ინდოელმა ბიზნესმენმა $266 ათასი დახარჯა, რათა თავისი ცოლისთვის თაჯ-მაჰალის მესამედი ზომის ასლი აეგო
ინდოელმა ბიზნესმენმა, ანანდ პრეკაშ ჩოკსიმ, 200 მილიონი რუპია ($266 ათასი) დახარჯა, რათა თავისი ცოლისთვის "სიყვარულის მონუმენტად" წოდებული თაჯ-მაჰალის ასლი აეგო. მართალია, ნაგებობა ორიგინალს ზომით სამჯერ ჩამოუვარდება, ის მაინც მარმარილოსგანაა აშენებული.
ასევე ორიგინალის ისტორიისგან განსხვავებით, ჩოკსის ცოლი, 27 წლის მანჯუშა, ცოცხალია და თანაც, ასეთი მასშტაბის სურვილები სულაც არ ჰქონია.
"ჩემს ცოლს მხოლოდ მედიტაციისთვის უნდოდა ცალკე ოთახი. სულიერებაზე ზრუნავს", — აღნიშნავს ჩოკსი, — "ამბობს, რომ გუმბათი სულ სხვა ატმოსფეროს ქმნის და გარემოს დადებითი ენერგიით ავსებს".
ბიზნესმენის თქმით, ნაგებობის შიდა სივრცე, მედიტაციის ოთახის გარდა, ორ საძინებელსა და ბიბლიოთეკას მოიცავს. მის ასაშენებლად ჩოკსის თავადვე დასჭირდა აგრაში რამდენჯერმე გამგზავრება და ორიგინალისთვის თვალის შევლება, რათა ინტერიერიც მეტ-ნაკლებად იდენტური ყოფილიყო.
"ინტერნეტში განთავსებული ბევრი 3D გამოსახულებაც მოვიშველიეთ, რათა ჩვენებური ვერსია შეგვექმნა", — დასძენს იგი.
სხვათა შორის, მეზობლებსაც და ტურისტებსაც შეუძლიათ, ბიზნესმენის მიწის ნაკვეთზე აშენებულ თაჯ-მაჰალის ასლს ეწვიონ.
"ბევრმა დაიწყო თავისი წინასაქორწილო ფოტოების აქ გადაღება", — ამბობს ჩოკსი, — "მეც არ ვუშლი, რადგან ჩვენს პატარა ქალაქში ყველა ყველას იცნობს, ჩემი სახლი კი მათთვის ღიაა".
ბიზნესმენი ასევე ამატებს, რომ ეს ნაგებობა მხოლოდ თავისი სიყვარულის სიმბოლო არაა.
"დღეს ჩვენს ქვეყანაში ბევრი სიძულვილია. ხალხი რწმენისა და კასტის მიხედვით იყოფა. ეს სახლი კი იმ სიყვარულის სიმბოლოა, რომელიც სოციალური სხვაობებისა და პოლიტიკური ქაოსის მიღმაა".
დელის სამხრეთით, აგრაში მდებარე თაჯ-მაჰალის ორიგინალური ნაგებობა მე-17 საუკუნეში ააგებინა იმპერატორმა შაჰ ჯაჰანმა, როგორც ერთგვარი მავზოლეუმი თავისი ცოლის, მუმთაზისთვის. ეს მონუმენტური ნაგებობა, რომელსაც ნობელიანტმა რაბინდრანათ თაგორმა "დროის ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი" უწოდა, მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთია.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები