NYT: ძლიერი სიცხის შემდეგ, ევროპაში ტყის ხანძრებს ებრძვიან — ესპანეთსა და საფრანგეთში აეროპორტებიც დაიხურა
ფოტო: Sky News
გასულ კვირას, დასავლეთ ევროპის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით საფრანგეთი და ესპანეთი, ძლიერმა სიცხემ მოიცვა. New York Times მეტეოროლოგიურ სააგენტოებსა და ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ სიცხემ რელიეფი გამოაშრო, რამაც ხანძრები გამოიწვია.
მედიის ცნობით, სამშაბათს, ესპანეთსა და საფრანგეთში საერთაშორისო აეროპორტებიც დაიხურა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე ხუთი ადამიანი და ხუთი მეხანძრე დაშავდა სამხრეთ საფრანგეთში, სადაც ნარბონის ქალაქთან ახლოს ხანძარი მეორე დღეა მძვინვარებს. ოფიციალური პირების განცხადებით, ხანძარმა უკვე თითქმის 5000 ჰექტარი მიწა გაანადგურა და მის ლიკვიდაციას 1000-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს.
მარსელის ჩრდილოეთით კიდევ ერთი ხანძარი გაჩნდა, რომელიც სწრაფად 1700 ჰექტარზე გავრცელდა. ხანძარმა ახლომდებარე აეროპორტი აიძულა შეეჩერებინა ავიამიმოსვლები, შეაფერხა ადგილობრივი რკინიგზის მუშაობა და საავტომობილო მოძრაობა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, 700-ზე მეტმა მეხანძრემ მოახერხა ქალაქის ჩრდილოეთ საზღვარზე ხანძრის ჩაქრობა. ამ დროისთვის მცირე მასშტაბის ნგრევა მოხდა, ხოლო მსხვერპლი არ დაფიქსირებულა.
ხანძარს ებრძოდნენ კატალონიაშიც. ესპანეთის ავტონომიური რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამსახურების ცნობით, იქ, ორშაბათიდან, თითქმის 6000 ჰექტარი მიწა დაიწვა.
საერთაშორისო მედია წერს, რომ სამშაბათს, საბერძნეთში, ტემპერატურამ 40 ცელსიუსს, ანუ 104 ფარენჰეიტს გადააჭარბა. სიცხემ ათენის ხელისუფლება აიძულა, შეეზღუდა აკროპოლისის მონახულების საათები, არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც ტურისტებში პოპულარულია და დედაქალაქს გადაჰყურებს. მანამდე, საბერძნეთის შრომის სამინისტრომ ბიზნესს დაავალა, რომ შუადღისას, როცა ტემპერატურა პიკს მიაღწევს, სამუშაო საათები შეეჩერებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ 2000 ევრომდე ჯარიმა დაეკისრებოდათ.
ცნობილია, რომ რუმინეთის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ წითელი გაფრთხილება გამოაცხადა, რაც მისი ყველაზე მაღალი დონეა, რადგან სინოპტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ტემპერატურა შესაძლოა 41 ცელსიუსს, ანუ 105.8 ფარენჰეიტს, მიაღწიოს.
მძიმე ვითარებაა სერბეთშიც, სადაც მეტეოროლოგიურმა სააგენტომ მოსახლეობა "ძალიან საშიში" პირობების შესახებ გააფრთხილა. მათი ცნობით, მოსალოდნელია, რომ ტემპერატურა 38 ცელსიუსს, ანუ 100.4 ფარენჰეიტს, გადააჭარბებს.
-
მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია
-
"ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით" — ირანის ელჩის განცხადებაზე "ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით" — ირანის ელჩის განცხადებაზე
გადახედვა
-
NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA
გადახედვა
-
ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან? ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან?
გადახედვა
-
ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა
გადახედვა
-
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა
გადახედვა
-
ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა
გადახედვა
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
კომენტარები