"ბირთვული სინთეზი იმაზე სწრაფად გვიახლოვდება, ვიდრე წარმოგიდგენიათ" — გზა ბირთვული ენერგიისაკენ
ბირთვულ სინთეზთან დაკავშირებით უკვე თითქმის 6 ათწლეულია, არაერთ პირობას ვისმენთ, რაც საზოგადოებაში სკეპტიციზმის დასამკვიდრებლად ნამდვილად საკმარისი დროა: ნუთუ ოდესმე მართლა მივუახლოვდებით მას?
უკანასკნელ წლებში სამეცნიერო საზოგადოებაში მნიშვნელოვანი პროგრესი ვიხილეთ. Financial Times-ის მოხსენებაზე დაყრდნობით, ბირთვული სინთეზი და ულიმიტო მდგრადი ენერგიის პოტენციალი უკვე ძალიან ახლოსაა. წელს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით IPCC-ის შემაშფოთებელი მოხსენება გამოქვეყნდა, რის ფონზეც წიაღისეული საწვავის მოხმარებასთან დაკავშირებით მოსალოდნელ შეზღუდვებზეც მიდის საუბარი, ამასობაში კი ბირთვული სინთეზის იდეა იმაზე აქტუალური ხდება, ვიდრე ოდესმე.
"ბირთვული სინთეზი იმაზე სწრაფად ახლოვდება, ვიდრე წარმოგიდგენიათ", — განაცხადა ენდრიუ ჰოლანდმა, სინთეზის ინდუსტრიის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.
Financial Times-ის მოხსენებაზე დაყრდნობით, ბირთვული სინთეზის ენერგიისათვის გამოყენებულ ერთ ჭიქა საწვავს ნავთობის ერთი მილიონი გალონის ენერგიული პოტენციალი გააჩნია და შეუძლია, სახლი ენერგიით 800 წლის განმავლობაში უზრუნველყოს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ უკანასკნელ წლებში ბირთვული სინთეზის სუფთა ენერგიის წარმოსაქმნელად არაერთ დაბრკოლებას შევეჩეხეთ, თუნდაც საკმარისად ძლიერი მაგნიტების შექმნას იმისათვის, რომ ბირთვული სინთეზის განსახორციელებლად სუპერცხელი პლაზმა შენარჩუნდეს.
ბირთვულ სინთეზში კაპიტალდაბანდებას ულიმიტო ენერგიამდე მივყავართ
მიუხედავად არაერთი დაბრკოლებისა, უკანასკნელ წლებში ამ კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. მაგალითად, ამ თვეში The Korea Institute of Fusion Energy-ის მიერ ბირთვული სინთეზის რეკორდი ვიხილეთ, სადაც KSTAR-ის რეაქტორი ერთ მილიონ გრადუსზე 30 წამის განმავლობაში ამუშავეს. გუნდი იმასაც აპირებს, რომ საკუთარი შედეგი 2026 წლისათვის 300 წამამდე გააუმჯობესოს.
ასევე იხილეთ: სამხრეთკორეულმა "ხელოვნურმა მზემ" ბირთვული სინთეზის რეკორდი დაამყარა.
აღსანიშნავია ისიც, რომ UK Atomic Authority-მ ტოკამაკისათვის (ბირთვული სინთეზის რეაქტორი) მსოფლიოში პირველი, ნამუშევარი აირების გამოშვების სისტემა შექმნა, რაც მოწყობილობებში ტემპერატურათა მნიშვნელოვან შემცირებას შეუწყობდა ხელს და მათი მუშაობის დროს გაახანგრძლივებდა.
ბილ გეიტსის მიერ დაფუძნებულმა სტარტაპმა Commonwealth Fusion Systems ახლახან წარმატებულ ტესტირებათა შედეგებიც გაგვიზიარა, რომლებიც წარმოუდგენელი ენერგოეფექტურობის მქონე მძლავრ მაგნიტზე ჩაატარეს, ბირთვული სინთეზის ექსპერიმენტ SPARC-ის ფარგლებში.
ასევე იხილეთ: მეცნიერები ულიმიტო ბირთვული ენერგიის მიღებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ.
Financial Times-ის მოხსენებას თუ დავუჯერებთ, მსოფლიოს კლიმატის ცვლილებების ყველაზე საშინელი ეფექტების შემსუბუქება სურს და ბირთვული სინთეზის ტექნოლოგიებშიც არაერთი ინვესტიცია ეშვება. მაგალითად, სემ ალტმენმა ახლახან 375 მილიონი დოლარი ჩადო Helion-ში, აშშ-ში შექმნილ სტარტაპში, რომელმაც პირობა დადო, რომ 2024 წლისათვის პერსპექტიულ სინთეზს წარმოგვიდგენდა.
თუ ბირთვული სინთეზის საქმეში კიდევ არაერთი ინვესტიცია ჩაიდება, შესაძლოა, საბოლოოდ რეაქტორიც ვიხილოთ, რომელიც იმაზე მეტ ენერგიას წარმოქმნის, ვიდრე თავად ესაჭიროება სამუშაოდ. ამ შემთხვევაში ენერგიის წარმოების საკითხი უკეთესობისაკენ შეიცვლება, ჩვენ კი ზღვა ელექტროენერგიით სარგებლობას შევძლებთ, რომელიც ხელოვნურად იმავე მექანიზმით წარმოიქმნება, როგორც თავად ვარსკვლავებში ხდება ხოლმე.
კომენტარები