0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ტესტი: რამდენად არჩევ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან?
მსოფლიოში პირველი ვაქცინა ინგლისელმა მეცნიერმა, ედვარდ ჯენერმა, მე-18 საუკუნეში შექმნა. მას შემდეგ იმუნიზაციამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა, მაგრამ, ამის მიუხედავად, საზოგადოების ნაწილში ვაქცინებთან დაკავშირებით დღესაც მრავალი არასწორი მოსაზრებაა გავრცელებული.
ასეთ მოსაზრებებს ისე აქვს ფესვი გადგმული, რომ ზოგ ადამიანს ფაქტისა და ტყუილის ერთმანეთისგან გარჩევა უჭირს. ამ ტესტით გაიგებ, რა არის მითი და რა — რეალობა.
ტესტი: რამდენად არჩევ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან?
ტესტის დაწყება1 / 8 მითია თუ რეალობა, რომ ვაქცინაცია აუტიზმს იწვევს?
Bupa
2 / 8 შენი აზრით, სიმართლეა, რომ ცოფისგან მხოლოდ ვაქცინა გვიცავს?
dmillerlaw.com
3 / 8 ჩამოთვლილთაგან რომელი არაა მითი?
The Atlantic
- ერთდროულად ორი ან მეტი ვაქცინის გაკეთება გვერდითი რეაქციების რისკს ზრდის
- აქედან ყველა მითია
- ზოგიერთი ვაქცინა ცოცხალ ვირუსს შეიცავს
- ვაქცინები მომწამლავ კომპონენტებს შეიცავს
4 / 8 მითია თუ რეალობა, რომ ვაქცინები ადამიანთა დნმ-ს ცვლის?
ASBMB
5 / 8 რომელი მოსაზრებაა მართებული?
Getty
- სჯობს, ბავშვს იმუნიტეტი დაავადების გადატანით გამოუმუშავდეს და არა ვაქცინაციით
- ყველა მოსაზრება მცდარია
- თუ გარშემო სხვა ბავშვები ვაქცინირებულნი არიან, საჭირო არაა, ჩემი შვილიც ავცრა
- შესაძლოა, ჩუტყვავილას აცრამ ბავშვი ამ ვირუსით დააავადოს
- ყველა მოსაზრება მართებულია
6 / 8 რას ემსახურება ვაქცინაცია?
The New York Times
- დაავადებებისგან ადამიანთა დაცვას
- მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას
- ადამიანთა ჩიპირებას
- საზოგადოების კონტროლს
7 / 8 შესაძლებელია თუ არა, რომ პაპილომავირუსის ვაქცინამ უშვილობა გამოიწვიოს?
YourStory
8 / 8 დაბოლოს, როგორ ფიქრობ, ვაქცინაციის მომდევნო დღეებში ვირუსების მიმართ უფრო მოწყვლადები ვხდებით?
News-Medical
ერთი წუთით...

კომენტარები