებს.
მე-4 მუხლში რუსეთი ითხოვს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აიღოს ვალდებულება ნატოს შემდგომი გაფართოების გამორიცხვის შესახებ, კერძოდ, უარი თქვას ალიანსში მიიღონ სახელმწიფოები, რომლებიც ადრე საბჭოთა კავშირის წევრები იყვნენ.
"ამერიკის შეერთებული შტატები არ შექმნიან სამხედრო ბაზებს იმ ქვეყნებს ტერიტორიაზე, რომლებიც ადრე იყვნენ საბჭოთა კავშირში და ახლა არ არიან ნატოს წევრები, ასევე, არ გამოიყენებს მათ ინფრასტრუქტურას სამხედრო საქმიანობის წარმოებისთვის და არ გააფართოებს მათთან ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობას", — აცხადებს რუსეთი.
ამასთან, რუსეთი ითხოვს, მხარეებმა თავი შეიკავონ სამხედროებისა თუ შეიარაღების განთავსებისგან, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების, სამხედრო კავშირებისა თუ კოალიციის ფარგლებში ისეთ რეგიონებში, სადაც ასეთი ქმედება მეორე მხარის მიერ აღიქმება როგორც საფრთხე საკუთარი ნაციონალური უსაფრთხოების. გარდა ამისა, ამავე, ანუ მე-5 მუხლში რუსეთი ითხოვს მხარეებმა თავი შეიკავონ ბირთვული და არაბირთვული ბომბდამშენების ფრენისგან და სამხედრო გემების ყოფნისგან ყველა იმ ნაციონალურ საჰაერო სივრცეში და წყლებში, საიდანაც შეუძლიათ იერიში მიიტანონ ხელშეკრულებს ხელმომწერი მეორე მხარის ტერიტორიაზე.
მე-6 მუხლის მიხედვით კი, მხარეები იღებენ ვალდებულებას, არ განათავსონ რაკეტები შიდა ტერიტორიის მიღმა, ასევე, საკუთარი ტერიტორიების იმ რაიონებში, საიდანაც ასეთ შეიარაღებას შეუძლია მეორე მხარის სამიზნეებზე დარტყმა.
მე-7 მუხლში რუსეთი ითხოვს ხელშეკრულების ხელმომწერმა მხარეებმა გამორიცხონ ბირთვული იარაღის განლაგება საკუთარი ტერიტორიის მიღმა და დააბრუნონ ასეთი იარაღი, თუ უკვე აქვთ განლაგებული საზღვრებს გარეთ. ამასთან, მხარეებმა ქვეყნის გარეთ ბირთვული იარაღისთვის განკუთვნილი საკუთარი ინფრასტრუქტურის ლიკვიდაცია უნდა მოახდინონ.
"მხარეებმა ასეთი იარაღის გამოყენებაში არ უნდა გადაამზადონ სამხედრო მოსამსახურეები ან სამოქალაქო პირები ისეთი ქვეყნებიდან, რომელთაც არ აქვთ ბირთვული იარაღი", — წერია ხელშეკრულებაში.
დოკუმენტში მითითებულია, რომ ის ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მიიღებენ საბოლოო წერილობით ცნობას, რომ ამ პროცედურებისთვის საჭირო ყველა ქმედება განხორციელდა.
რას ამბობს საქართველო
მართალია, უკრაინისგან განსხვავებით, დოკუმენტში საქართველო პირდაპირ არ უხსენებიათ, მაგრამ ის მოიაზრება და ამას ადასტურებს მოთხოვნების გავრცელება აღმოსავლეთ ევროპაზე, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ ნაბიჯს დღეს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანმა თქვა, რომ საქართველოს სუვერენული უფლებაა, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ჩარჩოები და ალიანსები.
"ეს არის ორმაგი სტანდარტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რადგანაც ისინი არიან თავად ხელის მომწერი იგივე პარიზის ქარტიის, ჰელსინკის ქარტიის, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შეთანხმების, რომელიც აღიარებს ქვეყნის უფლებას თვითონვე აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ჩარჩოები და ალიანსები. თუკი რუსეთის ფედერაციას, ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტებზე ხელი აქვს მოწერილი, მან პატივი სცეს ასევე სხვის უფლებას და ეს არის ჩვენი სუვერენული უფლება და ამიტომ საუბარი რაღაცა გავლენის სფეროებზე, რომელზეც არის საუბარი იმ დოკუმენტში, რომელიც გამოქვეყნდა და რომელიც თქვენ ახსენეთ, მიუღებელია. გავლენის სფეროები, ეს მე ვციტირებ ნატოს გენერალურ მდივანს, არის ისტორია, ჩაბარდა წარსულს და ამისი განმეორება არ მოხდება", — თქვა დავით ზალკალიანმა.
-
შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით? ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?
გადახედვა
-
ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო
გადახედვა
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო
გადახედვა
კომენტარები