გაერთიანებულმა სამეფომ რვაფეხები, კალმარები და კიბორჩხალები მგრძნობიარე არსებებად გამოაცხადა
დიდმა ბრიტანეთმა ოფიციალურად აღიარა, რომ რვაფეხები, კალმარები და კიბორჩხალები მგრძნობიარე არსებები არიან. ეს ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ აღიქვან ტკივილი და სიამოვნება.
ამ მხრივ ბრიტანეთი ცხოველთა კეთილდღეობის კანონპროექტში ცვლილებებს ამატებს. ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის გარემოს დაცვის, სურსათისა და სოფლის საქმეთა დეპარტამენტის ავრცელებს. კანონპროექტი მიზნად ისახავს, უზრუნველყოს ცხოველთა უფლებები და გაითვალისწინოს მათი გრძნობები.
"მეცნიერებას უკვე დაზუსტებით შეუძლია თქვას, რომ ასეთი არსებები ჩვეულებრივ გრძნობენ ტკივილს და ამიტომ ისინი მსგავსი კანონმდებლობით უნდა იყვნენ დაცულნი", — განაცხადა ცხოველთა კეთილდღეობის მინისტრმა ლორდ ზაკ გოლდსმიტმა.
ეს სიახლე მომდინარეობს ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლის ვრცელი მოხსენებისგან, სადაც ნათქვამია, რომ ამ არსებებს შეუძლიათ განიცადონ "ტკივილი, სიამოვნება, შიმშილი, წყურვილი, სითბო, სიხარული, კომფორტი და მღელვარება".
"ეს განპირობებულია არსებების კომპლექსური ცენტრალური ნერვული სისტემებით, გრძნობების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელით", — ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერს კანონმდებლობის დონეზე ჯერ კიდევ დამუშავება დასჭირდება და შემდგომ უკვე დამოკიდებული იქნება ხელისუფლებაზე, თუ როდის და რა ფორმით მიიღებს მას. თუმცა, თავად ფაქტი უკვე აღსანიშნავია და მიანიშნებს, რომ ბრიტანეთი ამ მხრივ ნაბიჯების გადადგმას იწყებს. საბოლოო ჯამში კი, ეს მსგავსი არსებების ცოცხლად მოხარშვის წინააღმდეგ წამოწყებული აქტივობაა.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები