მზიანი დღეები ზამთრის სუსხიან ამინდში განწყობას გვიმაღლებს, თუმცა, დღის კლებასთან ერთად ტემპერატურის დაცემა უკვე საგრძნობია. ეს კი გზის საფარზე პირდაპირ აისახება.

საქართველოს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, არ არსებობს აუცილებელი წესი, რომელიც მძღოლებს საბურავების სეზონურ ცვლილებას ავალდებულებს, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ მათი როტაცია ზამთარსა და ზაფხულში აუცილებელია.

გაგიმხელთ ორ რჩევას, რომელთა დახმარებით მარტივად დაიმახსოვრებთ, როდის უნდა დააყენოთ ზამთრის საბურავი: ოქტომბრიდან-დეკემბრამდე წესი — ამ პერიოდში აუცილებლად უნდა მოვასწროთ ზამთრის საბურავების დაყენება. შვიდი გრადუსის წესი: ხშირად უნდა ვაკონტროლოთ ავტომობილის თერმომეტრი. თუ ის 7 გრადუსზე დაბლა ჩამოვა, დროა ზაფხულის საბურავები ზამთრისებით შევცვალოთ.

როგორ გავარჩიოთ ზამთრის საბურავი ზაფხულისაგან?

ზაფხულის საბურავებთან შედარებით, ზამთრის საბურავებს გააჩნიათ შედარებით რბილი ზედაპირი, მკაფიოდ შესამჩნევი ზოლებით. ისინი ეხმარებიან მათ, თოვლისა და ტალახის მიწებების თავიდან ასაცილებლად. გარდა ამისა, რეზინის სპეციალური ნაერთები უზრუნველყოფენ საბურავების ელასტიურობას დაბალ ტემპერატურაზე - ეს კი საგრძნობლად აუმჯობესებს საფართან მათ მოჭიდებას.

აღნიშვნები საბურავებზე

ზამთრის საბურავებს დატანილი აქვთ მთის და ფიფქის პიქტოგრამა. M+S წარწერა კი ტალახს და თოვლს ნიშნავს. ყველა საბურავი ვალიდურია კონკრეტულ თარიღამდე და ვადის გასვლის შემდეგ მათი შეცვლა აუცილებელია.

რა მოხდება თუ ზაფხულის საბურავებით ზამთარში ვივლით?

ბევრი ექსპერიმენტი და რეალური მაგალითი არსებობს იმისა, თუ რამდენად ზრდის სამუხრუჭე მანძილსა და ავარიული სიტუაციის ალბათობას ზაფხულის საბურავი ზამთარში. უსაფრთხო მგზავრობისთვის, ევროპულ ქვეყნებში სეზონზე ზამთრის საბურავების დაყენება აუცილებელიც არის და საკმაოდ სოლიდური ჯარიმებია დაწესებული.

იმის მიუხედავად, რომ ჩვენთან მსგავსი ჯარიმები არ არსებობს, თითოეულ მძღოლს უნდა გვესმოდეს, რომ საბურავის არასწორი შერჩევით, რისკის ქვეშ ვაყენებთ, როგორც ჩვენს, ასევე სხვა მძღოლების ჯანმრთელობას - ერთი და იგივე ტიპის საბურავი, ვერანაირად იმუშავებს იდენტურად ზამთარსა და ზაფხულში.

რადგან უკვე ზამთარიც დადგა და ტემპერატურა 7 გრადუსზე ქვემოთ დაეცა, უმჯობესია დაიწყო ზამთრის საბურავების შერჩევა, ზაფხულის კი თეგეტას საბურავების სასტუმროში შეინახო.