რამდენიმე დღეა ტესტები არ გაუკეთებია, არ ვიცით სასიცოცხლო მაჩვენებლები რამდენი აქვს — ექიმი სააკაშვილზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / რადიო თავისუფლება
ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილს ტესტები რამდენიმე დღეა არ ჩაუტარებია, ამიტომ არ იციან, რამდენი აქვს მას სასიცოცხლო მაჩვენებლები.
"არავითარი კონტაქტი პრეზიდენტსა და ამ ორგანიზაციის ექიმებს შორის არ არსებობს, ნდობა არ არის, არ იღებს წამლებს არ იღებს ტესტებს, ასე, რომ მდგომარეობა ძალიან სახიფათოა", — აცხადებს ის.
მისივე თქმით, ციხეში განუწყვეტლივ ისმის ხმაური და გინება, თუმცა სააკაშვილს აღნიშნულზე არაფერი უთქვამს.
"მის საკანში არ ვყოფილვარ, მაგრამ შევხვდი პირველ სართულზე, სადაც განუწყვეტლივ ისმის ხმაური. ისმის რაღაც ხმაური და გინება, ვერ გავიგე, ვინ ვის აგინებდა, მაგრამ ხმაური არის მუდამ. არაფერი არ მითხრა, ერთად გვესმოდა ეს ხმაური, მე კი ვკითხე, რას ფიქრობ ამაზე, მაგრამ იმიტომ არის პრეზიდენტი, იმიტომ იყო პრეზიდენტი, რომ ძლიერი ადამიანია", — აღნიშნა მან.
8 ნოემბერს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა ერთი საათის შემდეგ დაადასტურა — მას შემდეგ, რაც რუსთავის ციხიდან აფრენილი ვერტმფრენი გლდანის ციხის თავზე გამოჩნდა. უფლებადამცველებმა, ოჯახის წევრებმა და ომბუდსმენმა ერთი საათის განმავლობაში არ იცოდნენ, სად იყო სააკაშვილი.
ექსპრეზიდენტის ციხეში შეყვანის შემდეგ ადგილზე სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანა და დამატებითი საპოლიციო ძალები შეიყვანეს. გარდა ამისა, ციხეში მიიტანეს კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი. მანამდე რამდენიმე დღით ადრე კი უწყება ამტკიცებდა, რომ ციხის კლინიკა საჭირო ტექნიკით აღჭურვილია.
მოთხოვნის მიუხედავად, სააკაშვილთან ღამით არ უშვებდნენ არც ადვოკატებს და არც პირად ექიმს. ადვოკატების თქმით, არასამუშაო საათების მიუხედავად, ვითარება ორდინალური არ იყო და უნდა შეეშვათ.
ნინო ლომჯარიას განცხადებით კი, სააკაშვილს ციხეში უთხრეს, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ და შესაბამისად, ის აღნიშნულ შეთავაზებას დათანხმდა. მიუხედავად ამისა, სააკაშვილი მაინც ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი გაავრცელეს კადრები, რომლითაც სურთ დაამტკიცონ, რომ ექსპრეზიდენტს #12 დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ არ დაუტოვებია.
გარდა ამისა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ომბუდსმენმა თქვა, რომ მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში ჯერ კიდევ დერეფანში დგას კომპიუტერული ტომოგრაფი, რომელიც იქ მას შემდეგ მიიტანეს, რაც კლინიკაში მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს. მისივე თქმით, კლინიკაში არ არის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიისა (MRT) და კათეტერიზაციის აპარატი.
ფიზიკურ ძალადობაზე საუბრის გარდა, სააკაშვილი წერილში ამბობს, რომ #18 დაწესებულებაში გადასვლისას ციხის ერთ-ერთმა თანამშრომელმა უთხრა: "აჰა, ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელში".
იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანისას არცერთი პროცედურა და ნორმა არ ყოფილა დარღვეული. მისივე მტკიცებით, სააკაშვილმა ციხეში შეყვანისას თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
სპეკულაციებია და ტალახის სროლა ხელისუფლების მისამართით — კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე სპეკულაციებია და ტალახის სროლა ხელისუფლების მისამართით — კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე
გადახედვა
-
როცა ცვლილებების არ გეშინია, შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება — ეკატერინე ჭილაურიშვილის ისტორია როცა ცვლილებების არ გეშინია, შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება — ეკატერინე ჭილაურიშვილის ისტორია
-
როცა მთავარი სცენა საქართველოა — სუხიშვილების ანსამბლი ქუთაისის სცენაზე როცა მთავარი სცენა საქართველოა — სუხიშვილების ანსამბლი ქუთაისის სცენაზე
-
"ეს არის სასაცილო და ტრაგიკული" — ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე "ეს არის სასაცილო და ტრაგიკული" — ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
-
საუკეთესო მობაილ ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში — ლიბერთის ციფრული ბანკინგის საერთაშორისო აღიარება საუკეთესო მობაილ ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში — ლიბერთის ციფრული ბანკინგის საერთაშორისო აღიარება
-
"ყველაფერი არის მარტივი ტყუილი და სპეკულაცია" — ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის ნაწილის გასხვისებაზე "ყველაფერი არის მარტივი ტყუილი და სპეკულაცია" — ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის ნაწილის გასხვისებაზე
გადახედვა
-
ნეტფლიქსი Manifest-ის გაგრძელებაზე მუშაობს — რა ვიცით Arrivals-ის შესახებ? ნეტფლიქსი Manifest-ის გაგრძელებაზე მუშაობს — რა ვიცით Arrivals-ის შესახებ?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნიუ-იორკში eZo Festival-ის ბილეთებზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნიუ-იორკში eZo Festival-ის ბილეთებზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ
-
ოკუპირებულ აფხაზეთში რომან დარსალია ქართველთა გენოციდზე საუბრისა და პუტინის კრიტიკის გამო დააკავეს ოკუპირებულ აფხაზეთში რომან დარსალია ქართველთა გენოციდზე საუბრისა და პუტინის კრიტიკის გამო დააკავეს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპს სურს, შტატ ნიუ-მექსიკოს "ახალი ამერიკა" დაარქვას დონალდ ტრამპს სურს, შტატ ნიუ-მექსიკოს "ახალი ამერიკა" დაარქვას
გადახედვა
-
ერთჯერადი გენური თერაპია "ცუდი" ქოლესტერინის დონეს 52%-ით ამცირებს — კლინიკური კვლევა ერთჯერადი გენური თერაპია "ცუდი" ქოლესტერინის დონეს 52%-ით ამცირებს — კლინიკური კვლევა
გადახედვა
კომენტარები