იაპონია ჩიპების გლობალური დეფიციტის დასასრულებლად 5 მილიარდ დოლარს გაიღებს
იაპონია მსოფლიოს ყველაზე დიდი ჩიპების მწარმოებელი ქვეყანაა და ჩიპსეტების გლობალური დეფიციტი მას განსაკუთრებულად ეხება.
სწორედ ამიტომ, ტექნოლოგიურმა გიგანტმა ნახევარგამტარების მწარმოებელთა დასახმარებლად 5.2 მილიარდი ამერიკული დოლარის (600 მილიარდი იენი) ინვესტიციის განხორციელება გადაწყვიტა.
ეს თანხა რამდენიმე კომპანიაზე გადანაწილდება. ინვესტიციის ყველაზე დიდ ნაწილს ნახევარგამტარების ყველაზე დიდი, ტაივანური მწარმოებელი TSMC მიიღებს. სწორედ ეს უკანასკნელი უმზადებს Apple-სა და სხვა გიგანტებს ჩიპსეტებს.
თავის მხრივ, TSMC-მაც დაანონსა, რომ ისინი Sony Group Corp-თან თანამშრომლობით იაპონიაში ჩიპსეტების ქარხნის ასაშენებლად $7 მილიარდს გაიღებენ.
200 მილიარდ იენს იაპონია სხვადასხვა ქარხნებში და ახალ პროექტებში ჩადებს. მათ შორის იქნება ამერიკული მეხსიერების მწარმოებელი Micron Technology და იაპონური Kioxia Holdings.
1980-იანი წლებიდან დღემდე, იაპონია ჩიპების მსოფლიოს ყველაზე დიდი მწარმოებელია. მას შემდეგ ქვეყანა მუდამ ცდილობდა არ ჩამორჩენოდა მზარდ ბაზარს და მუდამ კონკურენტუნარიანი ყოფილიყო, თუმცა ჩიპსეტების გლობალური დეფიციტი ყველა ქვეყანას შეეხო და გამონაკლისი არც იაპონია ყოფილა. ამიტომ, იაპონიის მთავრობამ მსგავსი ინვესტიციის განხორციელება და ტექნოლოგიური კომპანიების დახმრება საჭიროდ ჩათვალა.
ჩიპსეტების შოვნა წელს ყველა დიდ კომპანიას უჭირს, მოთხოვნა მიწოდებაზე გაცილებით დიდია და დეფიციტიც სწორედ ასე იქმნება.
ნახევარგამტარების გლობალური დეფიციტი ნიშნავს, რომ ბაზარზე თითქმის შეუძლებელია PlayStation 5-ის, Xbox Series X-ის ან უბრალოდ წესიერი ვიდეობარათის ყიდვა. არც AMD-ისა და არც Nvidia-ს საკმარისი კომპონენტები არ აქვთ.
დეფიციტის გამომწვევი მიზეზი საკმაოდ ბევრია — ყველაფერი პანდემიით დაიწყო, COVID-19-ის გამო დაიხურა საწარმოები და ჩიპსეტების წარმოება კატასტროფულად შემცირდა, ამის პარალელურად ადამიანებს სახლებში მოუწიათ ჩაკეტვა და მოთხოვნა ლეპტოპებზე, კომპიუტერებზე, სმარტფონებსა თუ სხვა ნებისმიერ ტექნიკაზე საგრძნობლად გაიზარდა. ამ ყველაფერს დაემატა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის არასწორი გადაწყვეტილებები და წარმოებული სავაჭრო ომი ჩინეთთან.
რაღა თქმა უნდა, დროის გასვლასთან ერთად დეფიციტის პრობლემაც გადაიჭრება, მიწოდება ისევ გადაჯაბნის გაზრდილ მოთხოვნას და მომხმარებლებიც მარტივად შეძლებენ სასურველი პროდუქტების შეძენას, აღარ დაჭირდებათ საიტიდან საიტზე გადასვლა და გადამყვიდველების დაუსრულებელი ძებნა, რომელთა პოვნის შემთხვევაშიც ნივთის ყიდვა, ყველაზე კარგ ვარიანტში, გაორმაგებულ ფასად მოუწევთ.
თუმცა, მნიშვნელოვანია რომ მომავალში ასეთ დეფიციტებს კომპანიები მომზადებულები შეხვდნენ, ამიტომ საჭიროა ძირეული ცვლილებები, მათ შორის, კომპანიების მიდგომების კუთხითაც.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები