ორბელიანის მოედანზე, თიბისის მხარდაჭერით, "ბაზარი ორბელიანზე" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
ფოტო: თიბისი
თბილისში, ორბელიანის მოედანზე, ისტორიული ბაზრის ტერიტორიაზე, რეგიონის მასშტაბით უნიკალური კონცეფციის "ბაზარი ორბელიანზე" სატესტო რეჟიმში გაიხსნა. პროექტი კომპანია მერკადომ თიბისის მხარდაჭერით განახორციელა. პროექტის ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 19 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 9 მილიონი ლარია.
პროექტის ფარგლებში, დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, 1886 წლიდან მოქმედ კოლმეურნეობის ბაზრის შენობას რესტავრაცია ჩაუტარდა. "ბაზარი ორბელიანზე" 3 სართულზე, ჯამში, 10 000 კვადრატულ მეტრზე თანამედორვე ტიპის აგრარულ ბაზარსა და კვების სივრცეს აერთიანებს.
პირველი სართული ბაზარს დაეთმობა, სადაც 100-მდე წერტილში სხვადასხვა ტიპის სასურსათო და არასასურსათო პროდუქტი გაიყიდება. ამ ეტაპზე, ბაზარში 100-ზე მეტი მეწარმე და საცალო მოვაჭრეა წარმოდგენილი, წლის ბოლომდე კი კიდევ 60-მდე დაემატება.
მეორე სართული როგორც ტრადიციული ქართული და ქართული კუთხური (იმერული, მეგრული, სვანური, რაჭული, კახური), ასევე იტალიური, ესპანური, ავსტრიული, ჩინური, იაპონური, ვიეტნამური, პან-აზიური სამზარეულოების კვების 35 ობიექტს გააერთიანებს. მესამე სართულზე კი ტერასაა განლაგებული, სადაც სტუმრებს კოქტეილების დაგემოვნება შეეძლებათ.
პროექტის ფარგლებში, უახლოეს მომავალში კულინარიული სკოლა — "ბაზარი გასტრო სკოლა" ამოქმედდება, სადაც ყველა დაინტერესებულ ადამიანს მასტერკლასებზე დასწრების შესაძლებლობა ექნება. ასევე, მომხმარებლებს საჩვენებელი წარმოებისთვის გამოყოფილი სხვადასხვა სივრცე დახვდებათ (კერამიკა, მინანქარი, მინა, პურის ცხობა, ჩურჩხელის ამოვლება და ყველის ამოყვანა).
ტერიტორიაზე იფუნქციონირებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიაც, რომელიც ყოველდღიურად სურსათის უვნებლობას შეამოწმებს.
"ბაზარი ორბელიანზე" სხვადასხვა ქვეყანში მოქმედი და უკვე საერთაშორისო ბრენდებად ქცეული ისეთი პოპულარული ბაზრების კონცეფციას ეფუძნება, როგორებიცაა: Eataly, Mercado, Time out Market, Chelsea Market და სხვა.
პროექტის ფარგლებში, 1 000 პირდაპირი და 3 000-მდე არაპირდაპირი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
"ბაზარი ორბელიანზე მთლიანად ცვლის პროდუქტების ყიდვის გამოცდილებას. ეს არ არის ტრადიციული სურსათის მაღაზია ან სუპერმარკეტი. ეს ყოველდღიური სტუმრობის ადგილია, სადაც შესაძლებელია სტუმრობა ოჯახთან, მეგობრებთან ერთად, ან მარტო და ახალი, განსხვავებული და მრავალფეროვანი პროდუქტების შეძენის გარდა, უბრალოდ დროის სასიამოვნოდ გატარება", — ამბობს თამარ მესარკიშვილი, "ბაზარი ორბელიანზე" მარკეტინგის დირექტორი.
"აღნიშნული პროექტი თიბისისთვის პრიორიტეტულ რამდენიმე მიმართულებას — ადგილობრივ წარმოებასა და ადგილობრივების დასაქმებას, ასევე ტურიზმის, HORECA და სარესტორნო სექტორების განვითარებას აერთიანებს. ამ პარტნიორობის ფარგლებში, საშუალება გვეძლევა მსხვილი ზომის მოთამაშეებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მცირე ზომის მეწარმეებსა და ფერმერებსაც დავუჭიროთ მხარი. მოხარულები ვართ, რომ თიბისის მხარდაჭერით, დასავლური ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ქართულ ბაზარზე რეგიონის მასშტაბით უნიკალური კონცეფციის სივრცე იქმნება, რომელიც ტურისტებს ქართულ კულინარიასა და წარმოებას გააცნობს, ადგილობრივ მოსახლეობას კი ვაჭრობის სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს", — გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
-
არქი ჰორაიზონმა ენერგოეფექტურობის მიმართულებით საუკეთესო შედეგები აჩვენა Societe Generale-ის ჯგუფის წევრის, ENVIROS-ის შეფასებით არქი ჰორაიზონმა ენერგოეფექტურობის მიმართულებით საუკეთესო შედეგები აჩვენა Societe Generale-ის ჯგუფის წევრის, ENVIROS-ის შეფასებით
-
5 ივლისი გაორმაგების დღეა — ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლებით Tbilisi Mall-ში 5 ივლისი გაორმაგების დღეა — ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლებით Tbilisi Mall-ში
-
გინესის რეკორდი მოხსნა კაცმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხმამაღლა ყვირის — ნახეთ ვიდეო გინესის რეკორდი მოხსნა კაცმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხმამაღლა ყვირის — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ნეირონები, რომლებმაც შეიძლება კონცენტრაციის პრობლემები ახსნას აღმოაჩინეს ნეირონები, რომლებმაც შეიძლება კონცენტრაციის პრობლემები ახსნას
გადახედვა
-
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გადახედვა
-
ქვიზი: დაასრულე ნოსტალგიური სიმღერა ქვიზი: დაასრულე ნოსტალგიური სიმღერა
-
ქვიზი: გამოიცანი კონტინენტი ერთი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი კონტინენტი ერთი ფოტოთი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია? ქვიზი: რამდენად კარგად იცი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია?
-
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის საუკეთესო მასწავლებლების ათეული ცნობილია — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის საუკეთესო მასწავლებლების ათეული ცნობილია — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
ორ წლამდე ბავშვებს ეკრანთან კონტაქტი არ უნდა ჰქონდეთ — კვლევების მიმოხილვა ორ წლამდე ბავშვებს ეკრანთან კონტაქტი არ უნდა ჰქონდეთ — კვლევების მიმოხილვა
გადახედვა
-
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში — 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში — 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
-
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
გადახედვა
-
აბაშაში "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრისა და სანადირო თოფიდან გასროლის ფაქტზე 1 პირი დააკავეს აბაშაში "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრისა და სანადირო თოფიდან გასროლის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ტროტუარზე მანქანის დაჯახებისას მოკლული ქალი ვეტერანი გვარდიელი იყო — რა დეტალებია ცნობილი? ტროტუარზე მანქანის დაჯახებისას მოკლული ქალი ვეტერანი გვარდიელი იყო — რა დეტალებია ცნობილი?
გადახედვა
-
პლუტონსა და ტიტანზე, სავარაუდოდ, აქამდე უცნობი მოლეკულა დააფიქსირეს პლუტონსა და ტიტანზე, სავარაუდოდ, აქამდე უცნობი მოლეკულა დააფიქსირეს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალი დაუმძიმეს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალი დაუმძიმეს
გადახედვა
-
GITA-ს ორგანიზებითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა GITA-ს ორგანიზებითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
-
მოისმინეთ: On.ge-ის საზაფხულო ფლეილისტი 2026 მოისმინეთ: On.ge-ის საზაფხულო ფლეილისტი 2026
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის YouTube პროექტი Creator ჩემპიონატი გრძელდება — არ გამოგრჩეთ მეორე ეპიზოდი საქართველოს ბანკის YouTube პროექტი Creator ჩემპიონატი გრძელდება — არ გამოგრჩეთ მეორე ეპიზოდი
-
მიხეილ ყაველაშვილი ხამენეის დაკრძალვაზე დასასწრებად თეირანში ჩავიდა — რომელი ქვეყნების ლიდერები იმყოფებიან ირანში? მიხეილ ყაველაშვილი ხამენეის დაკრძალვაზე დასასწრებად თეირანში ჩავიდა — რომელი ქვეყნების ლიდერები იმყოფებიან ირანში?
გადახედვა
კომენტარები