ქართულ ოცნებას აწუხებს ის, რომ ოპოზიციურ მედიაში სარეკლამო თანხები შედის — ვაშაძე აზარტულ თამაშებზე
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, აზარტული თამაშები ქვეყნისთვის მძიმე პრობლემაა, თუმცა ქართულ ოცნებას აწუხებს არა არასრულწლოვნების საკითხი, არამედ ის, რომ სარეკლამო თანხები შედის ოპოზიციურ მედიაში და ამით მეტი პრობლემა შეუქმნას მათ.
"ნამდვილად ვფიქრობ, რომ აზარტული თამაშები მძიმე პრობლემაა ქვეყნისთვის, განსაკუთრებით არასრულწლოვნების თვალსაზრისით, მონაწილეობის თვალსაზრისით და უნდა არსებობდეს კონკრეტული მექანიზმები, როგორ ხდება კანონის აღსრულება, მაგრამ მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ სამწუხაროდ, ქართულ ოცნებას ის კი არ აწუხებს, რომ არასრულწლოვნები თამაშობენ აზარტულ თამაშებს, ან რაიმე კონკრეტული პრობლემა, არამედ აწუხებს ის, რომ ვთქვათ, რატომ შედის სარეკლამო თანხები ოპოზიციურ მედიაში, მაგალითად, რომ შეზღუდოს ეს მექანიზმები, რომ მეტად აკონტროლოს ან მეტი პრობლემა შეუქმნას ოპოზიციურ მედიას.
გულწრფელობა ქართული ოცნების მხრიდან ამ საკითხში და ეს არის სიმართლე. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ყველაფერი ეს დაიწყო არა იმიტომ, რომ აზარტული თამაშები, როგორც სისტემური პრობლემაა ქვეყანაში, არამედ იმიტომ, რომ ეს, როგორც სადამსჯელო მექანიზმი იყოს ოპოზიციურ მედიასთან", — განაცხადა ვაშაძემ.
15 დეკემბერს პარლამენტმა კანონპროექტს, რომლითაც აზარტული თამაშების წარმომადგენლებს ახალი რეგულაციები უწესდებათ, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტი ითვალისწინებს როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში სათამაშო ბიზნესის რეკლამირების აკრძალვას, ასევე, აზარტულ და მომგებიან თამაშებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ზღვრის 25 წლამდე გაზრდას.
29 ნოემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალებთ. ამასთან, კაზინოებში ვერ ითამაშებენ სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან და საჯარო მოხელეები. მისივე თქმით, ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებილი იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება და ჯამურად სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა 65-70%-ით გაიზრდება.
პრემიერმინისტრმა დააანონსა სათამაშო ბიზნესის ყველანაირი რეკლამის აკრძალვაც. მათ შორის, სატელევიზიო, გარე და ქართულ ვებ-გვერდებზე განთავსებული რეკლამა. ღარიბაშვილის თქმით, სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება.
მანამდე, 22 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ონლაინ კაზინოები უნდა აიკრძალოს.
მედიაკოლაცია აზარტული თამაშებისა და მათი რეკლამების შემზღუდავი საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვას უარყოფითად აფასებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ განმარტებით ბარათში მოყვანილი არგუმენტები პრობლემური და არასაკმარისია. მათ განცხადებით, არსებობს რისკი, რომ საკანონმდებლო ცვლილება მაუწყებლებს ფინანსურად მნიშვნელოვნად დააზარალებს.

-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები