ბადრი ჯაფარიძე: ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოში გვაქვს სრული დემოკრატიული უკუსვლა
"ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოში გვაქვს სრული დემოკრატიული უკუსვლა. საუბარი იყო პოლიტიკურ პატიმრებზე, რომლებიც უკანონოდ არიან საპატიმროში", — ამის შესახებ ძლიერი საქართველოს ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ოპოზიციურ პარტიებსა და ეუთო-ს გენერალურ მდივანს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბადრი ჯაფარიძის კომენტარს IPN ავრცელებს.
"ჯერ სომხეთში იყო, შემდეგ ეუთო-ს გენერალური მდივანი საქართველოში ჩამოვიდა. მოგეხსენებათ, ეუთო არის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ევროპული წარმონაქმნი, იქ რუსეთი ყველანაირად ხელს უშლის მას, რომ ეუთო-ს მისია განლაგებული იყოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. სამწუხაროდ, დღემდე მხოლოდ ევროკავშირის მისია ასრულებს მონიტორინგის მისიას ოკუპირებული რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვარზე. ამაზე გვქონდა საუბარი. ეუთო პირველ რიგში არის უსაფრთხოების შესახებ კონცენტრირებული ორგანიზაცია და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არის უდიდესი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. საუბარი იყო ასევე იმაზე, რომ საქართველოში დღეს გვაქვს სრული დემოკრატიული უკუსვლა. საუბარი იყო პოლიტიკურ პატიმრებზე, რომლებიც უკანონოდ არიან საპატიმროში. საუბარი იყო, რომ ეუთო/ოდირის არცერთი დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც იქნა გაგზავნილი დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ, არ იქნა გათვალისწინებული, პირიქით, მიღებული იყო კანონები, რომელიც ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის დასკვნებს. ეს არის თემა, რაც მათ ძალიან აინტერესებთ. იქნება დამოუკიდებელი შეფასება ამის, თუ როგორ გათელა ფეხქვეშ დე ფაქტო ხელისუფლებამ ეუთო/ოდირის დასკვნა იმ უზარმაზარ დარღვევებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 26 ოქტომბერს.
კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით. ეს იყო რეგიონში რეგულარული ვიზიტი, საქართველო ეუთო-ს წევრია, ეუთო-ს წარმომადგენლობა რეგულარულად ჩამოდის საქართველოში, სომხეთში", — აღნიშნა ჯაფარიძემ.
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
-
ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს
გადახედვა
-
10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
გადახედვა
-
მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის? მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის?
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს
გადახედვა
-
როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს
კომენტარები