5 პრობლემა, რომელიც თქვენს პირად ურთიერთობას აუცილებლად შეიწირავს
ფოტო: nenetus / Shutterstock
ოჯახსა და ურთიერთობაში უსიამოვნებას და მის დანგრევას უამრავი რამ იწვევს, თუმცა არსებობს რამდენიმე სერიოზული და გადამწყვეტი მიზეზი.
ამბობენ, რომ ოჯახის დანგრევის მთავარი მიზეზი წყვილებს შორის განელებული, ან თუნდაც საერთოდ გამქრალი სიყვარულია. მეორე მიზეზად არასტაბილური ფინანსური მდგომარეობა სახელდება, თუმცა წყვილების თერაპიაზე მომუშავე ფსიქოლოგები ასე არ ფიქრობენ. მათი აზრით, არსებობს უფრო მნიშვნელოვანი მიზეზებიც, რომელიც ოჯახის დანგრევას იწვევს. ამ პრობლემებზე თითქმის არ საუბრობენ და წყვილები ისე შორდებიან, რომ რეალურად ვერც იაზრებენ რა მოხდა მათ შორის.
ფსიქოლოგები ხუთ ძირითად დამანგრეველ მიზეზს გამოყოფენ:
1. ჩაკეტილი სამეგობრო წრე
ქორწინებაში მყოფი ადამიანები მეგობრებს უმეტესად ერთად ხვდებიან და დროის უდიდეს ნაწილს ერთად ატარებენ. ცხადია, წყვილის ერთად ყოფნა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ყოველთვის და არა დიდი დოზით. ამ დროს, ადამიანები სოციალიზაციის ნაკლებობას განიცდიან და ჩაკეტილ წრეში ხვდებიან, რაც მათთვის მოსაბეზრებელი და დამღლელი ხდება.
ამ პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია, რომ წყვილს საკუთარი სოციალური სივრცე ჰქონდეს შექმნილი, სადაც მის გარდა ვერავინ შეაღწევს. ადამიანებს სჭირდებათ მეგობრები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული მათ ოჯახთან და მეუღლესთან. აუცილებელია, რომ ადამიანის ცხოვრება მრავალფეროვანი იყოს, რათა არ გადაიღალოს რუტინული ურთიერთობით. ეს შეიძლება გამოიხატოს მეუღლის გარეშე მეგობრებთან ერთად გართობაში, კინოში სიარულით და ა.შ. თუ ცოლ-ქმარი ერთმანეთს ენდობა, მაშინ ამ პრობლემის მოგვარება რთული არ უნდა იყოს. ხოლო თუ ნდობა არ არსებობს, მაშინ აქ უკვე სხვა, უფრო ღრმა და მძიმე პრობლემასთან გვაქვს საქმე.
2. მოფერების დეფიციტი
რა საკვირველია, წყვილის ურთიერთობაში სექსუალური კავშირი და მოფერება უმნიშვნელოვანესია. თუ ამ ტიპის ურთიერთობა წყვილს შორის იშვიათია, ესე იგი მათ ძალიან სერიოზული პრობლემები აქვთ. აქ საუბარი არ არის მხოლოდ სექსზე. ცხადია, სექსი წარმატებული ურთიერთობის განუყოფელი ნაწილია, თუმცა შედარებით მსუბუქმა მოფერებამაც კი შესაძლოა ურთიერთობა დანგრევისგან იხსნას. საქმე ისაა, რომ წყვილის ურთიერთობაში მოფერება არამხოლოდ ლტოლვის ნაწილია, არამედ ის გამოხატავს თანაგრძნობას, მხარდაჭერასა და მზრუნველობას.
ეს არ ნიშნავს, რომ სექსი ყოველდღიურად უნდა გქონდეთ, თუმცა მისთვის არც სარიტუალო ხასიათის მიცემა ღირს. ხშირი მოფერება თმაზე, ხელსა და სახეზე შესაძლოა თქვენი ურთიერთობის მხსნელი აღმოჩნდეს.
ასეთი დამოკიდებულება თქვენს პარტნიორთან ცალსახად პოზიტიურად აისახება, რადგან შემცირდება ღალატის შანსი. ამასთან, თქვენი მეუღლე იგრძნობს, რომ ის კვლავ სასურველია თქვენთვის და ნეგატიური გრძნობებიც გაქრება.
3. წყვილი მეგობრების ცუდი გავლენა
ყველა წყვილს ჰყავს სხვა წყვილი მეგობრები, რომლებთანაც ერთად ხშირად ატარებენ დროს, დადიან სამოგზაუროდ ან უბრალოდ სადილზე, ოჯახში მიმოსვლაც აქვთ და მოკლედ, როგორც იტყვიან ახლოს არიან. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ თუ ეს წყვილები ხშირად წუწუნებენ საკუთარ ურთიერთობებზე, თქვენი თანდასწრებით მეუღლეებს ლანძღავენ ან პარტნიორის ზურგს უკან სხვებს ეფლირტავებიან, მაშინ თქვენი ურთიერთობა საფრთხეშია.
როგორც ფსიქოლოგი ლაურა ჰეკი ამბობს, მეგობრების ასეთი საქციელი პირდაპირ მოქმედებს თქვენს პირად ურთიერთობებზეც. თანაც ისე, რომ ამას ვერც აანალიზებთ.
მუდმივი ნეგატივი გავლენას თქვენზეც ახდენს, რადგან ადვილი შესაძლებელია, რომ თქვენც დაფიქრდეთ თქვენი პარტნიორის მოქმედებებზე და იმავე კრიტერიუმებით შეაფასოთ ის, როგორითაც თქვენი მეგობარი აფასებს.
საბოლოო ჯამში, მეგობრები ამის მიხედვით არ უნდა შეარჩიოთ, მაგრამ აუცილებლად უნდა აკონტროლოთ რა გავლენას ახდენენ ის თქვენზე და თქვენს ურთიერთობაზე.
4. საშინაო საქმეების ერთ-ერთზე გადაბარება
რა თქმა უნდა, იტყვით, რომ ჩვენში ეს ფაქტორი არ მოქმედებს და ქართულ ოჯახებში წყვილებს საოჯახო საქმეები და როლები ისე აქვთ გადანაწილებული, რომ პრობლემა საერთოდ არ იქნება. მაგრამ გულში ჩაიხედეთ, დაფიქრდით და ისე თქვით, მართლა ეხალისება თქვენს ცოლს წლობით თეფშების რეცხვა, სანამ თქვენ ტელევიზორს წამოგორებული უყურებთ?
საშინაო საქმეების მონოპოლია ერთ-ერთის მხრიდან ძალიან ცუდი ნაბიჯია თქვენი ურთიერთობისთვის. პირველ რიგში, 2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ იმ წყვილებს, რომლებიც საშინაო საქმეებს იყოფენ გაცილებით უფრო ხშირად აქვთ სექსი და ჯანმრთელი ურთიერთობა, ვიდრე მათ, ვინც არ იყოფს.
ამას გარდა, პარტნიორების შეთანხმებული მოქმედება ხელს უწყობს მათ დაახლოებას და ბედნიერი ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ურთიერთობის დასაწყისში შესაძლოა ყურადღება არც კი მიაქციოთ იმას, თუ ვინ ალაგებს სახლს ან რეცხავს ჭურჭელს, მაგრამ დროთა განმავლობაში დიდ მნიშვნელობას იძენს.
5. დუმილი და პრობლემების მიჩქმალვა
თუ თქვენი ურთიერთობის დადებით და უარყოფით მხარეებზე არასდროს საუბრობთ, არასწორად იქცევით. ამ ტიპის საუბარი შესაძლოა არასასიამოვნოდ წარიმართოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია. პირველ რიგში, ეს გეხმარებათ საკუთარი შეცდომების დანახვასა და მის გამოსწორებაში.
კარგი იქნება, თუ კვირაში ერთხელ მაინც ისაუბრებთ განვლილ შვიდ დღეზე. თქვენს პარტნიორს გული უნდა გადაუშალოთ და ყველაფერი გულწრფელად უთხრათ. ჰკითხეთ მას, რამ გაანაწყენა ან პირიქით, გააბედნიერა ბოლო ერთ კვირაში.
ამ ტიპის საუბრები მხოლოდ დადებითად აისახება თქვენს ურთიერთობაზე. თუ თქვენ ან თქვენს პარტნიორს ურთიერთობაში რაღაც აწუხებს და პრობლემა აქვს, ამის მიჩქმალვა და იგნორირება კარგს არაფერს მოიტანს, ერთი უბრალო მიზეზის გამო - პრობლემა არ მოგვარდება. ის რაც თქვენ გაწუხებთ, თქვენი პარტნიორი შეიძლება ვერც ხვდებოდეს და ვიდრე არ ეტყვით, ვერც თვითონ მოიქცევა ისე, რომ არ შეგაწუხოთ ან პრობლემა არ შეგიქმნათ. კომუნიკაცია ნიშნავს კომპრომისსა და გადაჭრილ პრობლემებს.
გადახედეთ თქვენს ურთიერთობას, დაფიქრდით და შეაფასეთ, რამდენად დგას თქვენს ოჯახში ან ურთიერთობაში მსგავსი პრობლემები და დაიწყეთ მუშაობა მათ აღმოსაფხვრელად.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
კომენტარები