სასკოლო განათლებაში სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებისთვის პროექტი "გავიღიმოთ“ იწყება
ფოტო: თიბისი
საქართველოს სასკოლო განათლებაში სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებისა და მოსწავლეებსა და მასწავლებლების ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხელშესაწყობად, ბალტიის და შავი ზღვის ალიანსი საქართველო, ჩეხეთის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, ახალ პროექტს — "გავიღიმოთ" იწყებს.
პროექტის მხარდამჭერები არიან: თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და რე ბანკი.
პროექტის მიზანი საქართველოს სასკოლო განათლებაში მტკიცებულებაზე დაფუძნებული ემოციების მართვისა და სოციალური ურთიერთობების საბაზისო ჩვევების სწავლებაა. აღსანიშნავია, რომ კოვიდ- პანდემიის ფონზე სოციალურ-ემოციური უნარების განვითარების საჭიროებამ კიდევ უფრო მეტი რელევანტურობა შეიძინა. 2021 წლის თებერვალში BBSA-Georgia-ს მკვლევართა გუნდი საერთაშორისო შედარებით კვლევაში ჩაერთო, რომელიც ადასტურებს, რომ პანდემიამ მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა.
"ცნობილია, რომ ფსიქიკური პრობლემების 50% საწყისს იღებს მოზარდობის ასაკში.სკოლა და მასწავლებლები წამყვან როლს თამაშობენ მოზარდთა ჰარმონიული განვითარების პროცესში. სამწუხაროდ, არსებული სასწავლო პროგრამები ამ ამოცანას თავს ვერ ართმევენ. ჩვენი ინიციატივის მიზანია, საქართველოს სასკოლო სასწავლო პროგრამებში დავნერგოთ ევროპის ქვეყნების სასკოლო პროგრამებში მოქმედი პრაქტიკა, სადაც მოზარდებს ასწავლიან ემოციების მართვას და სოციალური ურთიერთობების ბაზისურ ჩვევებს, რაც მოზარდებს დაეხმარება გაცნობიერებულად მართონ სოციალურ-ემოციური პროცესები", — აცხადებს სიმონ სურგულაძე, ლონდონის კინგს კოლეჯის კრიზისული სამსახურის ექიმი ფსიქიატრი.
"განათლების სფეროს განვითარების ხელშეწყობა უკვე მესამე ათწლეულია თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენთვის სასიხარულოა განათლების სფეროში ისეთი მასშტაბური პროექტის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს სასკოლო პროგრამებში განვითარებული ევროპული ქვეყნების სასარგებლო პრაქტიკას დაამკვიდრებს და მოზარდებს ასწავლის ემოციების მართვას, სოციალური ურთიერთობების ჩვევებს, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზე, პროსოციალურ ქცევასა და პრობლემის გადაჭრის უნარებზე", — ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების ხელმძღვანელი.
"გავიღიმოთ" ჩეხეთის მტკიცებულებაზე დაფუძნებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ხორციელდება. პროექტის განხორციელების პროცესში დარგის ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტები არიან ჩართულები, მათ შორის სიმონ სურგულაძე, ლონდონის კინგს კოლეჯის კრიზისული სამსახურის ექიმი ფსიქიატრი; პეტრ ვინკლერი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის (პრაღა) წარმომადგენელი; პროფესორი თიკო ცომაია, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), Baltic to Black Sea Alliance – Georgia თავმჯდომარე, "ღიას" დამფუძნებელი და სხვა მოწვეული სპეციალისტები.
პროექტის "გავიღიმოთ" საზეიმო გახსნის ღონისძიება ფრონტლაინ კლუბში გაიმართა, სადაც საორგანიზაციო გუნდმა და მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ინიციატივის და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.
-
"მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი და უხეშ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ ადამიანებს" — ირაკლი კობახიძე ვახო სანაიას დაკავებაზე "მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი და უხეშ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ ადამიანებს" — ირაკლი კობახიძე ვახო სანაიას დაკავებაზე
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი და რა საიდუმლოებებს ინახავს ის შემდეგი პოდკასტი: როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი და რა საიდუმლოებებს ინახავს ის
-
ქვიზი: გამოიცანი ბერძენი ავტორი ერთი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ბერძენი ავტორი ერთი ფრაზით
-
შესაძლოა, ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა პირველი "ეგზომთვარე" დააფიქსირეს შესაძლოა, ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა პირველი "ეგზომთვარე" დააფიქსირეს
გადახედვა
-
ავსტრიაში, სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება გაიხსნა ავსტრიაში, სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება გაიხსნა
გადახედვა
-
საავტორო უფლებების დარღვევისთვის Anthropic მწერლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის საავტორო უფლებების დარღვევისთვის Anthropic მწერლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
კევინ სუსმანის თქმით, Big Bang Theory-ის გაგრძელებაში ფანები სტიუარტს ლიდერის როლში იხილავენ კევინ სუსმანის თქმით, Big Bang Theory-ის გაგრძელებაში ფანები სტიუარტს ლიდერის როლში იხილავენ
გადახედვა
-
პირველი ქართველი მრბოლელი ბრიტანული ფორმულა 4-ის ჩემპიონატში | გაუსწარი დროს პირველი ქართველი მრბოლელი ბრიტანული ფორმულა 4-ის ჩემპიონატში | გაუსწარი დროს
-
ბათუმში დაჭრილი 31 წლის კაცი ხელოვნურ სუნთქვაზეა ბათუმში დაჭრილი 31 წლის კაცი ხელოვნურ სუნთქვაზეა
გადახედვა
-
10 ფოტო წარსულიდან, რომლებიც ყოველდღიურ ამბებს შავ-თეთრად გვიყვება 10 ფოტო წარსულიდან, რომლებიც ყოველდღიურ ამბებს შავ-თეთრად გვიყვება
გადახედვა
-
ილონ მასკი ოდისეის ისტორიულად ზუსტი AI-ვერსიის შექმნას გეგმავს ილონ მასკი ოდისეის ისტორიულად ზუსტი AI-ვერსიის შექმნას გეგმავს
-
როგორია ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი 2 ახალგაზრდის მდგომარეობა? — ექიმის კომენტარი როგორია ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი 2 ახალგაზრდის მდგომარეობა? — ექიმის კომენტარი
გადახედვა
-
მშენებარე ბინები ბათუმში: მშენებლობის ეტაპზე ყიდვის უპირატესობები და რისკები მშენებარე ბინები ბათუმში: მშენებლობის ეტაპზე ყიდვის უპირატესობები და რისკები
-
აქტივისტი ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პირი დააკავეს აქტივისტი ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პირი დააკავეს
გადახედვა
-
როცა მთელი საქართველო სცენად იქცევა — როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება როცა მთელი საქართველო სცენად იქცევა — როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება
-
ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
გადახედვა
-
OpenAI-ის AI მოდელმა იზოლირებულ სატესტო გარემოს თავი დააღწია და კიბერშეტევა განახორციელა OpenAI-ის AI მოდელმა იზოლირებულ სატესტო გარემოს თავი დააღწია და კიბერშეტევა განახორციელა
გადახედვა
-
თბილისში, ვერაზე სროლა იყო, არიან დაჭრილები თბილისში, ვერაზე სროლა იყო, არიან დაჭრილები
გადახედვა
-
მეცნიერებს სურთ, შექმნან სისტემა, რომელიც კოსმოსში ბირთვულ იარაღს დააფიქსირებს მეცნიერებს სურთ, შექმნან სისტემა, რომელიც კოსმოსში ბირთვულ იარაღს დააფიქსირებს
გადახედვა
-
მეცნიერები ადამიანის კბილების ხელახლა გაზრდას ცდილობენ მეცნიერები ადამიანის კბილების ხელახლა გაზრდას ცდილობენ
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, სიმშვიდის შესანარჩუნებლად მაიმუნები ერთმანეთს კოცნიან და ეხუტებიან ახალი კვლევის თანახმად, სიმშვიდის შესანარჩუნებლად მაიმუნები ერთმანეთს კოცნიან და ეხუტებიან
გადახედვა
კომენტარები