ჰოგვორტსში დაბრუნება — ნახეთ ჰარი პოტერის საიუბილეო გადაცემის პირველი კადრები
ჰარი პოტერის მე-20 იუბილე: ჰოგვორტსში დაბრუნება — ასე ჰქვია ჰარი პოტერის პირველი ფილმის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ ეპიზოდს, რომელიც ლეგენდარულ ტრიოს — დენიელ რედკლიფს, რუპერტ გრინტსა და ემა უოტსონს — ასევე ფილმებში მონაწილე სხვა მსახიობებს გააერთიანებს.
სპეციალური ეპიზოდი ჯერ კიდევ ნოემბერში დაანონსდა, ახლა კი HBO-მ პირველი კადრები გაგვიზიარა, სადაც ვხედავთ, თუ როგორ იღებენ წერილებს ჰოგვარტსიდან ჩვენი საყვარელი გმირების როლების შემსრულებლები. ახალ თიზერში რობი კოლტრეინს (ჰაგრიდი), მეთიუ ლუისს (ნევილ ლონგბოტომი) და მარკ უილიამსს (არტურ უისლი) ვხვდებით.
თიზერის დასაწყისში გაზეთს ამოფარებული ადამიანი შესაძლოა ივანა ლინჩს (ლუნა ლავგუდი) მიამსგავსოთ. თიზერის ბოლოს მატარებლის სადგურზე კი, სავარაუდოდ, ემა უოტსონი მიაბიჯებს.
გადაცემის პრემიერა ახალ წელს, 2022 წლის პირველ იანვარს HBO Max-ზე შედგება. მასში "ახალი, საინტერესო ინტერვიუებითა და მსახიობებთან საუბრებით ფილმების შექმნის ჯადოსნურ ისტორიას" მოჰყვებიან.
ჰოგვორტსში დაბრუნებაში ასევე გამოჩნდებიან ჰელენა ბონემ კარტერი (ბელატრის ლესტრეინჯი), რეიფ ფაინზი (ვოლდემორი), ჯეისონ აიზეკსი (ლუციუს მალფოი), გარი ოლდმანი (სირიუს ბლექი), იმელდა სტონტონი (დოლორეს ამბრიჯი), ტომ ფელტონი (დრაკო მალფოი), გარი ოლდმენი (სირიუს ბლექი), ჯეიმზ და ოლივერ ფელპსები (ფრედ და ჯორჯ უისლები), ბონი რაიტი (ჯინი უისლი) და სხვები. აღსანიშნავია, რომ გადაცემაში ჰარი პოტერის წიგნების ავტორი ჯოან როულინგი არ მიუწვევიათ.
"ეს გადაცემა ეძღვნება ყველას, ვისი ცხოვრებაც ამ კულტურულმა ფენომენმა შეცვალა, — აცხადებს Warner Bros. Global Kids-ის პრეზიდენტი, ტომ ეშაიმი, — "დაწყებული მსახიობებითა და მომუშავე პერსონალით, რომელიც საქმეში სულსა და გულს დებდა, დამთავრებული ფანებით, რომლებიც ჯადოსნურ სამყაროს 20 წლის შემდეგაც კი აცოცხლებენ".
ნახეთ ჩვენი ყველა მასალა ჰარი პოტერზე.
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
კომენტარები