მეცნიერები ულიმიტო ბირთვული ენერგიის მიღებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ
MIT-ის ანგარიშის მიხედვით, წარმოუდგენლად მძლავრი ენერგო-ეფექტიანი მაგნიტის წარმატებული გამოცდა წარმოადგენს ბირთვული სინთეზის განვითარების გადამწყვეტ ეტაპს, რაც კიდევ ერთი ნაბიჯით გვაახლოებს კომერციულ ბირთვულ ენერგიასთან.
ბილ გეითსის მიერ დაფუძნებულმა სტარტაპმა Commonwealth Fusion Systems (CFS) და MIT-ის პლაზმის მეცნიერებისა და სინთეზის ცენტრმა (PSFC) ოთხშაბათს, 8 სექტემბერს განაცხადეს, რომ მაგნიტის შემოწმებები, რომლებიც მასაჩუსეტსში, MIT-ის (PSFC) ცენტრში კვირას ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე ჩაატარეს, წარმატებული გამოდგა.
ახალი ზეგამტარული მაგნიტი ბირთვული სინთეზის ენერგიასთან ერთი ნაბიჯით გვაახლოებს
შემოწმებების დროს მაგნიტურმა ველმა 20 ტესლას მიაღწია. ნაწილაკი, რომელიც 1 ტესლა ველში მოძრაობს 1 მეტრი წამში სიჩქარით და აქვს 1 კულონი მუხტი განიცდის ძალის ზემოქმედებას, რომელიც 1 ნიუტონის ტოლია. ამ ერთეულს მაგნიტის სიძლიერის გასაზომად იყენებენ.
შედარებისთვის, 2019 წელს შექმნილი ზეგამტარულმა მაგნიტმა მსოფლიო რეკორდი მოხსნა და 45.5 ტესლა სიმძლავრის მაგნიტური ველი შექმნა. თუმცა, MIT-ისა და CFS-ის მაგნიტს ზემოაღნიშნულისგან ის განასხვავებს, რომ ამ შემთხვევაში 20 ტესლა სიმძლავრის ველის მისაღწევად სულ რაღაც 30 ვატი ენერგია დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ MIT-ის მიერ აქამდე შექმნილი მაგნიტი 200 მილიონ ვატ ენერგიას მოიხმარდა.
ახალი მაგნიტი ენერგიის დაზოგვის მაღალი ინტენსივობის მაგნიტური ველი მისაღებად მაღალტემპერატურულ ზეგამტარს იყენებს. მისი სიძლიერიდან გამომდინარე, CFS და MIT ფიქრობენ, რომ მან ტოკამაკ სინთეზის რეაქტორში "ნულოვანი ენერგიის მოხმარების" მიღწევა უნდა გახადოს შესაძლებელი. ეს ნიშნავს, რომ იმაზე ბევრად მეტი ენერგია წარმოიქმნება, ვიდრე ეს რეაქტორს სინთეზის რეაქციის შესანარჩუნებლად დასჭირდება.
აღსანიშნავია, რომ აქამდე სინთეზის ნულოვანი ენერგიისთვის არც ერთ კომპანიას არ მიუღწევია. ჯამური ნულოვანი ენერგიის მიღება კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალში პრაქტიკულად ულიმიტო ბირთვული სინთეზის ენერგიის მისაღებად.
CFS-ისა და MIT-ის ახალ მაგნიტურ მიღწევაზე CNBC-ისთან ინტერვიუში ენრდიუ ჰოლანდმა, სინთეზის ინდუსტრიის ასოციაციის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა. მისი განცხადებით, "სინთეზის ინდუსტრიის მიღწევების თვალის დევნებით ჩვენ ახალი, სუფთა, მდგრადი და ყოველთვის ხელმისაწვდომი ენერგიის წყაროს დაბადების მომსწრენი ვხდებით". CFS-მ უკვე 250 მილიონი დოლარი მიიღო ინვესტორებისგან — მათ შორის Breakthrough Energy Ventures-ისგან, რომლის მხარდამჭერებსაც ბილ გეითსი, ჯეფ ბეზოსი და რიჩარდ ბრენსონი წარმოადგენენ.
ახალ მაგნიტს მეცნიერები CFS-ის სინთეზის ტოკამაკ ექსპერიმენტში, სახელწოდებით SPARC-ში გამოიყენებენ, რომელიც ამჟამად მასაჩუსეტსში შენდება. შემდეგი ეტაპი კი რეალური ელექტროსადგურის შექმნაა. MIT და CFS პირველი მოქმედი სინთეზის ენერგიის სადგურის — ARC-ის შექმნას ადრეულ 2030-იან წლებში ისახავენ მიზნად.
კომენტარები