დავიწყე დარაჯად მუშაობა და დღეს თქვენ წინაშე ვარ წარმოდგენილი — უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაზე, პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი გენადი მაკარიძის ბიოგრაფიის დეტალებით დაინტერესდა, სადაც წერია, რომ მისი პირველი პროფესია ნედლეულის გადამუშავების ტექნოლოგიის მიმართულებაა, 28 წლამდე სამსახური არ უფიქსირდება და ასევე, მაკარიძე ერთ-ერთი სასამართლოს დარაჯად მუშაობდა.
მაკარიძე პირველ პროფესიად ნედლეულის გადამუშავების მიმართულების არჩევას სოციალური პრობლემებით ხსნის, რაც შეეხება სამსახურის მხოლოდ 2004 წელს დაწყებას, ამბობს, რომ მანამდე სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული.
"სკოლას რომ ვამთავრებდი უკვე ვიცოდი, რომ იურისტი უნდა ვყოფილიყავი, გარემოებები იყო — სოციალური საკითხები, რის გამოც დაბრკოლდა თავდაპირველად იურიდიულზე ჩაბარება", — თქვა მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
ამის შემდეგ ის ერთ-ერთი სასამართლოს დარაჯის თანამდებობაზე იწყებს მუშაობას.
"ამ კითხვას იმიტომ გისვამთ, რომ თქვენ მერე იწყებთ მუშაობას ერთ-ერთ სასამართლოში დარაჯის პოზიციაზე და მერე იწყება ძალიან შთამბეჭდავი თქვენი კარიერული წინსვლა და აი, აქ ხართ უზენაესის სასამართლოს კანდიდატად მობრძანებული. ჩემი აზრით, ცოტა უცნაურია, რომ 28 წლამდე ადამიანი არ არის საერთოდ დაკავებული თვითგანვითარებით და მერე ესე მოკლედ დროში თავბრუდამხვევ კარიერას იკეთებს იურისპრიდენციის და განსაკუთრებით სასამართლოს კუთხით", — აღნიშნა იოსელიანმა სხდომაზე.
ქართული ოცნების დეპუტატმაც მას ჰკითხა, რამ უბიძგა მოსამართლე გამხდარიყო, რაზეც მაკარიძემ უპასუხა.
"დავიწყე დარაჯად მუშაობა და დღეს თქვენ წინაშე ვარ წარმოდგენილი. ერთადერთი რაც ვიცოდი, ყოველთვის უნდა მეშრომა. ვშრომობდი პატიოსნად იმ საკითხებთან მიმართებაში, რაც მევალებოდა. თვითონ ეს პროფესია ძალიან მიყვარს, სკოლას რომ ვამთავრებდი უკვე ვიცოდი და მინდოდა იურისტი ვყოფილიყავი, თუმცა იმთავითვე რომ მოსამართლე გავხმდარიყავი ეს გადაწყვეტილი არ მქონდა", — თქვა მან.
ლევან იოსელიანი, ასევე, დაინტერესდა, რას ფიქრობს მინიმალურ სახელფასო განაკვეთთან დაკავშირებით, უნდა არსებობდეს თუ არა და თუ იცნობს ევროპულ პრაქტიკას ამ თვალსაზრისით. ევროპულ პრაქტიკასთან დაკავშირებით უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატმა თქვა, რომ მას ძალიან მწირია ცოდნა აქვს.
რაც შეეხება მის დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ, მაკარიძემ იოსელიანს უპასუხა, რომ ამაზე ასე ღრმად არ უფიქრია.
ის, ასევე, სასამართლოში კლანის არსებობის შესახებ მოსაზრებას არ იზიარებს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართელობის კანდიდატის ძირითადი ბიოგრაფიული მონაცემები კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა წაიკითხა.
- 1993-1998 წლებში ქუთაისის მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტის მეორადი ნედლეულის გადამუშავების ტექნოლოგიის სრული კურსი; კვალიფიკაცია ინჟინერ-ქიმიკოს-ეკოლოგი.
- 2002-2006 წლებში ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სრული კურსი, კვალიფიკაცია იურისტი, რომელიც არის მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- სპეციალობის მუშაობის გამოცდილებასთან დაკავშირებით. მაკარიძეს აქვს 13-წლიანი გამოცდილება, მათ შორის მოსამართლედ მუშაობის 9 წელი და 8 თვე.
- 2019 წლის სექტემბრიდან დღემდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში უვადოდ განწესებული მოსამართლეა;
- 2018 წლის 18 იანვრიდან 2019 წლის სექტემბრამდე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია მოსამართლე;
- 2012 წლის 5 მარტიდან 2018 წლის იანვრამდე ქუთაისის საქალაქო სასამართლო მოსამართლე;
- 2012 წლის 3 იანვრიდან 2012 წლის პირველ მარტამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსულტანტი;
- 2010 წლის პირველ დეკემბერს ჩაირიცხა მსმენლად იუსტიციის უმაღლეს სკოლაში 2011 წლის 15 დეკემბრამდე;
- 2005 წლის 25 მაისიდან 2010 წლის პირველ დეკემბრამდე თბილისის საქალაქო სასამართლოში იკავებდა სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობებს.
ამასთან ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ კანდიდატს მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ტრენინგ სემინარსა თუ სასწავლო კურსში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ.
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები