რა უნდა ჩაიცვან კაცებმა? — პარიზის კაცების მოდის კვირეულის მიმოხილვა
ფოტო: Kuba Dabrowski/WWD/Getty Images
ევროპაში მძვინვარე სიცხეების ფონზე, რომლებმაც პარიზიც კი არ დაინდო, საფრანგეთის დედაქალაქში კვირას დასრულდა კაცის მოდის კვირეული.
დაუნდობელი სიცხე, თითქოს ალეგორიად იქცა იმ ზეწოლისა, რომელსაც მაღალი მოდის ინდუსტრია ამჟამად განიცდის — მთავარი მოდის სახლებიდან თითქმის ყველამ შეიცვალა შემოქმედებითი ხელმძღვანელი, მოდის კონგლომერატების აქციების ფასები ვარდება, მომავალი გაურკვეველია... ამდენად, 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციები თავშეკავებულობითა და ზომიერებით გამოირჩეოდნენ. ცვლილებებით აღსავსე კლიმატში დიზაინერებმა მრავალფუნქციური, ადაპტირებადი გარდერობი შემოგვთავაზეს, რომელიც გლობალურ მომხმარებელს მოერგებოდა. ტანსაცმლის აქცენტმა სლოგანებიდან და დრამატულობიდან ერთტონიან ფერებზე, ფუნქციურობასა და პრაქტიკულობაზე გადაინაცვლა.
პარიზის კაცთა მოდის კვირეულზე საინტერესო დებიუტები და ნამდვილი ვარსკვლავთცვენა ვიხილეთ. წარმოგიდგენთ კვირეულის შეჯამებას, მთავარ ნარატივებს და საუკეთესო ლუქებს:
მოშიშვლებული ელეგანტურობა
ჯონათან ანდერსონის სადებიუტო კოლექცია Dior-ში
ფოტო: Dior
ჯონათან ანდერსონის სადებიუტო კოლექცია Dior-ში
კვირის ყველაზე აღმაფრთოვანებელი მოლოდინით სავსე მომენტი Hôtel des Invalides-ში შედგა, სადაც ლეგენდარულმა მოდის სახლმა, Dior-მა თავისი ახალი კრეატიული ხელმძღვანელის — ლონდონური ბრენდის, J.W. Anderson-ის დამფუძნებლის, ჯონათან ანდერსონის პირველი კოლექცია წარადგინა.
ანდერსონი ცოტა ხნის წინ დაემშვიდობა Loewe-ს, სადაც 11 წლის განმავლობაში მუშაობდა და ბრენდს ახალი სიცოცხლე შთაბერა. მის სადებიუტო შოუს წინა რიგებში უყურებდნენ რიანა, საბრინა კარპენტერი, დონატელა ვერსაჩე და რობერტ პატინსონი. პოდიუმის დიზაინი ბერლინის Gemäldegalerie-ს ინტერიერის იმიტაცია იყო და XVIII საუკუნის ხელოვნებას ეძღვნებოდა. ანდერსონმა Dior-ში მსუბუქი, ყოველდღიური ელეგანტურობა შემოიტანა. მისი კოლექცია Dior-ის არქივიდან კლასიკური სილუეტების ახლებური ინტერპრეტაციით იყო სავსე.
დახვეწილი სილამაზე მზის ჩასვლის ფონზე
ფარელის კოლექცია Louis Vuitton-ისთვის
ფოტო: Louis Vuitton
ფარელის კოლექცია Louis Vuitton-ისთვის
პარიზის ცენტრში, პომპიდუს ცენტრის წინ, ფარელ უილიამსმა Louis Vuitton-ის შთამბეჭდავი შოუ გამართა, რომელსაც ბიონსე და ჯეი-ზიც ესწრებოდნენ. მიუხედავად ბრწყინვალე სცენისა, კოლექცია საკმაოდ თავშეკავებული აღმოჩნდა და ძირითადად ინდური ტანსაცმლის გავლენები შეიმჩნეოდა. კოლექციაში ვიხილეთ მუქი იისფერი ლაბადები და მდოგვისფერი ნაკეციანი შორტები, მოგვიანებით კი ლაშქრობის სტილი: ქარისგან მცველი პიჯაკები, კლდეზე ასასვლელი ფეხსაცმელი და თვლებით მორთული წინდები. კოლექციის ვიზუალური სტილი უეს ანდერსონის ფილმს მოგაგონებდათ, რაც განზრახულიც იყო: ჟაკეტებზე მოტივები რეჟისორის 2007 წლის ფილმში The Darjeeling Limited გამოყენებული Louis Vuitton-ის ჩემოდნებს ეძღვნებოდა.
ფერები და გზავნილები
ვილი ჩავარიას კოლექცია
ფოტო: Swan Gallet/WWD/Getty Images
ვილი ჩავარიას კოლექცია
ბევრ ჩვენებაზე ბრჭყვიალა ფერები მოედო პოდიუმს, ზოგჯერ გაბედული პოლიტიკური გზავნილებით, ზოგჯერ კი ტრადიციის კოხტა გადახედვით.
ამერიკელმა დიზაინერმა უილი ჩავარიამ თავისი მეორე პარიზული შოუ ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებების კავშირის (ACLU) დახმარებით გახსნა — კოლექცია პირდაპირ ეხმაურებოდა ვენესუელელი მიგრანტების სადავო დეპორტაციას. პოდიუმზე 35 მამაკაცი, თეთრი მაისურებით, მუხლმოდრეკილი იდგა — სცენა, რომელიც სალვადორის მეგასაპატიმროს კადრებს მოგაგონებდათ. დიზაინერის თქმით, ეს იყო განცხადება "მიზნობრივი პროფილირებისა და დევნის წინააღმდეგ, ყოველგვარი სამართლებრივი პროცედურის გარეშე".
მოგვიანებით, ჩავარიამ ლათინოამერიკული სტილისტური კოდები ძველ ჰოლივუდურ ესთეტიკას შეუხამა — რბილი ვარდისფერი და ლავანდისფერი ატლასის პალტოები, პიჯაკები და შარლ ჟურდანთან თანამშრომლობით შექმნილი ფეხსაცმელები.
პროვანსიდან ვერსალში
ჟაკმუსის კოლექცია
ფოტო: Geoffroy Van Der Hasselt/Barbara Laborde/AFP/Getty Images
მამაკაცის მოდის კვირეულის გრანდიოზული დახურვა Jacquemus-ის დამფუძნებელმა, სიმონ პორტ ჟაკმუსმა მოაწყო ვერსალში. დიზაინერმა, რომელიც ცნობილია თავისი პროვანსული წარსულის რომანტიზირებით, ამჯერად სოფლის ბავშვობა მეფის სასახლის ორანჟერეის ინტერიერში გადაიტანა.
კოლექცია რძისფერ ფერებში იყო წარმოდგენილი: თეთრი, ნაზი ვარდისფერი და ნაჭუჭისფერი კოსტიუმები — ბაფთებით, კორსეტებითა და წინსაფრის სტილის დეტალებით. როგორც თავად ჟაკმუსმა აღნიშნა, შოუ მეხსიერებასა და მითს აერთიანებდა: მარსელ პანიოლის ფილმებიდან დაწყებული, მისი დიდი ბებიითა და ინგლისელი ტურისტებით დასრულებული.
ჟაკმუსმა კოლექციისთვის ტერმინი “endimanché” გამოიყენა, რაც კვირა დღეს სადღესასწაულოდ გამოწყობას ნიშნავს. ეს მისთვის წმინდა სისუფთავის განცდას ნიშნავს: "თითქოს მედდა იყო, ჩემი ბებია სულ თეთრს იცვამდა და სამკაულებს ატარებდა…ძალიან სუფთა იყო". დიზაინერის თქმით, პროვანსი მისთვის რჩება "ოცნებად… ძალიან მნიშვნელოვან კლიშედ."
ახალი კოლექციების სანახავად პარიზში უამრავმა ცნობილმა სახემ მოიყარა თავი. აი, რამდენიმე მათგანი:
რიანა და A$AP Rocky Dior-ის შოუზე
ფოტო: Anthony Ghnassia/Getty Images
ბიონსე Louis Vuitton-ის ჩვენებაზე
ფოტო: Edward Berthelot/Getty Images
რობერტ პატინსონი და ლაკით სტენფილდი Dior-ის ჩვენებაზე
ფოტო: Anthony Ghnassia/Getty Images
მეთიუ მაკკონაჰი, გილიან ანდერსონი და კამილა ალვეს მაკკონაჰი Jacquemus-ის ჩვენებაზე
ფოტო: Arnold Jerocki/Getty Images
გამორჩეული დეტალები პარიზის კაცების მოდის კვირეულიდან:
დეტალი იოჯი იამამოტოს კოლექციიდან
ფოტო: Geoffroy Van Der Hasselt/AFP/Getty Images
დეტალები დრის ვან ნოტენის კოლექციიდან
ფოტო: Victor Virgile/Gamma-Rapho/Getty Images
დეტალები დრის ვან ნოტენის კოლექციიდან
რიკ ოუენსის კოლექცია
ფოტო: Kuba Dabrowski/WWD/Getty Images
რიკ ოუენსის კოლექცია
ტანისამოსი AWGE-ს კოლექციიდან
ფოტო: Getty Images
Saint Laurent-ის კოლექცია
ფოტო: Thierry Chesnot/Getty Images
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები