"ამ ქვეყანაში ვინმეს თუ სჯერა, რომ შეიძლება ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, ეს არის დიდი მითი. არ არსებობს არჩევნები, არსებობს მხოლოდ არჩევნების თემა, რომელიც არის შემოგდებული თემა ქართული ოცნების. რისთვის? იმისთვის, და შედეგიც მიღწეულია, რომ დააპირისპიროს, გახლიჩოს ოპოზიცია, დააპირისპიროს ორი მხარე – მომხრეები და მოწინააღმდეგეები არარსებული არჩევნების. ჩვენ ვართ აბსურდის თეატრში და ყველა თამაშობს თავის როლს იმ დონეზე, რომ ახლა მიდის ამ ორ მხარეს შორის ლანძღვა, გინება, ბულინგი და ა.შ.
დარწმუნებული ვარ, რომ არ ჩატარდება ეს არჩევნები, ბოლომდე არ მივალთ და არ მიიყვანს ბოლომდე ეს ხელისუფლება ამ არჩევნების მითს, მაგრამ მანამდე კი გაიხლიჩა ოპოზიცია, დასუსტდა პროტესტი, რადგან არ შეიძლება...
ერთადერთი ჩვენი ძალა არის ერთობა და ამ ორივე მხრიდან, არჩევნებში მონაწილეობის მხარე ხომ წარუმატებლობით დამთავრდება, რომც მივიდეს ბოლომდე? წარუმატებლობით იმიტომ, რომ არ არსებობს ამ პირობებში გამარჯვების ფორმულა. თვითონ პარტიები, რომლებიც მონაწილეობის მომხრე არიან, არ აცხადებენ, როგორც მათ ამბიციას, რომ გაიმარჯვებენ რეჟიმზე, რომ თუნდაც დაასუსტებენ რეჟიმს. არ ვიცი, რა არის მიზანი. თუ ეს არის მათი პარტიული კონსოლიდაცია, ესეც არ მოხდება იმიტომ, რომ უკვე მოჰყვა ისეთი დისკრედიტაცია, რომ კონსოლიდაციაც არ იქნება მომავალში და ვერაფერს ვერ მიაღწევენ როგორც რეალურ შედეგს იმ ბრძოლის, რომელიც არის ჩვენი ერთიანი ბრძოლის.
მეორეს მხრივ, ბოიკოტი როგორც პროტესტი, განცხადება, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, მესმის, მაგრამ ბოიკოტი, როგორც კამპანია, რომელიც ისახავს რამე შედეგს, ესეც აბსურდია, რადგან არ არსებობს მაგალითი ბოიკოტის, რომელიც გამოცხადებული იქნა, როგორც რამე გამარჯვება.
ცხადია, რომ დღევანდელ პირობებში გაყალბდება არჩევნები, თუ ვინმემ მიიღო მონაწილეობა, ისევე გააყალბებენ ბოიკოტს კიდევ უფრო ადვილად – შიშის, ფულის, მუქარის პირობებში შეიძლება წაიყვანო ადამიანები არჩევნებამდე, რომც იყვნენ მოწინააღმდეგეები იმიტომ, რომ აიძულებ და თუ დათვლადი იქნა, ეს ბოიკოტი შეუძლია, რეჟიმმა გაასაღოს თავის გამარჯვებად. და საერთოდ, დიქტატორულ რეჟიმებში ასე თავდება ბოიკოტის კამპანიები.ამიტომ, ჩვენ არც არჩევნებში მონაწილეობის კამპანია არ გვაწყობს, არც ბოიკოტის კამპანია, იმიტომ, რომ ჯერ ერთი გახლეჩილები ვართ, ასევე, იხარჯება ძალიან დიდი, ერთი მხრივ, ფულადი რესურსები, მეორე მხრივ, ადამიანური რესურსი, რომელიც უნდა მიდიოდეს პროტესტში და რომელიც დაიხარჯება რაღაც ბოიკოტის კამპანიაში, რომლის შინაარსის გაგებაც ცოტა მიჭირს."
კომენტარები