ჩინეთსა და ამერიკას შორის ტექნოლოგიური დომინანტობისთვის ბრძოლა განსაკუთრებულ ფაზაში გადადის. ჩინეთი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა დაწეოდა ამერიკას და მისი განვითარების ტემპი იმდენად სწრაფი აღმოჩნდა, რომ დღეს გარკვეულ სფეროებში ამერიკასაც კი ასწრებს.

ახალი ანგარიში, რომელიც Harvard Kennedy School-მა გამოაქვეყნა, The South China Morning Post-მა შენიშნა. ანგარიშიდან ვიგებთ, რომ ჩინეთი უსწრაფესად ავითარებს ხელოვნურ ინტელექტს, კვანტურ კომპიუტერებს, 5G ქსელს, ნახევარგატარებს, ბიოტექნოლოგიებსა და მწვანე ენერგიას.

"ზოგ სფეროში ჩინეთი უკვე ნომერ პირველია. ისეთ სფეორებში კი სადაც ჯერ კიდევ შეიმჩნევა ჩამორჩენა, ჩინეთი ამერიკას მომდევნო ათწლეულში დაეწევა", — ვკითხულობთ ანგარიშში.

Harvard Kennedy School-ის ნამუშევრიდან ვიგებთ, რომ კვანტურ გამოთვლებში ჩინეთმა ამერიკას უკვე გადაასწრო და მასზე ძლიერი კმპიუტერები აქვს.

"მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური გადატრიალებები ჩინეთის გარეშე ხდებოდა, რადგან ქვეყანა ძალიან ღარიბი იყო, ჩინეთმა უსწრაფესად მოახერხა განვითარება, რაც კოლოსალური ფინანსური მხარაჭერისა და ადამიანური ძალის დამსახურებაა", — ვკითხულობთ ნაშრომში.

დაახლოებით, იგივე სიტუაციაა ხელოვნური ინტელექტის სფეროში. ჩინეთი ამერიკის სრულფასოვანი კონკურენტია. ასევე, ჩინეთმა შეძლო და ქვეყნის შიგნით 5G ქსელს ახლა უკვე 150 მილიონი ადამიანი იყენებს, ამერიკაში კი 5G-ის მომხმარებელთა რიცხვი მხოლოდ 6 მილიონია.