საქართველო მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ Red Nose Day კამპანიას შეუერთდა.

ფოტო: Red Nose Day Georgia

Red Nose Day ანუ წითელი ცხვირების დღე სათავეს 1988 წლიდან იღებს. შოუში, რომელიც BBC-ის ეთერში გაშუქდა, 150-ზე მეტმა ცნობილმა ადამიანმა და კომიკოსმა მიიღო მონაწილეობა. გადაცემას 30 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავდა, რისი მეშვეობითაც ბავშვების დასახმარებლად 15 მილიონი ფუნტი შეგროვდა.

როგორც წესი წითელი ცხვრების კამპანიაში უამრავი ვარსკვლავი მონაწილეობს. მათ შორის არიან ემა უოტსონი, ჯულია რობერტსი, ელენ დეჯენერესი, კეიტი პერი, ადელი, ენ ჰეთეუეი და მრავალი სხვა, რომლებიც ყოველწლიურად უერთდებიან კამპანიას.

აღსანიშანვია, რომ სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში, 14 წლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანტიკული კომედია Love actually ეკრანზე დაბრუნდა.

Love Actually 24 მარტს BBC-ზე გავიდა, 25 მაისს კი მისი ამერიკული პრემიერა NBC-ზე შედგება.

გაიცინე. გაეცი. გადაარჩინე ბავშვი.

სწორედ ეს არის კამპანიის მთავარი სლოგანი და მიზანი, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის: ჩინეთი, აშშ, ბელგია, გერმანია და სხვა.

Red Nose Day-ს საქართველოში ჩატარების შესახებ შესახებ საზოგადოებას პირველად აკა სინჯიკაშვილმა ამცნო, რომელიც საკუთარ ფეისბუქზე წერდა, რომ საერთაშორისო კომპანიის საქართველოში ჩატარების ლიცენზია მოიპოვა.

სწორედ ამიტომ, წელს ქართული წითელი ცხვირის დღიდან შემოსული თანხა აკა სინჯიკაშვილის ინიციატივის მხარდაჭერას და ლეიკემიით დაავადებული ნიკუშა დვალაძის მკურნალობას მოხმარდება.

კამპანიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეიძინოთ წითელი ცხვირები ვებ გვერდის rednose.ge -ს მეშვეობით ან მთელი თბილისის მასშტაბით განთავსებულ გაყიდვების პუნქტებში, რომელთა სრულ სიაც Red Nose Day Georgia-ს ფეისბუქ გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ.

1 აპრილიდან კამპანიის ფარგლებში, ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ წითელი ცხვირი, გადაიღოთ სახალისო ფოტო და გამოიწვიოთ 5 მეგობარი.

წითელი ცხვირების კამპანია ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ასე, რომ გაიცინე, გაეცი, გადაარჩინე ბავშვი.