საფრანგეთი გლობალურ დათბობას ახალი ბირთვული რეაქტორებით დაუპირისპირდება
სამშაბთს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი ააშენებს ახალ ბირთვულ რეაქტორებს, რათა ქვეყანამ მიაღწიოს გლობალური დათბობის საწინააღმდეგოდ დასახულ მიზნებს, ნაკლებად იყოს დამოკიდებული უცხო ქვეყნებზე და შენარჩუნდეს სტაბილური ფასები ელექტროენერგიაზე.
ახალი რეაქტორების აშენების გადაწყვეტილება არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე იქნა მიღებული. საფრანგეთში ელექტროენერგიის ფასი მკვეთრად გაიზარდა. მაკრონის თქმით, ახალი რეაქტორების დამატება აუცილებელია ფასების შესანარჩუნებლად.
"რამდენიმე ათწლეულია ჩვენ ახალ რეაქტორებს აღარ ვაშენებთ. ეს პირველი შემთხვევაა ამდენი წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანაშ ბირთვული რეაქტორების მშენებლობა განახლდება. საფრანგეთი ისევ განაგრძობს განახლებადი ენერგიის გზების მოძიებას და მათ განვითარებას. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ საფრანგეთის ენერგოდამოუკიდებლობა და მივაღწიოთ დასახულ მიზნებს. ქვეყანა 2050 წლისთვის სრულად კარბონ ნეიტრაულური უნდა იყოს", — განუცხადა მაკრონმა მოსახლეობას ტელევიზიის მეშვეობით.
ევროპაში ელექტროენერგიის ფასი მკვეთრად იზრდება, საფრანგეთმა კი პრობლემასთან გაასმკლავებლად განსხვავებული გზა აირჩია.
მაგალითად, ფუკუშიმას ტრაგედიის შემდეგ, გერმანიამ ქვეყნის რეაქტორების დიდი ნაწილი გააუქმა. საფრანგეთი ასე არ მოქცეულა. ქვეყნის ელექტროენერგიის უდიდეს ნაწილს სწორედ ატომური ელექტროსადგურები გამოიმუშვებენ.
მაკრონს დაზუსტებით არ უთქვამს მშენებლობის დეტალები, თუმცა მოსალოდნელია, რომ მთავრობა განცხადებას 6 ახალი რეაქტორის მშნებლობის შესახებ გააკეთებს.
მაკრონი პრეზიდენტად არჩევის პერიოდში საუბრობდა, რომ ის 2035 წლამდე ქვეყნის ატომურ ენერგიაზე დამოკიდებულებას 75%-დან 50%-მდე ჩამოიყვანდა. თუმცა, ევროპაში შექმნილმა კრიზისმა მისი გეგმები შეცვალა.
ემანუელ მაკრონის გამოსვლა გააკრიტიკა Greenpeace-მა — მათი თქმით, მაკრონის განცახდება რეალობას მოწყვეტილია. საფრანგეთში, Flamanville-ში უკვე შენდება ატომური სადგური, რომლის დასრულებაც ათწლეულით გადაიდო და ხარჯები მკვეთრად გაიზარდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები