პირველი დეკემბრიდან მწვანე პასპორტები ამოქმედდება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტები ამოქმედდება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაცხადა.
"პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ ის ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. ასევე, იყო მოსაზრება, რომ კოვიდგადატანილებზე ყოფილიყო 6-თვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს მოგვეხსნა და საბჭომ გაიზიარა ჩემი წინადადება. ამიტომ მწვანე სტატუსი ექნება პირს, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი", — განაცხადა მან.
პრემიერმინისტრის თქმით, დეკემბრიდან მოქალაქეები სხვადასხვა ობიექტზე მხოლოდ მწვანე პასპორტებით შევლენ, თუმცა ეს გავრცელდება დაწესებულებების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე პერსონალზე.
"ეს არის კვების ობიექტები, გასართობი ცენტრები, კინოთეატრი, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები სამორინეები, სათამაშო ბიზნეს ობიექტები. ამის თაობაბაზე დეტალური ჩამონათვალი გავრცელდება", — განაცხადა მან.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ გადაამოწმებს მოქალაქე საკუთარ სტატუსს, როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, უახლოეს მომავალში ამისთვის აპლიკაცია ჩაეშვება.
"ეს რეგულაცია გაფართოვდა, აქამდეც მოქმედებდა და ის მოქმედებდა სპეციალური ვებგვერდის საშუალებით — covidpass.moh.gov.ge. უახლოეს მომავალში ჩაეშვება სპეციალური აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც თითოეულ ჩვენგანს შეგვეძლება, ჩვენი სტატუსი მუდმივად თან ვატაროთ სმარტფონების მეშვეობით. იქნება სპეციალური აპლიკაცია, რომელიც გადაამოწმებს ჩვენს სტატუსს.
აგრეთვე, სტატუსის გადამოწმება შესაძლებელი იქნება ნებისმიერი სმარტფონის ფოტო კამერის მეშვეობით. ასევე, დამატებითი კომუნიკაცია შედგება ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან და იქნება საშუალება, რომ ყველა დეტალი გავიაროთ ყველასთან", — განაცხადა მან.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
კომენტარები