7 აბსურდული ფრაზა, რომელსაც გინეკოლოგის კაბინეტში მოისმენ
უფროს თაობასთან და მათი გავლენით ზოგჯერ ახალ თაობაშიც სექსსა და სექსთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარი ჯერ კიდევ უხერხულობას იწვევს. მხოლოდ სიტყვის ხსენებაც კი გაწითლების, კოდური ფრაზების გამოყენებისა და ხშირად გაღიზიანების საფუძველიც ხდება. ამის გამო მოზარდები უფროსებისგან უსაფრთხო სექსზე, საკუთარ სხეულსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე აუცილებელ ინფორმაციას ან საერთოდ ვერ იღებენ, ან ხელში დამახინჯებული ფაქტები რჩებათ.
მსგავსი ტაბუს არსებობა კიდევ უფრო გვიმძაფრებს ისედაც ბუნებრივ მოლოდინს, რომ ამ თემაზე პროფესიონალი მაინც, ამ შემთხვევაში კი — გინეკოლოგი, თავისუფლად გაგვესაუბრება და ჩვენს კითხვებს ამომწურავ პასუხებს ხმამაღლა, თამამად და გასაგებად გასცემს.
სამწუხაროდ, ხანდახან ჩვენი მოლოდინი არ მართლდება და გინეკოლოგი სექსუალურ ცხოვრებაზე თამამად საუბრისა და აუცილებელი რჩევების მოცემის ნაცვლად, გაურკვეველ კითხვებს გვისვამს ისე, რომ სიტყვა სექსსაც კი არ ახსენებს. პროფესიონალისგან მსგავსი მიდგომა კი სტერეოტიპებს კიდევ უფრო აღრმავებს და პაციენტსაც უხერხულობას უქმნის. უხერხულობა კი ხშირად სასურველი კითხვების დასმისგან თავის შეკავებას გვაიძულებს.
გინეკოლოგების მიერ სექსზე ღიად საუბრისგან თავის შეკავება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი პრობლემაა. ამის მიუხედავად, მათი მცდელობა, უხერხულობა თავიდან აიცილონ (რაც, თავის მხრივ, უფრო დიდ უხერხულობას იწვევს) უამრავი სახალისო ფრაზის გამოგონებით მთავრდება. ამ კოდურ ფრაზებს გინეკოლოგები იმის გასაგებად იყენებენ, აქვს თუ არა სექსი პაციენტს.
რა თქმა უნდა, სტატიაში აღწერილი პრობლემა ყველა გინეკოლოგზე არ ვრცელდება. შესაბამისად, ჩამოთვლილ ფრაზებსაც მხოლოდ გინეკოლოგების ნაწილი იყენებს. თუ ამ ფრაზებიდან არცერთი გეცნობა, გილოცავთ — საქმე ნამდვილ პროფესიონალებთან გქონია. ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ ამ ფრთიან ფრაზებს მომავალშიც გადაურჩები.
მაშ ასე, გთავაზობთ 7 აბსურდულ ფრაზას სექსის შესახებ, რომელსაც გინეკოლოგთან მოისმენ:
1. გათხოვილი ხარ?
კლასიკური კითხვაა. ამას უკვე შევეჩვიეთ. თუ გათხოვების ხსენებისას გონებაში მხოლოდ ქორწინების მოწმობა გიტრიალებს, კარგად დაფიქრება გმართებს!
2. გათხოვილი ხარ თუ ქალიშვილი?
ეს კითხვა პირველი კითხვის უფრო გართულებული და კატეგორიული ვერსიაა. ის ცალკე გამოყოფას იმსახურებს, რადგან ხშირად ბონუსად გინეკოლოგის ეჭვნარევი მზერაც მოყვება. ამ კითხვის ავტორი თვლის, რომ ან გათხოვილი ხარ, ან სექსი არასდროს გქონია — ოქროს შუალედი არ არსებობს!
3. ლოგინი გაქვს?
თუ ამ კლასიკად ქცეულ კითხვას მოისმენ, გახსოვდეს, რომ შენი ახლად შეძენილი ავეჯი არავის აინტერესებს!
4. ცხოვრობ?
ამ შემთხვევაშიც ცხოვრებაში რატომღაც სექსი იგულისხმება. თუ სახლში ქმართან ერთად ცხოვრობ, გინეკოლოგი კი დროებით ქმართან ცხოვრებისგან თავის შეკავებას გირჩევს, ალბათ, უკვე მიხვდებოდი, რომ ახალი სახლის ძებნა არ გჭირდება.
5. მეგობარი გყავს?
თუ გინეკოლოგმა მეგობრებზე ლაპარაკი დაგიწყო, პლატონურ ურთიერთობებზე ანდაზების გახსენება არ ღირს, რადგან ამ უწყინარი კითხვით გინეკოლოგს იმის გაგება უნდა, გაქვს თუ არა სექსი.
6. კაცი იცი?
წინა შემთხვევების ნაცვლად, ამ დროს გინეკოლოგს კაცების შესახებ შენი ცოდნის ნაცვლად შენი სექსუალური ცხოვრება აინტერესებს, ამიტომ არ დაიბნე.
7. ურთიერთობ?
ეს ყველაზე უწყინარი კითხვაა, რადგან შედარებით მარტივად მისახვედრია, რომ გინეკოლოგი შენი სექსუალური ცხოვრებითაა დაინტერესებული და პარტნიორთან შენი მიმოწერა და საუბარი ნაკლებად აინტერესებს. მიუხედავად ამისა, კითხვის უფრო მკაფიოდ დასმა სტერეოტიპების დამსხვრევას შეუწყობს ხელს.
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ კითხვებისა, რომელთა მოსმენაც გინეკოლოგის კაბინეტში შეიძლება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად სტერეოტიპების დამსხვრევაა საჭირო. ზოგჯერ გინეკოლოგები მსგავს ფრაზებს იმიტომ იყენებენ, რომ ეშინიათ, პაციენტი არ გაანაწყენონ, ამიტომ გირჩევთ, არ მოგერიდოს და შენი პრობლემებისა და მდგომარეობის შესახებ თამამად ისაუბრო. სპეციალისტი იმისთვის არსებობს, რომ მასთან გულწრფელები ვიყოთ და საჭირო დახმარება მივიღოთ.
გახსოვდეს, რომ გინეკოლოგს არ აქვს უფლება, შენი პირადი ცხოვრება და სექსუალური ურთიერთობები არასამედიცინო კუთხით განსაჯოს და ქორწინების გარეშე სექსის ან თუნდაც ამ სიტყვის ხსენების გამო გაგკიცხოს ან უხეშად მოგექცეს.
საკუთარი სხეულის შეცნობას და სურვილებთან გულწრფელობას ჰარმონიულ სექსუალურ ცხოვრებასთან მივყავართ. ქართული ონლაინ სექსშოპი Shop69.ge ერთ სივრცეში აერთიანებს სექსშოპს, სექსუალური განათლების შესახებ სტატიებს, ინტერაქტიულ ფორუმს და თემატურ ვლოგებს. ასე რომ, თუ საკუთარი სექსუალური ცხოვრების გამრავალფეროვნება მოგინდა, იცი, სადაც უნდა შეიხედო.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები