95 წლის დედოფალმა ელიზაბეთმა, რომელსაც ექიმებმა მოსვენება ურჩიეს, მანქანით მარტომ გაისეირნა
ასაკის მიუხედავად, გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელიზაბეთ II, თანამედროვეობის ნამდვილი ვარსკვლავია. მისი წარმომავლობიდან გამომდინარე, ცხადია, იგი ხშირად ექცევა მედიის ყურადღების ცენტრში, თუმცა, თავისი ცხოვრების სტილით მაინც ყოველ ჯერზე ახერხებს სხვების გაოცებას.
ამჯერად, 95 წლის მონარქმა, რომელიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, მზის სათვალე და თავსაფარი მოირგო და უინძორების რეზიდენციის გარშემო სასეირნოდ მანქანით წავიდა. საჭესთან მჯდარი დედოფალი მალევე მოხვდა ფოტოკამერების ობიექტივში და ინტერნეტსივრცეც არხეინად მოსეირნე მონარქის სურათებმა მოიცვა. მწვანე Jaguar-ით, რომელსაც ის ატარებდა, ელიზაბეთ II-ს, როგორც წესი, თავისი ძაღლები მიჰყავს ხოლმე სასეირნოდ.
რამდენიმე დღის წინ, დედოფალ ელიზაბეთს გლაზგოში მიმდინარე კლიმატის ცვლილების სამიტზე ვიზიტიც კი გააუქმებინეს და ორი კვირით დასვენება ურჩიეს. წინა კვირას ასევე ცნობილი გახდა, რომ მონარქი ვერც ბრიტანეთის სამეფო ლეგიონის ხსოვნის ფესტივალს დაესწრებოდა.
ოფიციალური ვიზიტების გაუქმების მიუხედავად, იგი უინძორების სასახლეში მსუბუქ საქმეებს მაინც აკეთებს. ბუკინგემის სასახლეს დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული დეტალები არ გაუმხელია, მხოლოდ განცხადა, რომ იგი "კარგ განწყობაზეა". ამას პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმაც დაამატა, რომ ელიზაბეთ II "მშვენიერ ფორმაშია".
დედოფლის გადაღლის მიზეზი, სავარაუდოდ, შეხვედრებით დატვირთული გრაფიკი გახდა. და თუმცაღა იგი კლიმატის ცვლილების სამიტს ვერ დაესწრება, დელეგატებისათვის ვიდეოშეტყობინება მაინც ჩაწერა. ამის მიუხედავად, ღონისძიებაზე პრინცი ჩარლზი, კორნუოლის ჰერცოგინია კამილა, კემბრიჯიც ჰერცოგი და ჰერცოგინია უილიამი და ქეთრინი მივლენ.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები