ცნობილი ფაქტია, რომ ბილ გეიტსი საკუთარ გონებრივ შესაძლებლობებს ძალიან უფრთხილდება. ის განსაკუთრებით დიდ ყურადღებას მეხსიერებას ანიჭებს. ტექ მაგნატი ამისთვის სპეციალურ პრაქტიკასაც იყენებს, რომელიც ცნობილია როგორც "მეხსიერების სასახლე".

ამ მეთოდმა საუკუნეებს გაუძლო და მისი ფესვები ჯერ კიდევ ძველი საბერძნეთიდან მოდის. ითვლება, რომ მეთოდი ძველმა ბერძენმა მოაზროვნემ, სიმონიდე კეოსმა შემოიღო.

ტექნიკა ინფორმაციის დასამახსოვრებლად ნაცნობი ან წარმოსახვითი სივრცის ვიზუალიზაციას იყენებს. ამ წარმოსახვით ვიზუალიზაციასთან საგნების თუ მოვლენების დაკავშირება მახსოვრობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

"მეხსიერების სასახლეს" ბევრი ადამიანი იყენებდა და მან საბოლოოდ თანამედროვე ადამიანებამდეც მოაღწია.

როგორ იყენებს გეიტსი ტექნიკას

გეიტსის თქმით, ის ამ ტექნიკას პრაქტიკაში ძალიან კარგად იყენებს. მან აღნიშნა, რომ ასაკის მიუხედავად მისი მახსოვრობა არ გაუარესებულა და ამაში დიდი წვლილი სწორედ "მეხსიერების სასახლეს" მიუძღვის.

გეიტსმა მედიასთან თქვა, რომ ამისთვის ის წარმოიდგენს ხოლმე სახლს და ინფორმაციას (რომელიც არ უნდა რომ დაავიწყდეს) შენობაში "არსებულ" ნივთებთან აკავშირებს. როდესაც მას რაიმეს გახსენება სჭირდება, ის გონებით "სახლში შედის" და იქ არსებული ნივთებით ყველაფერს იხსენებს.

ეს პროცესი არა მხოლოდ ეხმარება მოვლენების დამახსოვრებაში, არამედ საშუალებას აძლევს მას უფრო ეფექტიანად ააწყოს და გააანალიზოს რთული კონცეფციები.

გეიტსის რჩევით, ამ მეთოდის გამოყენება შეგიძლიათ როგორც გამოცდებისთვის მოსამზადებლად, ისე სხვა ნებისმიერი ინფორმაციის დასამახსოვრებლად.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.