ტრამპის ახალი განკარგულებით, აშშ-ში სატვირთო ავტომანქანის მძღოლებისთვის ინგლისურის ცოდნა სავალდებულო ხდება
აშშ-ში მომავალი და მოქმედი სატვირთო ავტომობილის მძღოლებისთვის ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესება აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც მძღოლები, რომლებიც სათანადოდ ვერ კითხულობენ და ვერ საუბრობენ ინგლისურად, ამ სამსახურისთვის შეუსაბამოდ ჩაითვლებიან.
"მძღოლი, რომელიც ვერ იგებს ინგლისურს, ვერ მართავს კომერციულ სატვირთოს ამ ქვეყანაში. წერტილი", — თქვა ტრანსპორტის მდივანმა შონ დაფიმ გასულ თვეში, როდესაც გამოაცხადა მოთხოვნების აღსრულების ახალი სახელმძღვანელო, რომელიც ძალაში ოთხშაბათს შევა.
აშშ-ის სატრანსპორტო დეპარტამენტის განახლებული პროცედურები ითვალისწინებს გაძლიერებულ შემოწმებებს, რათა დადგინდეს, შეუძლიათ თუ არა მძღოლებს პასუხის გაცემა კითხვებზე, მითითებების ინგლისურად გაგება და საგზაო ნიშნების და ელექტრონული საინფორმაციო დაფების წაკითხვა.
NBCNEWS წერს, რომ ის მძღოლები, ვინც ინგლისური მეორე ენად ისწავლა, შეშფოთებულნი არიან, რომ შეიძლება სამუშაო დაკარგონ, თუკი შეცდომას დაუშვებენ ან ძლიერ აქცენტით ისაუბრებენ კითხვებზე პასუხისას. ბევრმა მათგანმა ინგლისურის გაუმჯობესების მიზნით ინგლისური ენის კურსებზე სიარული, ტექსტების დაზეპირება და საგანმანათლებლო ვიდეოების ყურება დაიწყო .
ახალი კანონი ვრცელდება სატვირთო ავტომობილის და ავტობუსის მძღოლებზე, რომლებიც ახორციელებენ საქონლის ან მგზავრების გადაყვანას სხვადასხვა შტატებში. მისი მიზანია საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება, რადგან მძღოლების ინგლისურის არცოდნამ შესაძლოა, ავტოსატრანსპორტო შემთხვევებს შეუწყო ხელი.
NBCNEWS წერს, რომ სატვირთო მძღოლებისთვის ინგლისურის კითხვა და საუბარი ახალი მოთხოვნა არ არის, თუმცა მისი დარღვევისთვის ჯარიმა ახლა უფრო მკაცრი ხდება.
კომერციული მძღოლის ლიცენზიის მისაღებად კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ წერილობითი ტესტი და შეძლონ ავტობუსის ან სატვირთოს სხვადასხვა ნაწილის დასახელება ინგლისურად.
განახლებული პოლიტიკა ცვლის 9 წლის წინანდელ სახელმძღვანელოს, რომელიც ძალაში იყო პრეზიდენტ ბარაკ ობამას ვადის ბოლოს. 2016 წელს ფედერალურმა ავტოსატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მძღოლებს, ვისაც ინგლისური არ ჰქონდათ სათანადოდ ათვისებული, შეეძლოთ ჯარიმის მიღება, მაგრამ მათ მუშაობის აკრძალვა არ ემუქრებოდათ. მანამდე კი მათ "მომსახურებიდან მოხსნის სტატუსი" ენიჭებოდათ.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები