თუ ავტომობილი გაგიფუჭდათ და შესაკეთებლად დრო არ გაქვთ
ალბათ ბევრჯერ გაგიგიათ, რომ ცხოვრება აჩქარდა და ვეღარაფერს ვასწრებთ. ეს სცენარი კიდევ უფრო მძაფრდება, თუ სამსახურში დედლაინი გაქვს და ამავე დროს მოულოდნელი უსიამოვნება სრულად ცვლის შენს გეგმებს.
ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი სიტუაცია ავტომობილის გაფუჭებაა და ახლა ერთ გამოცდილებას გაგიზიარებთ, რომლის მიღებამდეც მეგონა, ან სამსახურს დავკარგავდი, ან მანქანას.
სამსახურიდან სახლის გზაზე მიმავალს, უცებ ავტომობილიდან უცხო ხმა შემომესმა. სიჩქარის ოდნავ დაგდების შემდეგ, ისეთივე ჩასაფრებული ვცდილობდი ამ ხმაურის წყაროს მიგნებას, როგორც მტაცებელი ცხოველი ჩაუსაფრდება ხოლმე თავის მომავალ მსხვერპლს.
ავარიული სიგნალების თანხლებით, ავტომობილი უსაფრთხო ადგილას გავაჩერე და ხმაურის სავარაუდო ადგილმდებარეობის ძებნა განვაგრძე. ვუყურებდი და ვუსმენდი ჩემს ცხოვრებაში დაუკითხავად შემოჭრილ პრობლემას, თუმცა, საბოლოოდ, მაინც ვერაფერი დავინახე.
სახლთან ხშირი გაჩერებებით მისულმა, გადავწყვიტე, ამეხადა "კაპოტი" და კიდევ ერთხელ შემეთვალიერებინა იქაურობა. სწორედ ამ დროს გამოჩდნენ ჩემი "ავტომცოდნე" მეზობლები, რომლებმაც ათასი ვერსია ჩამომითვალეს, თან დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათი ვერსია იყო ავტომობილის გაფუჭების რეალური მიზეზი. სრულიად უიმედოდ ავედი სახლში.
დილით ავტომობილი იმის იმედით დავქოქე, რომ ეს ხმა სადღაც გაქრებოდა, თუმცა ის უფრო ხმამაღალი და პრობლემური გახდა. ნათელი იყო, რომ სამსახურში მანქანით წასვლა აღარ გამოვიდოდა და ჩქარი ნაბიჯით საზოგადოებრივ ტრანსპორტს მივაშურე.
ჩემს ავტომობილზე ფიქრში, სამსახურის გაჩერებას გავცდი. დაგვიანებულმა, პრობლემა თანამშრომლებს გავანდე და დავიწყე მეგობრების ჩატებში ადამიანის ძებნა, ვინც შეძლებდა ჩემი ავტომობილის გასაკეთებლად წაყვანას. თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ, ზოგი დაკავებული, ზოგიც ქალაქგარეთ აღმოჩნდა.
ან ჩემი დედლაინი უნდა გადამედო, ან ავტომობილის შეკეთება, იმ ავტომობილის, რომლითაც მთელი ოჯახი მეორე დღეს დიდი ხნით ადრე დაგეგმილ მოგზაურობაში მიმყავდა.
დღის განწყობა ერთმა ტელეფონის ზარმა შეცვალა — პერსონალური მენეჯერი ჩემი ავტომობილის გასაღებს მთხოვდა. ჩემი ფორიაქის დასამშვიდებლად, თანამშრომლებს თეგეტაში დაურეკავთ და დასახმარებლად პერსონალური მენეჯერი გამოუძახებიათ.
ახლა სიამოვნებით მოგიყვებით, როგორი წარმატებით დავხურე პროექტი, რომლის დედლაინიც იმ საღამოს მქონდა. სანამ მე პრეზენტაციაზე ვიყავი, ჩემს ავტომობილზე სერვისის მენეჯერი ზრუნავდა.
ეტაპობრივად მატყობინებდა, რა სჭირდა ჩემს მანქანას, რის შეცვლას გეგმავდნენ და რა ჯდებოდა ესა თუ ის მომსახურება. დასტურის მიღების შემდეგ, რამდენიმე საათით დამემშვიდობა და დღის ბოლოს, სრულიად გამართული ჩემს სამსახურთან მომიყვანა.
კიდევ უფრო სასიამოვნო აღმოჩნდა დიდი ხნის წინ დაგეგმილი მოგზაურობაც, რომლის ფარგლებში შემოვლილ რაჭა-ლეჩხუმის გზებს ჩემმა ავტომობილმა ყველანაირი შეფერხების გარეშე გაუძლო.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები