თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025 — წარმატება გზაშია, მთავარია, გჯეროდეს
ფოტო: თიბისი
3 ივლისს, რადიო ქალაქის სცენა ყველაზე მოტივირებულმა ქართულმა ბიზნესებმა დაიკავეს, გაიმართა თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025, რომელიც უკვე მეცხრედ ჩატარდა. ტრადიციად ქცეული დაჯილდოება, წელს შინაარსით გამორჩეული და განახლებული ფორმატით შედგა.
ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო ბიზნესსაუბრებს, პანელურ დისკუსიებსა და თიბისის ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალურ სერიას. მოგვიანებით კი, ხუთ ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ფორუმის წლევანდელი თემა იყო "ბიზნესი საზღვრებს გარეთ", რომლის ფარგლებშიც ბიზნესმენებმა საზოგადოებას იმ ურთულესი გზის შესახებ უამბეს, რომელსაც ქართული კომპანიები ადგილობრივი წარმატებიდან გლობალურ ბაზარზე გასვლამდე და იქ დამკვიდრებამდე გადიან.
ცერემონია თიბისი უზბეკეთის გენერალურმა დირექტორმა ნიკა ქურდიანმა გახსნა.
მან აუდიტორიას გააცნო, როგორ დაიპყრო თიბისიმ უზბეკეთის ბაზარი, მოიზიდა 20 მილიონი მომხმარებელი და შექმნა 800 მლნ დოლარის საკრედიტო პორტფელი. ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ გუნდში 28 ეროვნების 4 000 დასაქმებულია ჩართული.
ნიკა გვესაუბრა იმ ძირითად გამოწვევებსა და პერსპექტივებზე, რომლებიც უზბეკეთის ბაზარზე დაინახა.
უზბეკეთის მოსახლეობისთვის ციფრული საბანკო მომსახურება სიახლე იყო, მაგრამ ეს ჩვენ პრობლემად არ აღგვიქვამს. თიბისი მათთვის გზამკვლევი აღმოჩნდა ციფრულ უნარებთან ინტეგრაციის პროცესში.
მისი თქმით, თიბისის სტრატეგია უცხოეთთან ურთიერთობის გაფართოების კუთხით, შემდეგია — უზბეკეთში დამკვიდრება უფრო მყარად და რამდენიმე წელიწადში მესამე ქვეყნის შერჩევა.
ნიკა ქურდიანმა სასარგებლო გამოცდილებაც გაუზიარა ქართველ ბიზნესმენებს.
ქართული ბიზნესი სრულად კონკურენტუნარიანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მთავარია, იყო გამბედავი და გახვიდე ფარგლებს გარეთ. მაგალითი, რომელიც შეიძლება ავიღოთ ჩვენი ქეისიდან, არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მიზანი დაისახოს მთელმა გუნდმა და მერე შეუძლებელიც შესაძლებელია.
მიზანსწრაფვა, გამბედაობა, მოუსვენრობა, გუნდურობა, ორიენტირება მომხმარებელზე — ეს ის 5 მახასიათებელია, რომლებსაც არასდროს ღალატობენ თიბისელები და მათ სწამთ, რომ, წარმატება გზაშია, მთავარია, გჯეროდეს. სიმბოლურია, რომ ბიზნესდაჯილდოების ღონისძიების მთავარი სლოგანიც სწორედ ეს იყო.
აუდიტორიას გამოცდილება და რჩევები თბილღვინოს დამფუძნებელმა, გაგა მარგველაშვილმაც გაუზიარა. მან გაიხსენა, როგორ გადარჩა კომპანია 2006 წლის რუსეთის ემბარგოს პირობებში და როგორ შეძლო ქართული ღვინის დასავლურ ბაზრებზე გატანა. მისთვის გადარჩენის გასაღები იყო: ახალი ცოდნა, ახალი ხედვა და გამოწვევებზე პასუხი სიმშვიდით.
2006 წელს, როდესაც ემბარგო გამოაცხადა რუსეთმა, ჩვენ არა მარტო ახალი განვითარების გეგმებზე გვიწევდა ფიქრი, არამედ, იმაზე, საერთოდ როგორ გადავრჩენილიყავით. ამიტომ გადავწყვიტეთ, აგვეთვისებინა იმ ქვეყნების ბაზრები, რომლებსაც მოსწონდათ ჩვენი ღვინო და გავედით უკრაინაში, ბალტიისპირეთში, პოლონეთში. მაგრამ ამ ქვეყნებში ღვინის ხარისხისა და ფასის გარდა, აინტერესებდათ მეტი: სად კეთდებოდა ღვინო, რომელი რეგიონიდან იყო მასალა და ვინ ქმნიდა მას. შესაბამისად, მივხვდით, რომ მხოლოდ ახალი ცოდნა გადაგვარჩენდა და ასეც მოხდა: 2 წელი დაგვჭირდა საამისოდ, რომ რუსეთის ბაზარი სრულად ჩაგვენაცვლებინა და მსხვილი ექსპორტიორები გავმხდარიყავით — დეტალურად გაიხსენა მან.
გაგა მარგველაშვილის თქმით, იმ მომენტში გაიღვიძა ამბიციამ, რომ ღვინის სამშობლოში, საქართველოში დაწურული ღვინო უნდა ყოფილიყო განსაკუთრებულად დახვეწილი და დასავლეთის საუკეთესო რესტორნები უნდა დაემშვენებინა. სწორედ ასე გადაწყვიტეს, ქართული გლობალური ღვინის ბრენდი გამხდარიყვნენ.
მოვიწვიეთ ევროპელი ექსპერტები, შევქმენით კოლექცია. შედეგმაც არ დააყოვნა, გასულ წელს დიდ ბრიტანეთში პირველები გავხდით.
ფინალში მან ახალბედა ბიზნესმენებს რჩევაც მისცა და თქვა, რომ ყველა უნარი უნდა იყოს განვითარებადი, მხოლოდ ახალი ცოდნა ხსნის ახალ ჰორიზონტებს.
ღონისძიების მომდევნო და საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი პანელური დისკუსია იყო. სესიის ფარგლებში განიხილებოდა ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე გასვლის სპეციფიკა, როგორც გამოწვევები ისე, შესაძლებლობები. რჩევები, რომლებიც სესიაზე გიორგი ისაკაძემ, დაჩი ჭოლაძემ, დავით ბარდაველიძემ, თამარ სულუხიამ და ირაკლი ჩხაიძემ გაუზიარეს საზოგადოებას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას და იქ დამკვიდრებას.
ხუთშაბათის შეხვედრებზე აკო ახალაიამ, ლევან ახვლედიანმა, ტატო ბაციკაძემ და ბაჩა მალაზონიამ სპორტი, როგორც ბიზნესი ისე განიხილეს და მის პოტენციალსა და განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ტატო ბაციკაძეს ვკითხეთ, შეიძლება თუ არა სპორტი ჩამოყალიბდეს ბიზნეს სფეროდ არსებული რეალობიდან გამომდინარე, რაზეც საკმაოდ თავდაჯერებული პასუხი მივიღეთ.
არსებული რეალობიდან გამომდინარე, ერთი შეხედვით, ეს ცოტა რთულია, მაგრამ რადგან არსებობს მაგალითები, რომ სხვა ქვეყნებში სპორტი ნამდვილი ბიზნესია, მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენთანაც შესაძლებელი უნდა იყოს.
მისი თქმით, სპორტული ბიზნესი ქვეყნის განვითარებაშიც ასრულებს როლს, რადგან ფინანსურ მხარესაც, რომ დავანებოთ თავი, ის ერის ჯანსაღი განვითარებისთვის არის აუცილებელი, რაც მეტი ადამიანი იქნება ჩართული სპორტში, მით მეტად ჯანსაღია ერი.
ფინალურ ნაწილში, დაჯილდოების ცერემონიაზე, ჟიურიმ გამოავლინა 2025 წლის საუკეთესო ნომინანტები ხუთ კატეგორიაში: საუკეთესო პროდუქტი და მომსახურება, საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი, გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა, გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში და საუკეთესო ფრილანსერი, რომელიც წელს დაემატა.
გამარჯვებულებს გადაეცათ არა მხოლოდ სიმბოლური ჯილდოები, არამედ, ჰქონდათ შესაძლებლობაც, თავად აერჩიათ პრიზები: ვებსაიტის შექმნა, ბრენდინგი, საკომუნიკაციო მხარდაჭერა და სხვ.
და აი, ისინიც, გამარჯვებულები
2025-ის 15 გამორჩეული ბიზნესი:
საუკეთესო პროდუქტი:
- Theatre Factory 42 — ინოვაციური თეატრალური სივრცე
- Reckless — თვითგამოხატვის ხელშემწყობი ბრენდი
- Communal Hotels — კონცეპტუალური ჰოსპიტალობა
საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი
- Tasteit — საკვების გარშემო შექმნილი სოციალური ქსელი
- QACanvas — ტესტირების პროცესის ავტომატიზაცია AI-ის მეშვეობით
- Awork — დასაქმების ციფრული პლატფორმა ახალგაზრდებისთვის
სოციალური პასუხისმგებლობა (ნანა ჯანაშიას სახელობის ნომინაცია)
- Cafe Mziuri — ინკლუზიური საზოგადოებრივი სივრცე
- Adamiani — გადამუშავებული ნივთების შექმნა
- ESKI — სოციალური საწარმოების პლატფორმა
რეგიონის განვითარება
- AgroLab — ღვინის ტესტირების ლაბორატორია
- AltiHut — სამთო ტურიზმის გამორჩეული ლოკაცია
- Agrometa — აგრო-დრონების სერვისები ფერმერებისთვის
საუკეთესო ფრილანსერი
- მანანა არაბულია — უნიკალური წიგნის დიზაინერი
- გიორგი მესხი — სტარტაპების გლობალური კონსულტანტი
- გიგა მეტრეველი — განვითარების მენტორი სტარტაპებისთვის
სპეციალური ჯილდოები:
- Le Méridien Batumi — გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა
- Vintylator — მწვანე ინიციატივების მხარდაჭერა
წლევანდელ ბიზნესდაჯილდოებაზე 443 ბიზნესი იყო დარეგისტრირებული, რაც პროექტის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ცერემონიას 600-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.
შესაბამისად, საღამოს მიმდინარეობისას უამრავი ახალი ინსპირაციის წყარო დაიბადა, უამრავი იდეა და რწმენა იმისა, რაზეც მეტყველებს ღონისძიების სლოგანი:
წარმატება გზაშია — მთავარია, გჯეროდეს.
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
კომენტარები